შპს-ის დირექტორად რეგისტრირებულია და რეალურად ასრულებს ამ ფუნქციას საქართველოს რეზიდენტი მოქალაქე პირი, მაგრამ ხელფასს ამ კომპანიიდან არ იღებს. რამდენად სწორია ეს? მინიმალური ხელფასი, მაგალითად 300 ლარი რომ დაენიშნოს, ექნება ამას რამე მნიშვნელობა?
შესაძლებელია თუ არა თანამშრომელს უცხოეთში მივლინების თანხა მივცეთ უცხოურ ვალუტაში?
1) სადღეღამისო ხარჯი (მივლინების დღეების მიხედვით) ჩავურიცხოთ პირად ბარათზე სავალუტო ანგარიშზე?
2) შესაძლებელია თუ არა უცხოური ვალუტა მიეცეს ან ჩაერიცხოს პირად ბარათზე, სავალუტო ანგარიშზე, მივლინებულ პირს ავიაბილეთის (ეკონომკლასის) შესაძენად?
სატრანსპორტო კომპანიამ ჩვენი ტვირთი მოგვიტანა დაზიანებული, მისი ბრალეულობით, რის გამოც მოვთხოვეთ ტვირთის ღირებულების (თვითღირებულების) ანაზღაურება ჯარიმის სახით. სატრანსპორტო კომპანიამ შემოგვთავაზა სრული ღირებულებით ოდენობის ჯარიმის გადახდის ნაცვლად, ტვირთის შეძენა და მისი საფასურის სრულად გადახდა ამ ფორმით.
რამდენად შესაძლებელია ასეთი ფორმით მივყიდოთ საქონელი სატრანსპორტო კომპანიას? მიყიდვა უნდა მოხდეს ჩვენი სარეალიზაციო ფასით? თვითღირებულებაზე მცირედი (სიმბოლური) ფასნამატი თუ არის შესაძლებელი და რა საგადასახადო ვალდებულებები დაგვეკისრება?
ვმუშაობთ სრული ფასს-ების გამოყენებით. სატრანსპორტო კომპანიასთან ურთიერთდამოკიდებულება არ გვაქვს.
საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით ჩვენს კომპანიაში არის ასეთი სიტუაცია:
- მოქმედ მანქანებზე გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი ხარჯვის ლიმიტები;
- რეალური ხარჯი თვის ჭრილში აღემატება ამ დადგენილ ლიმიტს;
- ერთ შემთხვევაში, ერთ მანქანაზე საწვავი საკმარისი არაა ლიმიტის მიხედვით (ეტყობა, მძღოლი დამატებით ასხამს, თუმცა არ ადასტურებს).
1) ამ სიტუაციაში, როგორ უნდა მოიქცეს კომპანია სხვაობებზე? ფინანსთა მინისტრის №230 ბრძანების თანახმად მანქანის ვადიანობის მიხედვით დადგენილი ცდომილებებით (20% და 25%) შეუძლიათ ისარგებლონ? და თუ ხარჯვა ამაზე მეტია, სხვაობა დღგ-ით და საშემოსავლოთი დაბეგრონ?
2) არასაკმარისი საწვავის შემთხვევაში რა უნდა გააკეთონ?
ჩვენს კომპანიას ნედლეულის ერთი მომწოდებელი (რეზიდენტი შპს) სთხოვს დოლარი შევუტანოთ პირდაპირ საბანკო ანგარიშზე, რადგან დიდი თანხაა ხოლმე და მერე კონვერტაციისას ვზარალობთო. ორჯერ გავაკეთეთ ასე უკვე. ანუ, ჩვენი დირექტორი მიდის დოლარებით მათ მომსახურე ბანკში და პირდაპირ მათ სავალუტო ანგარიშზე შეაქვს თანხა. რამე პრობლემა ხომ არაა?
რეზიდენტ ფიზიკურ პირს, რომელიც ერთ-ერთ შპს-ში ფლობს წილის 70%-ს, სურს გაიტანოს თავისი წილი უძრავ-მოძრავი ქონების სახით და შეიტანოს სხვა შპს-ის კაპიტალში, სადაც თვითონ არის 100% წილის მფლობელი.
თუ არის ეს შესაძლებელი და როგორ უნდა მოხდეს? რა გადასახადები დაეკისრება?