კომპანია ყიდის ჯერ კიდევ დაუსრულებელ ბინებს. ძირითად ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომელიც ტარდება საჯარო რეესტრში, იწერება ბინის მთლიანი ღირებულება. ბინა გადადის მყიდველის საკუთრებაში, მაგრამ ხელშეკრულებაში ფიქსირდება გამყიდველის ვალდებულება, რომ აღნიშნულ თანხაში, პერიოდის მითითებით (მაგ., 2020 წლის 31 იანვარი) უნდა ჩააბაროს „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში (რომელიც მოიცავს: ჩაშენებულ კარებს, მოჭიმულ იატაკს, შელესილ კედლებს და ა.შ.). დღგ-ით დაბეგვრა ხდება ძირითადი ხელშეკრულების დადების მომენტისათვის.
ჩვენი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: მშენებლობის დასრულებამდე გაწეული ხარჯები მქონდეს დაგროვილი 1630 ანგარიშზე, თუ კონკრეტული ბინის რეალიზაციისას 71**-ზე ჩამოვწერო ამ პერიოდისთვის არსებული ფაქტიური ხარჯი, ხოლო დანარჩენი (კუთვნილი) ნაწილი – კორპუსის მშენებლობის დასრულების და ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ?
გთხოვთ განმარტებას საგარანტიო ანარიცხების აღრიცხვის საკითხზე:
ერთეული კომპიუტერის გასაყიდი ფასი დღგ-ის გარეშე – 1 ცალი*500.00=500.00 ლარი, დღგ – 90.00 ლარი; გასაყიდი ფასი დღგ-ის ჩათვლით – 1 ცალი*590.00=590.00 ლარი.
გაყიდული კომპიუტერები დღგ-ის გარეშე – 10 ცალი*500.00=5000.00 ლარი. დღგ – 900.00 ლარი; გაყიდული კომპიუტერები დღგ-ის ჩათვლით – 10 ცალი*590.00=5900.00 ლარი.
გაყიდული კომპიუტერების თვითღირებულება – 10 ცალი*300.00=3000.00 ლარი.
დამატებითი ინფორმაცია: შესაკეთებლად ბრუნდება გაყიდული კომპიუტერების 2.00%, შესაცვლელად ბრუნდება გაყიდული კომპიუტერების 3.00%.
თითოეული კომპიუტერის საგარანტიო ვადა შეადგენს 6 თვეს.
კომპიუტერის ყოველთვიური გაუფასურება შეადგენს 1.50%-ს.
საგარანტიო ანარიცხის პროცენტი შეადგენს 9.00%-ს. შესაბამისად, საგარანტიო ანარიცხის თანხა – 450.00 ლარია.
მყიდველმა წარმოადგინა მწყობრიდან გამოსული კომპიუტერი – 2 ერთეული. რეალიზაციიდან გასულია – 3 თვე. ერთი არ დაექვემდებარა შეკეთებას და შეიცვალა ახლით.
მეორეს შეკეთებისთვის (შეკეთდა იმავე დღეს) ტექნიკის მაღაზიამ სერვისის კომპანიას უნდა გადაუხადოს 50.00 ლარი.
როგორ ბუღალტრულ გატარებებს ექნება ადგილი ამ შემთხვევაში:
1) საგარანტიო მომსახურების ანარიცხების შექმნისას;
2) საგარანტიო ვალდებულების შესრულება – კომპიუტერის უკან დაბრუნება და ახლით შეცვლისას;
3) საგარანტიო ვალდებულების შესრულება – კომპიუტერის შეკეთება სერვის-ცენტრის მიერ?
შპს-მ უნაღდო ანგარიშსწორებით გადაურიცხა აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჯარიმის თანხა (შპს დაჯარიმებული იყო). დაბეგვრის „ესტონური მოდელის“ პირობების მიხედვით. როგორი იქნება მისი ბუღალტრული გატარება? დაბეგვრა თუ არის საჭირო?
კომპანიამ ფინანსური აღრიცხვით მიიღო ზარალი, საგადასახადო აღრიცხვითაც ზარალი აქვს. საგადასახადო აღრიცხვით ზარალი აღემატება ფინანსური აღრიცხვით ზარალს. მათ შორის სხვაობა განპირობებულია 1000 ლარამდე ძირითადი საშუალების ღირებულების გამოქვითვით. ვინაიდან ზარალის გადატანა შესაძლებელია 5 წლით, ხომ არ წარმოიქმნება რამე საგადასახადო აქტივი და თუ კი, რა გატარება მიეცემა? ეს ეხება 2015 წლის პერიოდს.