ჩვენს სასტუმროში გვაქვს ასეთი საკითხი: როდესაც მზარეული პროდუქტებს ამუშავებს, არის ნარჩენები, რომლებიც კერძების მომზადებისთვის არ გამოიყენება. ბოსტნეულის და ხილის დამუშავებისას ეს ნარჩენები მცირე იქნება და სავარაუდოდ გათვალისწინებული იქნება კალკულაციებში, მაგრამ, მაგალითად, ხორცი შეიძლება შეძენილ იქნას 4 კგ და ძვლების გარეშე დარჩეს 3 კგ. კერძის თვითღირებულება რომ სწორი იყოს, ეს ნარჩენები უნდა ჩამოიწეროს ნულოვანი ღირებულებით. ეს რამდენად სწორია? საგადასახადო კუთხით რომ სწორი იყოს, როგორ უნდა მოვიქცეთ? თუ საგადასახადოში განაცხადს გავაკეთებთ სასაქონლო მარაგების ჩამოწერაზე, ნულოვან ღირებულებას ხომ ვერ მივუთითებთ?
კომპანიას 2021 წლის ბოლოს აქვს ჯამური გაუნაწილებელი მოგება 19 მლნ ლარი. 2021 წლის ზარალი იყო 5 მლნ ლარი, ხოლო 2020 წლის ზარალი – 6 მლნ ლარი. 2019 წელს კომპანიას დაფიქსირებული აქვს მოგება, ხოლო 2018 წელს – ზარალი.
ამ გარემოებების არსებობის პირობებში, გვაქვს თუ არა შეზღუდვა დივიდენდის გაცემასთან დაკავშირებით? ანუ, აქვს თუ არა კომპანიას დივიდენდის გაცემის უფლება, ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ზარალის დაფიქსირების შემთხვევაში?
შპს X არის შპს Y-ის 100% წილის მფლობელი კომპანია. შპს X-ის დირექტორის გადაწყვეტილება საკმარისი იქნება, რომ განისაზღვროს ამ Y შვილობილი კომპანიის მიერ შპს X-ისთვის ჩასარიცხი დივიდენდის ოდენობა? პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე ხომ არ უნდა გადაწყდეს?
შპს-ის დირექტორმა პირად კერძო საკუთრებაში შეიძინა ამავე შპს-ის კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა 100 000 ლარად, რაც საბაზრო ფასია. ხელშეკრულების მიხედვით გადახდის ვადად განისაზღვრა ერთი წელი. როგორც დაქირავებულ და ურთიერთდამოკიდებულ პირთან გარიგების შემთხვევა, ეს ხომ არ წარმოშობს თანხის გადახდამდე სესხად დაკვალიფიცირებისა და სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის რისკს?
1) გთხოვთ განმიმარტოთ, არის თუ არა სავალდებულო საწესდებო კაპიტალის გაზრდის/შემცირების ოქმები აიტვირთოს საჯარო რეესტრის ვებგვერდზე?
2) პორტალზე აუტვირთავი, საწესდებო კაპიტალის შემცირების ოქმის თანახმად დამფუძნებლისათვის გაცემული თანხა ხომ არ იყო დასაბეგრი?
მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დადასტურდა წინა წლებში მარკეტინგულ მომსახურებაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც რადგან დადასტურებული არ იყო, არც გატარებული იყო და შესაბამისად არც წინა წლების ფინანსურ ანგარიშგებებში აისახა. თანხა შეადგენს ჯამში დაახლოებით 50000 ლარს. ახლა ეს თანხები უნდა ვაღიაროთ როგორც წინა პერიოდის შეცდომები და გავატაროთ 5310 ანგარიშზე მიმდინარე პერიოდში, თუ წინა პერიოდებში უნდა გავატაროთ 7*** ხარჯებზე, როგორც გავატარებდით ბუღალტრულად, თავის დროზე რომ გაგვეტარებინა? ანუ, როგორი გატარება უნდა მივცეთ, რომ ჩანდეს წინა პერიოდის შეცდომის გასწორება? ან იქნებ, ეს თანხა არაარსებითია და არ ვაჩვენოთ როგორც წინა პერიოდის შეცდომის გასწორება?