უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენმა შპს-მ იყიდა ზედნადებით ავტომანქანა შპს-სგან, რომელიც ჩეკს არ გვაძლევს, მგონი არც აქვს საკონტროლო-სალარო აპარატი და მის საბანკო ანგარიშზეც არ გვარიცხინებს თანხას ვალების გამო. რეალურად თანხა „ხელზე“ აქვს გამყიდველს აღებული. შედარების აქტი საკმარისი იქნება, რომ ბუღალტრულად გავსწორდეთ?
ბოთლის მიმწოდებელს გადავურიცხეთ 23000 ევრო ბოთლის ყალიბის დასამზადებლად, რომელიც ჩვენთვის გამოიმუშავებს 2500000 ბოთლს, ასე წერია კონტრაქტში. ეს ჩვენთვის წინასწარ გაწეული ხარჯია და დავსვამ 17**-ებზე და ყოველი იმპორტისას ბოთლის რაოდენობის პროპორციულად ბოთლის თვითღირებულებას უნდა მივაკუთვნოთ? აღრიცხვა-ანგარიშგებისთვის ვიყენებთ მსს ფასს-ს.
შპს X ეწევა ყიდვა-გაყიდვის ეკონომიკურ საქმიანობას. რადგან ფლობს საკმარის ფართს, გადაწყვიტა მესამე პირის საქონელი დროებით დაასაწყობოს ხელშეკრულებაში გაწერილი პირობებით. მომსახურების საფასური განისაზღვრა დროებით მიბარებული საქონლით დაკავებული სტანდარტული ადგილის რაოდენობის მიხედვით. ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ საქონლის ადგილის სრულად არგათავისუფლების შემთხვევაში ჩაირთვება მომსახურების ახალი ერთთვიანი ტარიფი დარჩენილი ადგილების შესაბამისად.
მაინტერესებს, როგორ უნდა ავსახო ბუღალტრულ გატარებებში შესაბამისი ოპერაციები?
რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა შეიძინა წილი კომპანიაში (საქართველოს შპს-ში), რის შემდეგ ძველი დამფუძნებლისაგან (ასევე რეზიდენტი ფიზიკური პირისგან) ამ კომპანიაზე გაცემული უპროცენტო სესხის მოთხოვნის უფლებაც გადმოიფორმა, დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
მაინტერესებს, რა საგადასახადო რისკები შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ ტრანზაქციას (კომპანიიდან უპროცენტო სესხის მოთხოვნის უფლების დათმობას)?