ძებნის შედეგად ნაპოვნია 288 შედეგი

კომპანიამ ფინანსური აღრიცხვით მიიღო ზარალი, საგადასახადო აღრიცხვითაც ზარალი აქვს. საგადასახადო აღრიცხვით ზარალი აღემატება ფინანსური აღრიცხვით ზარალს. მათ შორის სხვაობა განპირობებულია 1000 ლარამდე ძირითადი საშუალების ღირებულების გამოქვითვით. ვინაიდან ზარალის გადატანა შესაძლებელია 5 წლით, ხომ არ წარმოიქმნება რამე საგადასახადო აქტივი და თუ კი, რა გატარება მიეცემა? ეს ეხება 2015 წლის პერიოდს.

2019/06
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

მატერიალური მარაგის ზედმეტობა ან დანაკლისი იბეგრება თუ არა მოგების გადასახადით? და როგორი ბუღალტრული გატარება უნდა გაკეთდეს?

2019/06
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

გთხოვთ, ზოგადად დაგვაკვალიანოთ ფინანსურ ანგარიშგებაზე, რომელიც 1 ოქტომბერს უნდა წარვადგინოთ.

2019/06
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

შეკითხვა ეხება მე-4 კატეგორიის საწარმოს. A საწარმომ B საწარმოს „იჯარა საკუთრების გადაცემის პირობით“ გადასცა ავტომობილი (პირობითად: ავტომობილის თვითღირებულება არის 15000 ლარი, დაგროვილი ცვეთა – 5000 ლარი, საბალანსო ღირებულება – 10000 ლარი, დაუყოვნებლივ გადახდის ფასია 11000 ლარი). B საწარმომ საერთო ჯამში უნდა გადაუხადოს A საწარმოს 13000 ლარი 5 წლის განმავლობაში, რის შემდეგადაც ავტომობილი მის საკუთრებაში გადავა. 1) საწარმომ როგორ უნდა ასახოს (როგორი ბუღალტრული გატარებით) ავტომობილის გადაცემა და საიჯარო მოთხოვნა? 2) საწარმომ როგორ უნდა ასახოს (როგორი ბუღალტრული გატარებით) საბალანსო ღირებულებასა და დაუყოვნებლივ გადახდის ფასს შორის სხვაობა (მე-4 კატეგორიის სტანდარტის პუნქტი – 10.12)?

2019/05
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იჯარა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შეკითხვა ეხება მე-4 კატეგორიის საწარმოს. საწარმომ, რომლის საქმიანობაც არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და აქვს ხეხილის ბაღი, როგორ აღრიცხავს (როგორი ბუღალტრული გატარებით) ხილის (მარაგის) მიღებას და შემდგომ მის რეალიზაციას (როგორც თვითღირებულების, ისე გადაფასების მეთოდით)?

2019/05
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

შპს მოიპოვებს სასარგებლო წიაღისეულს შესაბამისი ლიცენზიის მიხედვით. მოპოვებული წიაღისეულიდან ნაწილი არის გასაყიდად გამიზნული, ხოლო ნაწილი კი – შიდა მოხმარებისთვის, წარმოებაში. მოპოვებული წიაღისეული სანამ გახდება გამოსაყენებლად ვარგისი, უნდა გადამუშავდეს. გადამუშავების შემდეგ კი ვიღებთ რაღაც ნაწილს ისეთ მასალას, რომელსაც ვერაფერში ვიყენებთ და არც გასაყიდად გამოდგება. რა ფასად უნდა ავსახოთ ბუღალტერიაში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული, როგორც გასაყიდი, ასევე შიდა (წარმოებისთვის) მოხმარებისთვის გამიზნული? და ასევე, რა ფასად და როგორ უნდა აღვრიცხოთ მიღებული უვარგისი მასალები?

2019/05
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა