წიწილების რეალიზაციის დროს გამოყენებული და არდაბრუნებული ყუთების ჩამოსაწერად, რამდენად მისაღებია №1159 „მენუალის“ გამოყენება? აღნიშნული „მენუალი“ ეხება დღგ-ის ჩათვლას, მაგრამ ყუთების ჩამოწერის დროს შეიძლება მას დავეყრდნოთ?
სამმა ფიზიკურმა პირმა თანამფლობელობაში შეიძინა მიწა და მიაქირავა მათ მიერ დაფუძნებულ შპს-ს. ერთ-ერთი მათგანი დაინიშნა დირექტორად. ფიზიკურმა პირებმა ასევე აიღეს სესხი ინდივიდუალურად 10%-იანი სარგებლით და ასევე ინდივიდუალურად ასესხეს ფირმას ძირითადი საშუალებების შესაძენად 11%-ში. ეს პერიოდი დაემთხვა კოვიდ-პანდემიის პერიოდს და ისედაც პროდუქციის გაყიდვებმა მინიმუმი შეადგინა.
1) სესხის %-ს და იჯარას შპს ვერ იხდიდა. ხარჯად კი ვარიცხავდით შპს-ს და ისედაც ზარალიანი ფირმის ზარალის ნაშთი ამით უფრო იზრდებოდა. რამდენად სწორია ეს? ხომ არ არის მოსალოდნელი რამე სანქცია შემოწმების შემთხვევაში?
2) ამ ფირმის ეგიდით ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელიც გასაჯაროებულია, ნაშთად ირიცხება მცირე ოდენობით მასალების ნაშთი, ანგარიშვალდებულ დირექტორზე ფულის ნაშთი და მოკლევადიანი ვალდებულების ნაშთი. მალევე მოხდა წილების 100%-ის გაყიდვა და ვალდებულება ხომ არ გვაქვს, ჩამოთვლილი ნაშთები ვაღიაროთ შემოსავლებსა და ხარჯებში და როგორი გატარებით? და გამოვიყენოთ ზარალის გადატანის უფლება?
ორგანიზაციას (უცხოური საწარმოს ფილიალს) მარაგში აღრიცხული აქვს ბანერები, ადრე გამოყენებული და უკვე უსარგებლო. დიდი რაოდენობითაა, რადგან ყველა კონფერენციის მერე ასაწყობებენ. ძირითად საშუალებებში არ აღურიცხავთ. შეიძლება, რომ ეს მარაგები ჩამოიწეროს შემოსავლების სამსახურისათვის შეტყობინების გარეშე?
არარეზიდენტი კომპანიისგან შევიძინეთ საქონელი, ტრანსპორტირების ხარჯი ჩვენი კომპანიის იყო.
საზღვართან შემოსვლის დროს აღმოჩნდა, რომ გამომგზავნის მხრიდან იყო რაღაც შეუსაბამობა, ამიტომ უკან დაბრუნდა ტვირთი, მოიყვანეს შესაბამისობაში და თავიდან გამოუშვეს, რის გამოც დამატებით დაგვერიცხა ტრანსპორტირების ღირებულება. ტრანსპორტირებაზე გამოიწერა ორი ინვოისი, პირველი – შეთანხმების მიხედვით და მეორე – უკან დაბრუნების და თავიდან გამოგზავნის გამო.
დამატებით დარიცხულ ტრანსპორტირების ღირებულებას აგვინაზღაურებს გამომგზავნი, ან კრედიტ-ნოტით გაქვითვის გზით, ან ჩაგვირიცხავს ფულს.
საქონლის ფასის გაანგარიშებისას, ორივე ტრანსპორტირების თანხა უნდა შევიტანოთ თვითღირებულებაში? ბუღალტრული აღრიცხვისთვის, ვიყენებთ სრულ ფასს-ებს.
ყურძნის შედეგად მიღებული ჭაჭიდან ხან ვხდით ჭაჭის სპირტს და ხან არა. თუ არ ვხდით, ვადგენთ შიდა აქტს, რომ ჭაჭა გადაიყარა. გაყიდვით, ჭაჭას არ ვყიდით და შესაბამისად მისი საბაზრო ფასი ჩვენთან 0 ლარია. გამოდის, გამოხდილი სპირტიც ამ საბაზრო ფასით უნდა ვაღიაროთ აღრიცხვაში? საწარმო მსს ფასს-ის მიხედვით მუშაობს.
უნივერსიტეტმა, რომელიც მსს ფასს-ის მიხედვით მუშაობს, უნდა გაცვითოს თუ არა ძირითადი საშუალება – საბიბლიოთეკო ფონდები? თუ კი, რა არის წლიური ცვეთის გონივრული პროცენტი?