თუ გადაფასების შემდეგ ცვეთა ისე გაიზარდა, რომ ამ არაფულადი ხარჯით განპირობებულია ზარალი, არ ვაღიარებთ გასაცემი დივიდენდის არსებობას? არ წარვადგენთ ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაციას? თუკი დამფუძნებლებს სურთ რეალურად არსებული დივიდენდის განაწილება? და პირიქით, გადაფასების ნამეტით თუკი იზრდება გასანაწილებელი დივიდენდი?
ელექტროენერგიით მომარაგების ქსელზე მიერთება – რა ძირითადი საშუალებაა (ცალკე რომ გამოჰყავთ ხოლმე ფირმებს ქსელი თავისთვის)? დაახლოებით, 100 000 ლარი ჯდება. 2153 ანგარიშია – ელექტროგადაცემის საშუალებები?
შპს X-მა შეიძინა შპს Y-ის 100-პროცენტიანი წილი და გადაიხადა თანხა 100000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გადაუხადა შპს Y-ის დამფუძნებელ ფიზიკურ პირს. მოვახდინეთ შემდეგი საბუღალტრო გატარება: დ-ტი 3110 კ-ტი 1210 100000 ლარი.
რა არის შპს X-ისთვის 100%-იანი წილი და როგორ უნდა დავსვათ ის ბალანსზე? გთხოვთ დამიწეროთ შესაბამისი საბუღალტრო გატარებები.
1) შპს X, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, გააჩნია ძირითადი საშუალებები: ავეჯი და სხვა ინვენტარი, სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ. საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკით განსაზღვრულია აღრიცხვა თვითღირებულების მოდელით. 2019 წლის ბოლოს როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც ნარჩენი ღირებულება განულებული მაქვს, უნდა შევაფასებინო ექსპერტს და ისე დავსვა მისი ღირებულება? და როდესაც ეს ძირითადი საშუალება არის, მაგალითად, კარადა ან სამეთვალყურეო კამერა, ასეთ შემთხვევაშიც უნდა შევაფასებინო ექსპერტს?
2) შეფასებულ ძირითად საშუალებებს თუ ერიცხება ცვეთა?