ძებნის შედეგად ნაპოვნია 288 შედეგი

მაინტერესებს, მედიკამენტების უსასყიდლო გადაცემა ფიზიკურ პირებზე (ექიმებზე, არა თანამშრომლებზე) რა ფასად დავარიცხო და ბუღალტრულად როგორ გავატარო? კომპანია მუშაობს მსს ფასს-ის მიხედვით.

2025/04
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

როდესაც კომპანია იყენებს ფასს 16-ს და გაწია იჯარით აღებულ ქონებაზე კაპიტალიზებადი ხარჯები, ამ შემთხვევაში ამ ხარჯებს ფინანსურ ანგარიშგებაში როგორ ავსახავთ? საგადასახადო კუთხით ქონების გადასახადს ვარიცხავთ და ფინანსურად ხარჯში ვაჩვენებთ, თუ აქტივად ვაღიარებთ?

2025/04
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
ლიზინგი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იჯარა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელი საქართველოს საწარმო საქართველოს მეორე საწარმოს უწევს მედიკამენტების რეგისტრაციის მომსახურებას აზერბაიჯანში. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა უნდა გამოვუწეროთ თუ მხოლოდ ინვოისი საკმარისია? დღგ-ით დაიბეგრება?

2025/03
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

რუსეთის ფედერაციიდან აშშ დოლარის ჩარიცხვა (მისთვის მიწოდებულ საქონელზე) პრობლემური გახდა, ამიტომ გვირიცხავენ ლარში იმ დღის კურსით+1%, რაც ემატება ჩარიცხულ თანხას იმისათვის, რომ კონვერტაციის დროს არ ვიზარალოთ. მაგალითად, თუ ინვოისის ღირებულება არის 35000 $, ჩარიცხულია 100747 ლარი, აქედან საინვოისო ღირებულება 99750 ლარია. დანარჩენი 1%-ის ბუღალტრული გატარება როგორი იქნება?

2025/01
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

შპს, რომელიც აღრიცხვას სრული ფასს-ების მიხედვით აწარმოებს, ყოველწლიურად იძენს ანტივირუსის პროგრამის ერთწლიან ლიცენზიას გერმანული კომპანიისგან. წინასწარ ავანსად იხდიან თანხას. ეს არამატერიალურ აქტივად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ხარჯად განვიხილოთ და დავბეგროთ როგორც არარეზიდენტის მომსახურება უკუდაბეგვრის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით?

2025/01
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

საკითხი შეეხება საქართველოს რეზიდენტ საფეხბურთო კლუბს, რომლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შპს. ფეხბურთელების მოზიდვის მიზნით, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს არარეზიდენტ საფეხბურთო კლუბებთან (კომპანიები) და მოლაპარაკების ორგანიზებას უზრუნველყოფენ შუამავალი პირები. კითხვებზე პასუხები გვაინტერესებს მხოლოდ საგადასახადო კუთხით: 1) არარეზიდენტი საფეხბურთო კლუბისაგან ფეხბურთელის შეძენა უნდა განვიხილოთ როგორც „საქონლის“ შეძენა თუ როგორც არამატერიალური აქტივის შეძენა? 2) არარეზიდენტი საფეხბურთო კლუბისაგან ფეხბურთელის სასყიდლიანი იჯარის ფორმით ჩამოყვანის შემთხვევაში, როგორ გადავწყვიტოთ ყოველთვიური იჯარის ღირებულების უკუდაბეგვრის დღგ-ით და არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი? 3) როგორ გადაწყდება არარეზიდენტი შუამავალი პირების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების უკუდაბეგვრის დღგ-ით და არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი: - როცა არარეზიდენტი იურიდიული პირია; - როცა არარეზიდენტი ფიზიკური პირია? 4) რეზიდენტი შუამავალი ფიზიკური პირების შემთხვევაში არსებობს თუ არა რაიმე სახის შეზღუდვა მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევაზე? ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციით ეს საშუამავლო მომსახურება არ ექვემდებარება არც ლიცენზირებას და არც ნებართვას.

2025/01
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა