მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დადასტურდა წინა წლებში მარკეტინგულ მომსახურებაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც რადგან დადასტურებული არ იყო, არც გატარებული იყო და შესაბამისად არც წინა წლების ფინანსურ ანგარიშგებებში აისახა. თანხა შეადგენს ჯამში დაახლოებით 50000 ლარს. ახლა ეს თანხები უნდა ვაღიაროთ როგორც წინა პერიოდის შეცდომები და გავატაროთ 5310 ანგარიშზე მიმდინარე პერიოდში, თუ წინა პერიოდებში უნდა გავატაროთ 7*** ხარჯებზე, როგორც გავატარებდით ბუღალტრულად, თავის დროზე რომ გაგვეტარებინა? ანუ, როგორი გატარება უნდა მივცეთ, რომ ჩანდეს წინა პერიოდის შეცდომის გასწორება? ან იქნებ, ეს თანხა არაარსებითია და არ ვაჩვენოთ როგორც წინა პერიოდის შეცდომის გასწორება?
სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ გამოსულ ახალ №336 ბრძანებაში მოყვანილია შემდეგი:
„1. პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ზ) მივლინებაში გამგზავრების დღე, მივლინებიდან დაბრუნების დღე – დღე, რომლის 24 საათამდე განხორციელდა შესაბამისი მოქმედება (გამგზავრება ან დაბრუნება)“.
იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი დაბრუნდა მივლინებიდან 00:15 – ეს დღე უნდა ჩაითვალოს სამივლინებო დღედ?
მაგალითად, ერთ-ერთი თანამშრომელი წავიდა მივლინებაში 03.10-ში (02:30) და ჩამოფრინდა 06.10-ში 03:20 წუთზე. იმავე დღეს, 06.10-ში გამოვიდა სამსახურში. ზემოთ მოყვანილი პუნქტის მიხედვით, უნდა ჩაეთვალოს 06.10 მივლინების დღედ? წინა ბრძანებებში ვერ ვნახე მსგავსი ჩანაწერი.
შპს-ს აქვს წიაღისეულის მოპოვების 5-წლიანი ლიცენზია.
გვაინტერესებს, ამ ლიცენზიას ამორტიზაცია ერიცხება ჩვეულებრივ როგორც არამატერიალურ აქტივს (5 წელზე გადანაწილებით) თუ ფაქტიურად მოპოვებული კუბატურის მიხედვით დაერიცხება?
იმპორტით შევიძინეთ ბოთლის გასახსნელები, ჩვენი საწარმოს ლოგოთი ნიშანდებული, რომელთა ნაწილი რესტორნებს დავურიგეთ უსასყიდლოდ. იმპორტის დღგ ჩავითვალეთ. დღგ-ით დაბეგვრის კუთხით, თუ თვითღირებულებას დავუმატებ დღგ-ს, გამოდის მეტის გადახდა გვიწევს, ვიდრე ჩავითვალე, რადგან გასახსნელები ავანსის კურსით მაქვს ბალანსზე. ეს სწორი მიდგომაა?
ღვინის ქარხნის ლაბორატორიაში ჩავატარეთ მასალებისა და პროდუქციის ინვენტარიზაცია. გვაინტერესებს, გამოვლენილი ზედმეტობა რა ღირებულებით ავიღო ბალანსზე და გამოვლენილი დანაკლისი როგორ დავბეგრო? ღვინის ქარხანა დღგ-ის გადამხდელი კომპანიაა და მსს ფასს-ით სარგებლობს.
ა) საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი ფლობს საკონტროლო პაკეტს არარეზიდენტი კომპანიის კაპიტალში. აღნიშნული არარეზიდენტი კომპანია თავის მხრივ ფლობს 20%-ზე მეტი ოდენობის წილს ქართულ საწარმოში. ამ ფიზიკურმა პირმა 2022 წელს ისესხა თანხა ქართული ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისგან და ამ გარიგებაში თანამსესხებლად დაფიქსირდა ზემოაღნიშნული ქართული საწარმო. დავაკონკრეტებ, რომ ქართული საწარმო სესხის ხელშეკრულებაში წარმოდგენილია როგორც კლიენტი (და არა თავდები) და სოლიდარულად ინაწილებს ყველა ვალდებულებას.
წარმოშობს თუ არა თანამსესხებლის სტატუსი რაიმე დასაბეგრ ოპერაციას ქართული საწარმოსთვის?
ბ) პირობა იგივეა რაც „ა“ შემთხვევაში, იმ განსხვავებით, რომ ქართული საწარმო არ წარმოადგენს თანამსესხებელს, არამედ ამ ფიზიკური პირის სასარგებლოდ სესხის უზრუნველყოფისთვის გირავნობის უფლებით დატვირთა თავისი კუთვნილი ქონება.
წარმოშობს თუ არა ფიზიკური პირისთვის სესხის ფარგლებში ქონების დაგირავება რაიმე საგადასახადო ვალდებულებას ქართული საწარმოსთვის და თუ კი, მაშინ როგორ (რა პრინციპით) შეიძლება გაანგარიშდეს დასაბეგრი ბაზა?