ძებნის შედეგად ნაპოვნია 1028 შედეგი

შპს-ის დირექტორმა (არ აქვს მეწარმე ფიზიკური პირის სტატუსი) შეიძინა მსუბუქი ავტომანქანა თავისი პირადი ხარჯით და სურს ამ შპს-სთან გააფორმოს ამ მსუბუქი ავტომანქანის იჯარის ხელშეკრულება. 1) როგორ განვსაზღვროთ ავტომანქანის იჯარა – საბაზრო ფასიდან გამომდინარე, ავტომანქანის მოდელისა და ასაკის მიხედვით? 2) ავტომანქანის იჯარის გარდა, შპს-ს ექნება საწვავის ხარჯვა. ეს, ოდომეტრის ჩვენებით და მანქანის ტექნიკური მახასიათებლის მიხედვით გონივრულ ფარგლებში, დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით? 3) ეს ავტომანქანა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დირექტორის პირადი მიზნებისთვისაც. დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით?

2022/11
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
საწვავი
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

ჩვენს სასტუმროში გვაქვს ასეთი საკითხი: როდესაც მზარეული პროდუქტებს ამუშავებს, არის ნარჩენები, რომლებიც კერძების მომზადებისთვის არ გამოიყენება. ბოსტნეულის და ხილის დამუშავებისას ეს ნარჩენები მცირე იქნება და სავარაუდოდ გათვალისწინებული იქნება კალკულაციებში, მაგრამ, მაგალითად, ხორცი შეიძლება შეძენილ იქნას 4 კგ და ძვლების გარეშე დარჩეს 3 კგ. კერძის თვითღირებულება რომ სწორი იყოს, ეს ნარჩენები უნდა ჩამოიწეროს ნულოვანი ღირებულებით. ეს რამდენად სწორია? საგადასახადო კუთხით რომ სწორი იყოს, როგორ უნდა მოვიქცეთ? თუ საგადასახადოში განაცხადს გავაკეთებთ სასაქონლო მარაგების ჩამოწერაზე, ნულოვან ღირებულებას ხომ ვერ მივუთითებთ?

2022/11
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

კომპანიას 2021 წლის ბოლოს აქვს ჯამური გაუნაწილებელი მოგება 19 მლნ ლარი. 2021 წლის ზარალი იყო 5 მლნ ლარი, ხოლო 2020 წლის ზარალი – 6 მლნ ლარი. 2019 წელს კომპანიას დაფიქსირებული აქვს მოგება, ხოლო 2018 წელს – ზარალი. ამ გარემოებების არსებობის პირობებში, გვაქვს თუ არა შეზღუდვა დივიდენდის გაცემასთან დაკავშირებით? ანუ, აქვს თუ არა კომპანიას დივიდენდის გაცემის უფლება, ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ზარალის დაფიქსირების შემთხვევაში?

2022/11
არასაგადასახადო თემა
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

შპს X არის შპს Y-ის 100% წილის მფლობელი კომპანია. შპს X-ის დირექტორის გადაწყვეტილება საკმარისი იქნება, რომ განისაზღვროს ამ Y შვილობილი კომპანიის მიერ შპს X-ისთვის ჩასარიცხი დივიდენდის ოდენობა? პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე ხომ არ უნდა გადაწყდეს?

2022/11
არასაგადასახადო თემა
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

შპს-ის დირექტორმა პირად კერძო საკუთრებაში შეიძინა ამავე შპს-ის კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა 100 000 ლარად, რაც საბაზრო ფასია. ხელშეკრულების მიხედვით გადახდის ვადად განისაზღვრა ერთი წელი. როგორც დაქირავებულ და ურთიერთდამოკიდებულ პირთან გარიგების შემთხვევა, ეს ხომ არ წარმოშობს თანხის გადახდამდე სესხად დაკვალიფიცირებისა და სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის რისკს?

2022/11
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
შრომითი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

1) გთხოვთ განმიმარტოთ, არის თუ არა სავალდებულო საწესდებო კაპიტალის გაზრდის/შემცირების ოქმები აიტვირთოს საჯარო რეესტრის ვებგვერდზე? 2) პორტალზე აუტვირთავი, საწესდებო კაპიტალის შემცირების ოქმის თანახმად დამფუძნებლისათვის გაცემული თანხა ხომ არ იყო დასაბეგრი?

2022/11
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა