შეკითხვა ეხება მე-4 კატეგორიის საწარმოს. A საწარმომ B საწარმოს „იჯარა საკუთრების გადაცემის პირობით“ გადასცა ავტომობილი (პირობითად: ავტომობილის თვითღირებულება არის 15000 ლარი, დაგროვილი ცვეთა – 5000 ლარი, საბალანსო ღირებულება – 10000 ლარი, დაუყოვნებლივ გადახდის ფასია 11000 ლარი).
B საწარმომ საერთო ჯამში უნდა გადაუხადოს A საწარმოს 13000 ლარი 5 წლის განმავლობაში, რის შემდეგადაც ავტომობილი მის საკუთრებაში გადავა.
1) საწარმომ როგორ უნდა ასახოს (როგორი ბუღალტრული გატარებით) ავტომობილის გადაცემა და საიჯარო მოთხოვნა?
2) საწარმომ როგორ უნდა ასახოს (როგორი ბუღალტრული გატარებით) საბალანსო ღირებულებასა და დაუყოვნებლივ გადახდის ფასს შორის სხვაობა (მე-4 კატეგორიის სტანდარტის პუნქტი – 10.12)?
შეკითხვა ეხება მე-4 კატეგორიის საწარმოს. საწარმომ, რომლის საქმიანობაც არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და აქვს ხეხილის ბაღი, როგორ აღრიცხავს (როგორი ბუღალტრული გატარებით) ხილის (მარაგის) მიღებას და შემდგომ მის რეალიზაციას (როგორც თვითღირებულების, ისე გადაფასების მეთოდით)?
შპს მოიპოვებს სასარგებლო წიაღისეულს შესაბამისი ლიცენზიის მიხედვით. მოპოვებული წიაღისეულიდან ნაწილი არის გასაყიდად გამიზნული, ხოლო ნაწილი კი – შიდა მოხმარებისთვის, წარმოებაში. მოპოვებული წიაღისეული სანამ გახდება გამოსაყენებლად ვარგისი, უნდა გადამუშავდეს. გადამუშავების შემდეგ კი ვიღებთ რაღაც ნაწილს ისეთ მასალას, რომელსაც ვერაფერში ვიყენებთ და არც გასაყიდად გამოდგება.
რა ფასად უნდა ავსახოთ ბუღალტერიაში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული, როგორც გასაყიდი, ასევე შიდა (წარმოებისთვის) მოხმარებისთვის გამიზნული? და ასევე, რა ფასად და როგორ უნდა აღვრიცხოთ მიღებული უვარგისი მასალები?
ქონების შემფასებელმა გადააფასა ელიმინირებული მეთოდით. მაგალითად: შენობა ისტორიული ღირებულებით – 50000 ლარი, ცვეთა – 30000, ნარჩენი – 20000 იყო გადაფასებამდე. გადაფასების შემდეგ ნარჩენი 20000 გახდა 100000.
გადაფასება წინა პერიოდებში არ განხორციელებულა.
მიეცა გატარება: დ-ტი 2130 კ-ტი 5310 80000 ლარი.
რამდენად სწორია 80000 ლარის სრულად აღიარება გაუნაწილებელ მოგებად?
ჩვენმა საწარმომ შპს-საგან შეიძინა 3000 ლარის ღირებულების დიზაინერული მომსახურება, კერძოდ – დამზადდა 15 ცალი ახალი ეტიკეტის დიზაინი. რა ხარჯებს მივაკუთვნოთ ამ მომსახურების ხარჯები?