ძებნის შედეგად ნაპოვნია 1035 შედეგი

დღის მეორე ნახევარში სხვა ბანკიდან გადმორიცხული თანხა არ აისახება იმავე დღეს და ჩვენთან ანგარიშზე შემოდის მეორე დღეს (მაგალითად, პარასკევ დღეს გადმორიცხული ყოველთვის ორშაბათს აისახება). ეს იწვევს შემთხვევებს, როცა კლიენტისაგან ჩარიცხული თანხა უცხოურ ვალუტაში არ ემთხვევა მის მიერ გადმორიცხულ თანხას უცხოურ ვალუტაში და შესაბამისად ვერ ფარავს სრულად არსებულ ვალდებულებას. სხვაობა შესაძლებელია 30-დან 40 ევრომდე/დოლარამდეც კი მივიდეს. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ: 1. დავაფიქსიროთ უცხოურ ვალუტაში იმ კურსით, რომელ დღესაც შემოვიდა და სხვაობა (უცხოური ვალუტა და მისი ეკვივალენტი ლარში ჩარიცხვის დღეს) ზარალზე წავიღოთ? 2. თუ დავაფიქსიროთ იმ ვალუტის ოდენობა, რომლის მიხედვითაც გადმორიცხა კლიენტმა?

2023/11
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ორმა ფიზიკურმა პირმა საქართველოში დააფუძნა საწარმო „ა“ და მასში საბრუნავი სახსრების შესავსებად შეიტანა თანხა სესხად. თითოეულმა ასესხა 2,5 მლნ ლარი, სულ სესხის სახით კომპანიაში შევიდა 5 მლნ ლარი. სესხზე პროცენტი არ ერიცხება, თუმცა ეს თანხა სესხად აღირიცხება. ცოტა ხანში კომპანია „ა“-მ დამოუკიდებელი პირისგან შეიძინა კომპანია „ბ“-ს 100% წილი 2 მლნ ლარად. კომპანია „ბ“-ს ბალანსი შეძენის მომენტში შედგებოდა სულ ორი სიდიდისგან: დ-ტი მიწა, კ-ტი კაპიტალი − 2 მლნ ლარი, ანუ ეს „ბ“ კომპანია ფლობდა მხოლოდ ერთ მიწის ნაკვეთს და სწორედ ამ მიწის ნაკვეთის მიღების მიზნით იყიდა ის კომპანია „ა“-მ. სიმარტივისთვის მიწის ნაკვეთის და წილის ფასი ემთხვევა ერთმანეთს. კიდევ ცოტა ხანში კომპანია „ა“-მ, კვლავ დამოუკიდებელი მხარისგან, შეიძინა სხვა მიწის ნაკვეთი 1 მლნ. ლარად. ამის შემდეგ კომპანია „ა“-მ ეს ცალკე ნაყიდი მიწის ნაკვეთი იმავე 1 მლნ ლარად შეიტანა კომპანია „ბ“-ს კაპიტალში. ანუ მივიღეთ მოცემულობა, რომ „ა“ ფლობს „ბ“-ს 100%-ს, ხოლო „ბ“ ფლობს 2 მიწის ნაკვეთს და ამ უკანასკნელის ბალანსი ამგვარად გამოიყურება: დ-ტი მიწები კ-ტი კაპიტალი − 3 მლნ ლარი. ამის შემდეგ კომპანია „ა“-მ კომპანია „ბ“-ს 100%-ის წილი 3 მლნ ლარად მიჰყიდა თავის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს და სავაჭრო მოთხოვნა გაუქვითა მათდამი სასესხო ვალდებულებაში. ამ მომენტიდან მივიღეთ მოცემულობა, რომ ორი ფიზიკური პირი პირდაპირ ფლობს ცალკე კომპანია „ა“-ს და ცალკე კომპანია „ბ“-ს. ამ ფიზიკურ პირებს შეუძლიათ თუ არა კომპანია „ბ“-დან ამოიღონ მიწის ნაკვეთი პირად საკუთრებაში კაპიტალის შემცირების ხარჯზე? ანუ, მიუხედავად იმისა, რომ „ბ“-ს კაპიტალში ამ ფიზიკურ პირებს პირდაპირი შენატანი არ განუხორციელებიათ, შეუძლიათ თუ არა მათ ამ კაპიტალის შემცირება და აქტივების გატანა დაუბეგრავად? გატანილი აქტივების ღირებულება არ აჭარბებს კომპანიის კაპიტალს. სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ ამ კომპანიებს სხვა ოპერაციები არ განუხორციელებიათ და ყველა ეს ოპერაცია ხორციელდება დროის მოკლე მონაკვეთში, რა დროსაც მიწისა თუ წილების საბაზრო ფასები დიდად არ მერყეობდა.

2023/11
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში უნდა აისახოს თუ არა კომპანიებს შორის დავალიანებების ურთიერთჩათვლის თანხა?

2023/11
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

2023 წლის აგვისტოს თვემდე ვთანამშრომლობდით თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელიც გვიწერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას. აგვისტოს თვიდან პარკირების საკითხი გადაეცა ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს. პარკირების საფასურის გადახდა ხდება სააგენტოს ვებგვერდიდან. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, „ცხელ ხაზზე“ სხვადასხვა პასუხი გაგვცეს: 1. კერძო კომპანიებთან არ ფორმდება ხელშეკრულება, ნორმატიული აქტით არის დადგენილება მიღებული და მხოლოდ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტიც საკმარისია; 2. განაცხადი უნდა გავაკეთოთ My.gov.ge-დან და გამოგვეგზავნება ელ. ხელშეკრულება; 3. განაცხადი უნდა დავარეგისტრიროთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში. თქვენ ხომ არ გაქვთ რამე პრაქტიკა აღნიშნულთან დაკავშირებით?

2023/10
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ასეთი სიტუაცია გვაქვს: - შემოსავლების სამსახურმა დანიშნა კამერალური შემოწმება; - შედგა შემოწმების აქტი. ეს აქტი გავასაჩივრეთ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში; - შემოსავლების სამსახურის დავების საბჭომ დაავალა აუდიტის დეპარტამენტს ერთი სადავო საკითხის გადაანგარიშება. იმავდროულად, მეორე სადავო საკითხზე გვითხრეს უარი. ვაპირებთ გასაჩივრებას ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. თუ შეგიძლია მოგვცეთ რჩევა, რა ფორმით ხდება ამ პროცესის წარმართვა?

2023/10
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ჩვენს კომპანიას დაგეგმილი აქვს ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი კომპანიისთვის საახალწლო საჩუქრების გაგზავნა. ეს პარტნიორები ორ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ: - კომერციული პარტნიორები: ჩვენი კორპორაციული კლიენტები, რომელთაც ვუწევთ მომსახურებას, ასევე ჩვენი პარტნიორები, რომელთან ერთადაც ვქმნით ზოგიერთ კომერციულ პროდუქტს; - სხვა პარტნიორები, რომლებიც ჩვენს კომპანიას აწვდიან სხვადასხვა სახის მომსახურებას, მოწყობილობებს, საქონელს და ა.შ. საჩუქრები სხვადასხვა შინაარსის შეიძლება იყოს და განსხვავებული იქნება მათი ფასიც. ზოგი მათგანი შეფუთული იქნება ბრენდირებული სტიკერებითაც. არცერთი ასეთი საჩუქრის მწარმოებელი ჩვენი კომპანია არ არის, ანუ ვიყიდით, ზოგიერთს შევფუთავთ და ისე გავაგზავნით. გვაქვს შემდეგი კითხვები: 1) უნდა დაიბეგროს გადასახადებით ასეთი სახის გაცემული საჩუქრები იურიდიულ პირებზე? თუ კი, მაშინ რომელი გადასახადებით? 2) უნდა დაიბეგროს გადასახადებით ასეთი სახის გაცემული საჩუქრები ფიზიკურ პირებზე? თუ კი, მაშინ რომელი გადასახადებით? 3) საჩუქრის შინაარსზე და ფასზე თუ არის დამოკიდებული დაბეგვრის საკითხი? ანუ, 50 ლარამდე ღირებულების საჩუქარს გავაგზავნით თუ 1000 ლარის, ამას აქვს მნიშვნელობა დაბეგვრის მიზნებისთვის? 4) როგორია მიღებული საგადასახადო პრაქტიკა ამ საკითხებზე?

2023/10
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა