ძებნის შედეგად ნაპოვნია 890 შედეგი
მე-4 ზომითი კატეგორიის შპს დაკავებულია სოფლის მეურნეობის საქმიანობით. იმპორტით ჩამოვიტანეთ დიდი რაოდენობით მარწყვის ნერგები და დავრგეთ რამდენიმე ჰექტარზე. დარგვიდან პირველივე წელს, ნაყოფის მიღების გარეშე, ფაქტობრივად ყველა ნერგი გახმა. შევადგინეთ შესაბამისი აქტი და მარწყვის ნერგები ჩამოვწერეთ ბუღალტრულად. გვაინტერესებს, კიდევ რამე დოკუმენტი ხომ არ უნდა შეგვედგინა და რა საგადასახადო რისკის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო?
2023/04
მოგების გადასახადი
სოფლის
მეურნეობა
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა
მე-4 ზომითი კატეგორიის შპს დაკავებულია სოფლის მეურნეობის საქმიანობით, კერძოდ გაშენებული გვაქვს მოცვის პლანტაციები. 2022 წელს მივიღეთ მოცვის პირველი მოსავალი (შედარებით მცირე რაოდენობით, რადგან პირველი მოსავალია). მიღებული მოსავალი გავიტანეთ ექსპორტით და გავყიდეთ საზღვარგარეთ. მოსავლის მიღებაზე შევადგინეთ შესაბამისი აქტი, სადაც ჩავწერეთ, თუ რისი მოსავალი მივიღეთ, როდის და რა ოდენობით. გვაინტერესებს, ახლა და მომავალშიც, ასეთი აქტი საკმარისია მიღებული მოსავლის აღსარიცხავად? რამე საგადასახადო რისკი ხომ არ არსებობს ასეთი აქტის გამო? რამე დამატებითი დოკუმენტი კიდევ ხომ არ უნდა შევქმნათ?
2023/04
მოგების გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
სოფლის
მეურნეობა
პასუხის ნახვა
ვართ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი სამშენებლო კომპანია - შპს. 2022 წლის დეკემბერში საკუთრების უფლებით გავყიდეთ რამდენიმე ფართი, რომლებიც ჯერ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. აღნიშნული ფართების ღირებულების დაახლოებით 80% მიღებული გვაქვს ავანსის სახით და დაბეგრილია შესაბამისად ავანსიდან დღგ-ით. აღნიშნული ფართები იყიდა სხვა შპს-მ და შესაბამისად, რადგან საკუთრების უფლებით მოხდა გაყიდვა, მოგვთხოვა 2022 წლის დეკემბრის თვეზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა ფართების ღირებულების სრულ თანხაზე („ეა“ სერიის ანგარიშ-ფაქტურის). საკუთრების უფლებით გაყიდულ და ჯერ ექსპლუატაციაში არმიღებულ ზემოთ აღნიშნულ ბინებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის („ეა“ სერიის) გამოწერა როდის უნდა მოხდეს და რა თანხაზე? რამდენად სამართლიანია მათი მოთხოვნა?
2023/04
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი
ქონება
პასუხის ნახვა
რამდენად შესაძლებელია ბუღალტერიის თანამშრომელი გახდეს მცირე მეწარმე და გაუწიოს შპს-ს საბუღალტრო მომსახურება? საქართველოს მთავრობის 415-ე დადგენილებაში კონკრეტულად საბუღალტრო მომსახურებაზე ჩანაწერი ვერ ვნახე, მაგრამ სხვა სახის შეზღუდვასთან ხომ არ გვექნება საქმე?
2023/04
არასაგადასახადო
თემა
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
პასუხის ნახვა
კომპანია აპირებს დაქირავებული თანამშრომლების ნაცვლად, მომსახურება მიიღოს მცირე მეწარმეებისაგან.
ამ მცირე მეწარმეების ანაზღაურება იქნება ნაწილობრივ ფიქსირებული, ნაწილობრივ გამომუშავებაზე მიბმული. მაგალითად, ასფალტის ქარხანაზე მომუშავე მცირე მეწარმეების გამომუშავება მიბმული იქნება გამოშვებული ასფალტის მოცულობაზე.
გთხოვთ, მოგვწეროთ, დაბეგვრის კუთხით, ხომ არ წარმოიქმნება რაიმე რისკები? მაგალითად, თუკი მცირე მეწარმე მრავალჯერ განმეორებით გაგვიწევს ერთი და იმავე ტიპის მომსახურებას?
2023/04
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
პასუხის ნახვა
საგადასახადოში რეგისტრირებული ფიზიკური პირი ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებულია ნაგებობები. ნაგებობები გაქირავებულია შპს-ებზე.
ფიზიკურ პირს სურს გაასხვისოს თავისი მიწა დეველოპერულ კომპანიაზე შემდგომში ბინის მიღების პერსპექტივით (ბარტერული გაცვლა).
ამ ოპერაციით, რა საგადასახადო ვალდებულება წარმოეშობა ფიზიკურ პირს ბიუჯეტის წინაშე?
2023/04
დღგ
მოგების გადასახადი
ბარტერი
უძრავი
ქონება
შეფასება
და
აუდიტი
პასუხის ნახვა