ძებნის შედეგად ნაპოვნია 991 შედეგი

შპს-მ (რომელიც არ არის სალიზინგო კომპანია, ანუ კომპანიის გასულ წელს ამ სახით მიღებული შემოსავლები არ შეადგენს მისი მთლიანი შემოსავლის 70%-ს) 2024 წლის იანვარში 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტად გაყიდა ტრაქტორი ხუთწლიანი განვადების ხელშეკრულებით (ტექნიკა საკუთრებაში გადაეცა მყიდველს). 1. რა ბუღალტრული გატარებებია ამ დროს? 2. რა ღირებულება იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში? 3. დისკონტირების შემთხვევაში როგორ ხდება საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა? 4. რა შედეგი დადგება, თუ კლიენტმა დავალიანება სრულად დაფარა ორი ან სამი წლის შემდეგ? 5. რა განსხვავება დგება დაბეგვრის კუთხით ზემოთ აღწერილ მოცემულობასა და სალიზინგო კომპანიის მიერ განხორციელებული იგივე ოპერაციის შემთხვევაში?

2024/01
დღგ
ლიზინგი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

ზოგიერთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს წლების წინ ჩვენი კომპანიისთვის გადახდილი აქვს გარკვეული რაოდენობის სამშენებლო მასალების ღირებულება, რომლებიც ფაქტიურად მიწოდებულია ჩვენგან, მაგრამ რადგან იმ დროისათვის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების წარმოება არ ხდებოდა, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, საქმეში არ დევს შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა ან ზედნადები. ამის გამო, მათ მიმართ გვაქვს დავალიანება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. გთხოვთ გაგვიმარტოთ, შეიძლება თუ არა მოიხსნას ბალანსიდან ასეთი სახის კრედიტორული დავალიანება და თუ შეიძლება, რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე და როგორ?

2024/01
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

2005 წლიდან მოყოლებული, გარკვეულმა იურიდიულმა პირებმა, შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე, ვერ უზრუნველყვეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ჩვენ სასარგებლოდ წარმოეშვათ სხვადასხვა სახის დებიტორული დავალიანებები, რის თაობაზეც მათთან წლების განმავლობაში გვქონდა სამართლებრივი დავები, წერილობითი მიმოწერები, სატელეფონო კომუნიკაცია და უშუალო შეხვედრები; ყოველწლიურად ფორმდებოდა ურთიერთანგარიშსწორების შედარების აქტები და იყო დაპირებები ვალის უმოკლეს ვადაში დაფარვის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროის განმავლობაში დებიტორულ დავალიანებაში მყოფი ზოგიერთი საწარმო ან გაკოტრდა, ან მატერიალური პასუხისმგებელი პირი სულაც გარდაიცვალა და საწარმო საერთოდ გაუქმდა. შესაბამისად, ეს დავალიანებები ხანდაზმული და უიმედოა. გთხოვთ გაგვიმარტოთ, აღნიშნული ხანდაზმული და უიმედო დებიტორული დავალიანებები შეიძლება თუ არა მოიხსნას ბალანსიდან და თუ შეიძლება, რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე და როგორ?

2024/01
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ახლად დაფუძნებულმა სამშენებლო კომპანიამ, რომელიც ჯერ არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, იანვარში საკუთრებაში უნდა გადმოიფორმოს ფიზიკური პირისგან მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდება მშენებლობა (დაახლოებით, 2 წელი გაგრძელდება) და აშენებული ფართის ნაწილი გადაეცემა მიწის სანაცვლოდ ამ ფიზიკურ პირს. ამ დათქმებით, მიწის საკუთრებაში გადმოფორმება ხომ არ წარმოშობს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მოვალეობას სამშენებლო კომპანიისთვის?

2024/01
დღგ
ბარტერი
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

უცხოური ფარმაცევტული საწარმოს საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის მიერ, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, დაგეგმილია ტრენინგი ქალაქგარეთ, რომელიც ეძღვნება ორ საქმიან თემას. ტრენინგში მონაწილეობს თითქმის მთელი გუნდი, საიდანაც ნაწილი ატარებს ტრენინგს, ხოლო დანარჩენები არიან მსმენელები. ხარჯები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: 1. სასტუმროში განთავსება; 2. საკონფერენციო ხარჯები; 3. კვება სასტუმროში (საუზმე+სადილი+ვახშამი); 4. მგზავრობა კომპანიის ავტომობილებით (ბენზინის ჩამოწერა მოხდება ამ მივლინებაზე). იმის გამო, რომ კვებას უზრუნველყოფს სასტუმრო, სამივლინებო თანხის გაცემა (დღეში 30 ლარი) არ ხდება. საკითხი ეხება ძირითადად კვების კომპონენტს დღგ-ის ნაწილში (საშემოსავლო ნაწილში გასაგებია, რომ 30 ლარზე ზემოთ უნდა დაიბეგროს), კერძოდ: ხომ არ წარმოშობს ეს ოპერაცია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებისა და შესაბამისად დაბეგვრის საფუძველს?

2024/01
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა

ჩვენს შპს-ში რამდენიმე სატვირთო ავტომანქანა ჩამოვწერეთ შსს მომსახურების სააგენტოში ერთობლივი განცხადების შედეგად, ანუ როგორც მანქანები ისინი აღარ გამოიყენება. შემდეგ ამ მანქანებზე რაც გამოსადეგი ნაწილები იყო, ზოგი გავყიდეთ, ხოლო ზოგი დავაყენეთ ისევ ჩვენს კუთვნილ სხვა ავტომანქანებზე, რომლებიც იყო მუშა მდგომარეობაში და გაუფუჭდათ ნაწილები. ასეთი მანქანები, რომლებიც მოიხსნა რეგისტრაციიდან, არის 7 ცალი, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულებაა 138000 ლარი. გვსურს მათი ჯართში ჩაბარება (ჯართის მიმღებ კომპანიაზე, ოფიციალური საბუთით) მინიმალურ თანხად. შეიძლება თუ არა ამის გაკეთება და რა საგადასახადო რისკის ქვეშ შეიძლება აღმოვჩნდეთ?

2024/01
დღგ
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
შეფასება და აუდიტი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა