ძებნის შედეგად ნაპოვნია 288 შედეგი

სსკ 174-ე მუხლის მიხედვით „დღგ-ის ჩასათვლელი თანხა“: „3. დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება: ... ე.ბ) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში“. ანუ, 2019 წლის ოპერაციაზე რა ანგარიშ-ფაქტურაც მომივა დაგვიანებით, ოპერაციის პერიოდის მიხედვით დავაზუსტებ შესაბამის დღგ-ის დეკლარაციას და ჩავითვლი. სწორად გავიგე?

2020/01
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

რა ბუღალტრული გატარებები კეთდება უსასყიდლოდ გაცემულ საწარმოს პროდუქციაზე, როცა: 1) პროდუქცია უსასყიდლოდ გაიცემა თანამშრომელზე; 2) პროდუქცია უსასყიდლოდ მიეწოდება სხვა პირს; 3) პროდუქციის მიწოდება სადეგუსტაციოდ, რეალიზაციის გაზრდის მიზნით ხდება კომპანიის მყიდველებსა და შემკვეთებზე?

2020/01
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

შპს „X“ 100 კვ. მ. ფართით, რომლის თვითღირებულება პირობითად 100000 ლარია, შპს „Y“-ის საწესდებო კაპიტალში შევიდა 10%-იანი წილით (არამაკონტროლებელი წილი) და საწესდებო კაპიტალში ეს შენატანი განისაზღვრა 180000 ლარით. შპს „X“-ის ფინანსურ ანგარიშგებაში როგორ აისახება კაპიტალში შეტანილ თანხასა და თვითღირებულებას შორის სხვაობა 80000 ლარი? გთხოვთ განიხილოთ ორი ვარიანტი: 1) შპს „X“ – მეორე კატეგორიის საწარმოა; 2) შპს „X“ – მესამე კატეგორიის საწარმოა.

2020/01
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შეფასება და აუდიტი
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ღვინის ქარხანაში შევიძინეთ ცისტერნები. ამ ცისტერნების ერთმანეთთან და შემდგომ სამაცივრე დანადგართან დასაკავშირებლად, დაგვჭირდა სხვადასხვა დეტალების შეძენა: მილები, სამკაპები, მუხლები, გადამყვანები, სულ დაახლოებით 50 დასახელების საქონელი. ეს საქონელი ცალ-ცალკე რომ არ ავიყვანოთ ბალანსზე და ერთ ანგარიშზე დავსვათ ყველა, დავარქვათ „ცისტერნების მუშა მდგომარეობაში მოსაყვანი საქონელი“ და ბოლოს დავამატო ცისტერნების ღირებულებას, შეცდომა ხომ არ იქნება?

2019/12
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

საეჭვო დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით გვაინტერესებს. საგადასახადო კოდექსის თანახმად, ყველაფერი ნათელია, თუმცა აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რის საფუძველზე არის შესაძლებელი საეჭვო ვალების უიმედოდ აღიარება, რომელ დოკუმენტში წერია?

2019/12
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

სამშენებლო კომპანია ყიდის ბინებს „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში და არეგისტრირებს საჯარო რეესტრში მშენებარე სტატუსით, რადგან ბინები ჯერ ექსპლუატაციაში შესული არ არის. თითოეული ბინა აყვანილია 1640 ანგარიშზე და გაყიდვის მომენტში ჩამოიწერება გატარებით: დ-ტი 7110 კ-ტი 1640. როგორც აღვნიშნეთ, ბინა არის „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში, მაგრამ შემდგომ გრძელდება კორპუსის არასაცხოვრებელი ფართის მშენებლობა, მაგალითად: ფასადის მოპირკეთება, სადარბაზოს, ეზოს კეთილმოწყობა... გვაინტერესებს, ეს ხარჯი 1630-დან პირდაპირ ჩამოვწეროთ 7110 ანგარიშზე, თუ ამ დანახარჯით გავზარდოთ თითოეული ბინის თვითღირებულება? მაგრამ უკვე გაყიდული ბინებისთვის ეს ხომ არ წარმოშობს დამატებით დღგ-ის გადახდის ვალდებულებას (მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მიწოდება), რადგან ეს დამატებითი ხარჯები არ ეკუთვნის შიდა ბინებს?

2019/12
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მშენებლობა
პასუხის ნახვა