გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგი ოპერაციების ბუღალტრული გატარებები:
1) საქონლის იმპორტის დროს დღგ-ის დარიცხვა;
2) თვის დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის შემდეგ საბაჟო დეკლარაციით ჩასათვლელი თანხის გატარება.
მესამე და მეოთხე კატეგორიის კომპანიები დამოუკიდებლად წარადგენენ ფინანსურ ანგარიშგებას. ამასთან დაკავშირებით:
- რა პასუხისმგებლობა აქვს კომპანიას არასწორად წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემთხვევაში?
- რა ჯარიმა/სანქციაა იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ არ წარადგინა ან დაგვიანებით წარადგინა ფინანსური ანგარიშგება (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში საერთოდ აღარ ფუნქციონირებს)?
- როგორ უნდა მოხდეს უკვე წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში აღმოჩენილი შეცდომის გასწორება?
საზღვარგარეთ არარეზიდენტზე (ოფშორი არ არის) 2018 წელს გადარიცხული თანხიდან მიღებულია საქონელი, მაგრამ არასრული თანხის. დარჩა ზედმეტად გადარიცხული 200 დოლარი. ამ მიმწოდებელთან შემდგომში გვექნება ურთიერთობა, მაგრამ ამ ეტაპზე ზედმეტობა ფიქსირდება. მაინტერესებს, 200 დოლარიდან რამე ხომ არ მეკისრება გადასახადი ბიუჯეტის წინაშე? ჩვენი ორგანიზაცია „ესტონურ მოდელზეა“ გადასული.