შპს X-ის დამფუძნებელია 2 ფიზიკური პირი 50%-50% წილებით. ამავე დროს შპს X ფლობს 16% წილს შპს Y-ში, სადაც ეს 2 ფიზიკური პირი ფლობს აგრეთვე წილების 25%-ს. ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ორივე შპს-ის დირექტორი.
როგორი ფინანსური ანგარიშგება უნდა წარადგინოს შპს X-მა? კონსოლიდირებული, როგორც მეკავშირე (სათავო) საწარმომ? რა განსხვავებაა კონსოლიდირებულ შვილობილი საწარმოსა და მეკავშირე საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებებს შორის?
კომპანიის საამქროებში მიმდინარეობს კაპიტალური რემონტის სამუშაოები. რემონტი დაიწყო 2017 წელს და მიმდინარე წელს იგეგმება მისი დასრულება.
გთხოვთ მიგვითითოთ შესაბამისი ბუღალტრული გატარებები წლების მიხედვით შესრულებულ სარემონტო სამუშაოებზე, ამორტიზაციაზე და ა.შ. ამასთანავე, გვაინტერესებს ქონების გადასახადის დეკლარაციებში როგორ აისახება ეს თანხები.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს უნდა ჩაებარებინა თუ არა 2019 წლის იანვარში 2018 წლის განაცემთა შესახებ წლიური ინფორმაცია? ადრე ამის შესახებ შეტყობინებას გვიგზავნიდნენ, წელს კი შეტყობინება აღარ მოსულა.
შპს X-ს ჰყავს 2 დამფუძნებელი – შპს Y და არარეზიდენტი ფიზიკური პირი. შპს Y ფლობს წილის 66%-ს, არარეზიდენტი ფიზიკური პირი კი – 34%-ს.
დამფუძნებლებმა 2018 წლის ოქტომბრის თვეში მიიღეს გადაწყვეტილება კაპიტალის გაზრდაზე 150000 აშშ დოლარით. შპს Y-ს 99000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შეაქვს თავის ბალანსზე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და ძირითადი საშუალებები, ხოლო არარეზიდენტ ფიზიკურ პირს – 51000 აშშ დოლარი.
1) რა დოკუმენტი უნდა შედგეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივად შეტანისას?
2) რა თანხის სანაცვლოდ უნდა მოხდეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შეტანა კაპიტალში: თვითღირებულებით (ძირითადი საშუალების შემთხვევაში ნარჩენი ღირებულებით), საბაზრო ფასით თუ მხარეებს შორის შეთანხმებული ღირებულებით?
3) როგორ აღირიცხება არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ თანხის აშშ დოლარში შეტანისას წარმოშობილი სავალუტო საკურსო სხვაობა (რომელიც წარმოიშვება გადაწყვეტილების დღეს არსებულ სავალუტო კურსსა და შენატანის ფაქტობრივად განხორციელების დღის კურსს შორის სხვაობით)?
გთხოვთ განიხილოთ დადებითი და უარყოფითი საკურსო სხვაობის შემთხვევა და მიუთითოთ ბუღალტრული გატარებები.
სამშენებლო კომპანიამ 2016 წლის მაისში ბინის მომავალ მესაკუთრესთან დადო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 30000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით. იმავე დღეს კლიენტმა შემოიტანა 5000$ (2.40 კურსით) ანუ 12000 ლარი. 2017 წლის 25 ივნისს შემოიტანა 3000$ (2.50 კურსით)=7500 ლარი, რომელიც დაბეგრა დღგ-ით, როგორც ავანსად შემოტანილი თანხა, ხოლო ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება დადო 2017 წლის 25 ნოემბერს პირობითი კურსით 2.60 და დღგ-ით დაბეგრა (22000$*2.60+5000$*2.40(2016 წლის))/1.18 ლარი. დარჩენილი 22000$-ის ეკვივალენტი ლარში შემოტანილი იქნა 2019 წლის 20 იანვარს (პირობითი კურსით 2.70) და სხვაობა აღებულ იქნა სავალუტო კურსთა შორის სხვაობებში. აგრეთვე 2018 წლის 31 დეკემბერს მოხდა მოთხოვნის გადაფასება. რამდენად სწორია კომპანიის ქმედება?
გთხოვთ განმარტებას შემდეგ საკითხებზე:
შპს X-სა და შპს Y-ს შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გადასატანი იყო ტრანსფორმატორი ერთი ადგილიდან მეორე ადგილას. ასევე ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო ის გარემოება, რომ ტრანსფორმატორის დაზიანების შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებული იყო ხარჯების ანაზღაურებისა.
ტრანსფორმატორის გადაზიდვის დროს დაიღვარა დიდი რაოდენობით ზეთი, რის გამოც ვალდებულება აქვს შემსრულებელს, რომ აანაზღაუროს ან დაღვრილი ზეთის რაოდენობა, ან მისი ღირებულება.
როგორ უნდა მოიქცეს შემსრულებელი:
1) თანხობრივად უნდა აანაზღაუროს თანხა, თუ შეიძინოს უნდა ზეთი და ისე მიაწოდოს დამკვეთს?
2) იბეგრება თუ არა რამე გადასახადით ეს ოპერაცია?
3) ზეთის შეძენის მომენტში დღგ-ის ჩათვლის უფლება გვაქვს თუ არა?
4) ხარჯებში შეგვიძლია თუ არა ჩავდოთ მიღებული ზიანი?
გთხოვთ მიმითითოთ შესაბამისი ბუღალტრული გატარებები.