შპს „X“-მა მოახდინა 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული მოგებიდან დივიდენდის გაცემა 2018 წლის მაისის თვეში. ამავე თვეში შპს-ს ჰქონდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი, რომელიც დაბეგრილი იქნა მოგების გადასახადით 15%-ით. მაინტერესებს, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი, რომელიც იბეგრება 15%-ით, 2018 წლის 1 იანვრამდე მიღებული მოგებით უნდა ჩაიფაროს თუ 2018 წლის 1 იანვრის შემდგომ მიღებული მოგებით?
გთხოვთ მიმითითოთ შესაბამისი გატარებები.
შპს X საწვავის გადაზიდვის დროს დაჯარიმდა 5000 ლარით, რადგანაც არ იყო გამოწერილი გადაზიდვის ზედნადები. შპს X-ის მიერ გადახდილი იქნა 5000 ლარი – ჯარიმის თანხა, ხოლო 350 ლარი – სააღსრულებლო მომსახურების.
1) ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცე, რომელ ანგარიშზე დავსვა ეს თანხები? გთხოვთ მიმითითოთ ბუღალტრული გატარებები.
2) ექვემდებარება თუ არა ეს თანხები დაბეგვრას?