ძებნის შედეგად ნაპოვნია 1035 შედეგი

კომპანიას ჰყავს ერთი დამფუძნებელი ფიზიკური პირი. დამფუძნებელმა სალაროში შემოიტანა ნაღდი ფული 2020 წლის იანვარში, 900000 ლარი. ეს თანხა ვაჩვენეთ როგორც დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შემოტანა. ამ თანხით მოხდა უძრავი ქონების შეძენა. კომპანია ამ ქონებას აქირავებს სხვადასხვა კომპანიებზე. კომპანიის დირექტორს (დამფუძნებლის შვილი) სალაროდან გააქვს ნაღდი თანხა. სალაროდან თანხის გასვლა გვინდა ავსახოთ როგორც კაპიტალის შემცირება. ასეთი ოპერაცია რამდენად კორექტულია? რამე პრობლემა ხომ არ წარმოგვექმნება?

2023/01
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ინდმეწარმეს, რომელიც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, შეუძლია ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით და მომსახურების გამწევი ფიზიკური პირისთვის გადახდილი გასამრჯელო გაათავისუფლოს საშემოსავლო გადასახადისაგან (როგორც ხელფასი)? სოფლის მეურნეობაში სამუშაო საათები არ არის ზუსტად გაწერილი და ამიტომ მომსახურების ხელშეკრულებები ფორმდება.

2022/12
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სოფლის მეურნეობა
შრომითი
პასუხის ნახვა

ჩვენი რაიონული ქალაქიდან, ერთ-ერთი თანამშრომელი რეგულარულად დადიოდა თბილისში, შეიძენდა ხის პალეტს (ე.წ. „პადონს“) სადღაც ლილოსთან ახლოს და იმავე დღეს ბრუნდებოდა უკან. მას ამ დღეს მივლინებაში ვუთვლიდით და ვუხდიდით 15 ლარს. ახლა, როდესაც გაიზარდა სამივლინებო ნორმა, 30 ლარი რომ გავუწეროთ მას დღიურ მივლინების ხარჯად, ხომ გვაქვს ამის უფლება?

2022/12
არასაგადასახადო თემა
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია (შპს, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში) ჩრდილოეთ მაკედონიაში დარეგისტრებული ფილიალის მეშვეობით ახორციელებდა იქ სამუშაოებს. 2022 წლის მანძილზე ჩვენმა შპს-მ ამ ფილიალიდან რამდენჯერმე მიიღო თანხები (გადმოირიცხა ჩრდილოეთ მაკედონიაში არსებული ფილიალის საბანკო ანგარიშიდან და ჩაირიცხა საქართველოში სათავო კომპანიის საბანკო ანგარიშზე). ეს თანხები არ დაბრუნდება ფილიალში და არც შპს-ს ჰქონია გადარიცხული ფილიალში რაიმე, რომ თანხის უკან დაბრუნება იყოს. შინაარსობრივად, მოგება გამოდის. გთხოვთ მოგვწეროთ, შპს-ის სათავო ოფისის აღრიცხვიანობის მიზნებისათვის, რა გატარებები შეიძლება გავუკეთოთ ამ მიღებულ თანხებს კონკრეტულად: დებეტში „ფული“, კრედიტში – რა?

2022/12
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტმა შპს X-მა 2021 წლის ივნისში, 77342.56 EUR წინასწარი გადახდის საფუძველზე ლატვიის რეზიდენტი შპს Y-სგან შეიძინა კოსმეტიკური და ჰიგიენური თავის მოვლის საშუალებები (22 დასახელება), მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. პროდუქციის (სმფ) თვითღირებულება ლარში დაფიქსირდა გადახდილი ავანსის კურსის შესაბამისად 1 EUR=3.8356 GEL. 2022 წლის ოქტომბერში შპს Y-მა თანხმობა მოგვცა მცირევადიანი 12 დასახელების (3-6 თვე) საქონლის ნაშთის უკან (ლატვიაში) დაბრუნებაზე, ვადიან პროდუქციაზე ჩანაცვლების პირობით (შესაძლებელია ჩანაცვლება მოხდეს იმავე ბრენდის სხვა დასახელების პროდუქციით). 2022 წლის 08 ნოემბერს შპს X-მა ექსპორტის რეჟიმის საშუალებით შპს Y-ს, DAP-რიგა მიწოდების პირობით, გაუგზავნა 12 დასახელების პროდუქცია საერთო ღირებულებით 33104.41 EUR. რადგან საქმე გვქონდა საქონლის უკან დაბრუნებასთან, ინვოისში დაფიქსირდა 2021 წლის ივნისის შესყიდვის ფასები ევროში (რა ფასშიც ვიყიდეთ, იმ ფასში დავაბრუნეთ). 08.11.2022 წ. EUR კურსი შეადგენს 2.7304 ლარს. შემოსავლების სამსახურმა მოგვთხოვა აღნიშნული ექსპორტის რეალიზაციად აღიარება საგადასახადო მიზნებისთვის ანუ აღნიშნული ოპერაციის საბაჟო ღირებულება ნაჩვენებია 2022 წლის ნოემბრის დღგ-ის დეკლარაციაში, ბრუნვის სახით შესაბამის გრაფაში. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება: 1) რას წარმოადგენს მარაგების უკან დაბრუნების შედეგად წარმოქმნილი უარყოფითი სხვაობა – ზარალს საოპერაციო საქმიანობიდან თუ კურსთაშორის სხვაობას? 2) აღნიშნული ოპერაციით უნდა აღიარდეს მოთხოვნა მიმწოდებლის მიმართ (14**) თუ უარყოფითი ნიშნით ვალდებულება (31**)?

2022/12
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, პროვაიდერ სს „ოპპა“-სა და აგენტ/(ქვეაგენტ) შპს X-ს შორის დადებული ხელშეკრულებების პაკეტი ითვალისწინებს: ამ უკანასკნელისათვის გადახდების მიღების უფლების/აგენტის სტატუსის მინიჭებას, რომლის შესაბამისად აგენტი ხელშეკრულების ზოგადი პირობების 1.2 პუნქტის საფუძველზე საკუთარი ან პროვაიდერის პროგრამული უზრუნველყოფით, შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, პროვაიდერის სახელით იღებს გადახდებს კლიენტებისაგან/გადამხდელებისაგან მიმღების სასარგებლოდ. აგენტი ვალდებულია მიღებულ/მისაღებ გადახდებზე მოახდინოს პროვაიდერთან ანგარიშსწორება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. აგენტის სტატუსის გააქტიურება და უფლებამოსილების ფარგლები ასევე ითვალისწინებს აგენტის უფლებას გადახდები გადასცეს სხვა მეწარმე სუბიექტს/ქვეაგენტს. ხელშეკრულება განსაზღვრავს გადახდების ჩამონათვალს, აგენტის კუთვნილი საკომისიოს ანაზღაურების ოდენობას და წესს. აგენტი ვალდებულია წარუდგინოს პროვაიდერს წინამდებარე ხელშეკრულებით და მისი დანართებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია მასზე და მასთან დაკავშირებულ ქვეაგენტებზე. აგენტის კუთვნილი საკომისიო შეადგენს, მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ტერმინალების საშუალებით, პროვაიდერის სასარგებლოდ განხორციელებული გადახდებისაგან „ოპპას“ მიერ მიღებული საკომისიოს (იმ საბანკო ან/და შესაბამისი ფინანსური ორგანიზაციების ხარჯების გამოკლებით, რომელიც დაკავშირებულია გადახდების შესრულებასთან) 80%-ს, რომელსაც „ოპპა“ ურიცხავს აგენტს. ხელშეკრულების პაკეტი ასევე ითვალისწინებს: ფეიბოქსის ფეილაინის ვებ-გვერდის (www.paybox.ge) და აპლიკაციის ტექნიკური მახასიათებლების და ტრანზაქციის განხორციელების პროცესის ეტაპების ნუსხას. აქედან გამომდინარე, საიტზე/აპლიკაციაში (www.paybox.ge/Paybox Application) გადახდა ხორციელდება ორი მეთოდით: 1 – ბარათით; 2 – ბალანსით. კითხვები მდგომარეობს შემდეგში: 1) აგენტის და ქვეაგენტის საქმიანობა სტატისტიკურ საქმიანობათა ჩამონათვალიდან რომელ კოდს შეესაბამება? 2) საგადასახადო კუთხით როგორ განიხილება დღგ-ის ჩათვლების, დღგ-ით დაბეგვრის საკითხები ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შორის: პროვაიდერი, აგენტი, ქვეაგენტი, როცა მათ შორის ხდება ტერმინალების, გადახდის აპარატების სათადარიგო ნაწილების, ინტერნეტის და სხვა საკომუნიკაციო კავშირების მიწოდებები? 3) როგორ განვსაზღვრო მიღებულ საკომისიო შემოსავლებზე გაწეული ხარჯები, რომლიდანაც გამოვიყვან ფინანსურ მოგებას და როგორია ის აუცილებელი ბუღალტრული გატარებები, რომელსაც გამოვიყენებ ფინანსური ანგარიშგების საწარმოებლად (reportal.ge-სთვის)?

2022/12
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა