წარმოვადგენთ სააქციო საზოგადოებას. რამდენიმე წლის წინ გაწეული გვქონდა ხარჯი საწარმოო კორპუსში ოფისის მშენებლობისთვის და შემდეგ შეჩერდა ეს პროექტი. თუმცა, დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიშზე დაგვრჩა 21600 ლარი. შარშან (2018 წელს) გადაწყვიტეს ამ ადგილას დამხმარე მასალების საწყობის გაკეთება, რაზეც შედგა ცალკე პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. რა ვუყოთ ამ 21600 ლარს, როგორ ჩამოვწეროთ? ადრე გაწეული ხარჯი ფაქტობრივად წყალში ჩაიყარა.
სამშენებლო კომპანიამ რამდენიმე ფიზიკური პირისაგან იყიდა ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ მყოფი მიწის ნაკვეთი. ერთ-ერთი ფიზიკური პირისგან ნაყიდ მიწის ნაკვეთს მოუწია 100000 ლარი, რომლიდანაც კომპანიამ გადაუხადა 30000 ლარი, ხოლო დარჩენილი 70000 ლარის სანაცვლოდ იმავე დღეს გადაუფორმა ბინა.
ამ ოპერაციაზე კომპანიამ გააკეთა შემდეგი ბუღალტრული გატარებები:
1) დ-ტი 2110 კ-ტი 3110 100000=;
2) დ-ტი 3110 კ-ტი 1210 30000=;
3) დ-ტი 1410 კ-ტი 6110 59322.03,
დ-ტი 1410 კ-ტი 3330 10677.97;
4) დ-ტი 3110 კ-ტი 1410 70000=
სწორია ეს გატარებები?
კომპანიამ აუქციონის წესით მოიგო და შეიძინა ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზია. ლიცენზიის ნაწილი განკუთვნილია ისევ ლიცენზიის სახით გასაყიდად, ხოლო ნაწილის რეალიზაცია მოხდება როგორც საქონლის (საუბარია ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიაზე). შეგიძლიათ მიმითითოთ, რა გატარებები უნდა შესრულდეს ამ შემთხვევაში?
საწარმოში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი საქონლის ზედმეტობა გავატარეთ:
დებეტი 1600 კრედიტი 8190.
ზედმეტობა უნდა აისახოს მოგების გადასახადისა და დღგ-ის დეკლარაციაში?
შპს-მ უნდა გასცეს 2013-2014-2015 წლების დივიდენდები, თანხით ვთქვათ X ლარი. 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე დარიცხულია და შესაბამისად გადახდილია მოგების გადასახადი, თანხით ვთქვათ Y ლარი. მაინტერესებს ამ ოპერაციის ბუღალტრული გატარებები და საგადასახადო ვალდებულებები.
შპს X-მა აიღო ბანკიდან სესხი, რათა გაასესხოს თანხა შპს Y-ზე (შპს Y-ს კავშირი არა აქვს შპს X-თან, სრულიად სხვა კომპანიაა).
1) რა საგადასახადო ვალდებულებები მექმნება ამ დროს და რამდენი პროცენტით უნდა გავცეთ თანხა შპს Y-ს?
2) შემოსავალში როგორ უნდა ავიღო თანხა?
გთხოვთ ამომწურავად მიპასუხოთ და მიმითითოთ შესაბამისი გატარებები.