ძებნის შედეგად ნაპოვნია 1035 შედეგი

ჩვენი კომპანია ახორციელებს შერეულ ოპერაციებს და 2020 წლის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს ჩასათვლელი დღგ-ის პროპორცია იყო 67%. კომპანიამ შეიძინა ახალაშენებულ კორპუსში საოფისე ფართი, რაზეც გამოწერილი იყო პირობითად: 1. მაისი 2021 წ. ავანსის ა/ფაქტურა – 100000 ლარი, მ.შ. დღგ 15254.24 ლარი. აქედან ჩავითვალე 67% – 10220.34 ლარი; 2. ივნისი 2021 წ. მიწოდების ა/ფაქტურა – 150000 ლარი, მ.შ. დღგ 22881.36 ლარი. აქედან ჩავითვალეთ სხვაობის 50000 ლარის შესაბამისი დღგ-ის 67%=5110.17 ლ. ანუ გამოწერილი დღგ იყო 22881.36 ლ. და ჩავითვალე 15330.51 ლ. 2021 წლის მონაცემებით ჩასათვლელი დღგ-ის პროპორცია შეიცვალა და გახდა 32%, ამიტომ 2021 წლის დეკემბრის დეკლარაციაში აღვადგინე გამოწერილი ძირითადი საშუალების დღგ-ის 22881.36 ლარის 10% – 2288.13 ლ. 2022 წლის მონაცემებით ჩასათვლელი დღგ-ის პროპორცია შეიცვალა და გახდა 12%. გვაინტერესებს: 1) სწორია თუ არა 2021 წლის დეკემბრის დეკლარაციაში ამ თანხის აღდგენა? 2) 2022 წლის დეკემბრის დეკლარაციაში ისევ გამოწერილი დღგ-ის 10% უნდა აღვადგინო? 3) თუ მომავალში პროპორცია გაიზრდება, ასეთ შემთხვევაში რა ხდება? და ზრდა აუცილებლად უნდა იყოს ამ ა/ფაქტურის გამოწერის პერიოდში არსებულ 67%-იან პროპორციასთან შედარებით?

2022/12
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ავეჯით მოვაჭრე ფირმას, რომელიც დღგ-ის გადამხდელია, სურს რამდენიმე სკამი აჩუქოს დირექტორის დედას. ეს სკამები შეძენილია დეკემბერში. მათზე დღგ ჯერ არ ჩაგვითვლია, თუმცა დღგ-ის დეკემბრის თვის დეკლარაციით ვაპირებთ. ეს ჩუქება, რომელიც იგეგმება იანვარში, დაიბეგრება დღგ-ით? ერთი სკამის გასაყიდი ფასი დაახლოებით 260 ლარია.

2022/12
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ჩვენ დავიწყეთ სპირტიანი სასმელის წარმოება (ბოთლებში), რომელიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით, ალკოჰოლი 43%. ვიცით, რომ ეს სასმელი განეკუთვნება სეს ესნ 2208 ჯგუფს, მაგრამ ალკოჰოლიან სასმელზე აქციზური მარკების შესაკვეთად გვესაჭიროება სეს ესნ 11-ნიშნა კოდი. ეს 11-ნიშნა კოდი რომელია ამ საქონლისთვის და სად წერია, რომ ვნახოთ?

2022/12
აქციზი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ინდმეწარმემ, ფიქსირებული გადასახადის სტატუსის მქონე პირმა, ჩვენს კომპანიას გაუწია მომსახურება – ავტომტვირთავის რემონტი. გაწეული მომსახურების საფასური, რომელიც გადავიხადეთ, დავბეგრეთ მოგების გადასახადით. სწორად მოვიქეცით?

2022/12
მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

მაღაზიების ქსელურ კომპანიას, რომელიც დღგ-ის გადამხდელია და ყიდის როგორც დღგ-ით დაბეგვრად საქონელს, ასევე დღგ-ისაგან გათავისუფლებულს, სურს აამუშავოს დაგროვებითი ბარათების სისტემა. კერძოდ, მომხმარებლებს დაურიგდებათ და მათ მონაცემებზე იდენტიფიცირდება ბარათები, რომელთა წარმოდგენის შემთხვევაში საქონლის შეძენისას დაუგროვდებათ გარკვეული ქულები და შემდეგ შეძლებენ ამ ქულებით საქონლის შეძენას ჩვენსავე ქსელში. რა თქმა უნდა, წინასწარ იქნება გაწერილი რამდენი ლარის შეძენისას რამდენი ქულა დაერიცხებათ და ასევე ამ ქულების ღირებულებაც. მაგალითად: ფ/პირმა შეიძინა 100 ლარის პროდუქცია, რომელზეც დაერიცხა 20 ქულა და ეს 20 ქულა არის 2 ლარის ტოლფასი. ანუ მომხმარებელს შემდგომში შეუძლია ამ ქულებით შეიძინოს 2 ლარის პროდუქცია. როგორ და როდის მოხდება დაბეგვრა? და რა ბუღალტრული გატარებებია საჭირო ამ ოპერაციისთვის? ვმუშაობთ მსს ფასს-ის მიხედვით. სიმარტივისთვის, ჩავთვალოთ, რომ მომხმარებელი ამ დარიცხულ ქულებს აუცილებლად გამოიყენებს, ანუ არგამოყენების შემთხვევები არ იარსებებს.

2022/12
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

საშემოსავლო გადასახადის დეკლარირება ხდება წესისამებრ. შესაბამისად, იმ პირების გრაფაში, რომლებსაც სავალდებულო საპენსიო შენატანის განხორციელება ეკუთვნით, მითითებული გვაქვს შეღავათი, რომ საშემოსავლოს გამოთვლა სწორად ხდებოდეს. თუმცა, ამის პარალელურად, არ გვაქვს წარდგენილი საპენსიო სააგენტოში დეკლარაციები და არც საპენსიო დაზღვევის შენატანების თანხა გვაქვს გადარიცხული. გთხოვთ, მოგვწეროთ, რა რისკების მატარებელია ამგვარი სიტუაცია კომპანიისთვის?

2022/12
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა