ქარხანაში (შპს, ვსარგებლობთ მსს ფასს-ით) შევიძინეთ ძირითადი საშუალება – ფილტრი, რომელიც მოთავსდება ცალკე ოთახში. ეს ოთახი რემონტდება: იატაკზე ბეტონის დასხმა, გრანიტით მოპირკეთება და სხვა, რისთვისათვის შეძენილია ბევრი დასახელების წვრილმანი სამეურნეო სამშენებლო მასალა. შემიძლია, ამ ყველაფერს გავუხსნა მხოლოდ ერთი თანხობრივი 16** ანგარიში (რაოდენობების მიუთითებლად), ცალ-ცალკე რომ არ გატარდეს თითოეული და ეს თანხა შემდგომ ფილტრის თვითღირებულებას დავამატო? სწორი გადაწყვეტილება იქნება?
წარმოვადგენთ „ესტონურ მოდელზე“ მყოფ სამშენებლო კომპანიას (შპს), რომელიც აშენებს მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს, ბინების გაყიდვის მიზნით. აღრიცხვას ვაწარმოებთ მსს ფასს სტანდარტით. 2022 წელს გავაფორმეთ როგორც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, ასევე რამდენიმე ფართი გავყიდეთ საკუთრების უფლებით. თვითონ სამშენებლო ობიექტი დღეის მდგომარეობით ჯერ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, რადგან ჯერ კიდევ მშენებარეა. გვაინტერესებს, ჩვენ მიერ გაფორმებული ეს ხელშეკრულებები წარმოადგენს თუ არა სამშენებლო კონტრაქტებს, რომლებიც ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის, აღრიცხული უნდა იქნეს მსს ფასს-ის 23-ე განყოფილების შესაბამისად?
ჩვენ ვანხორციელებთ საქონლის იმპორტს, რომელიც ავტომანქანებით შემოდის. იმპორტის დროს, რომელ სავალუტო კურსს ვითვალისწინებთ:
1) თუ მიმწოდებელს გადავურიცხე თანხა წინასწარ, მაგალითად 10 მაისს, ტვირთი შემოვიდა 20 მაისს, შეფასების ნომრის მინიჭება და განბაჟებაც მოხდა 20 მაისს, ამ შემთხვევაში რომელი დღის კურსით ვატარებ, გადარიცხვის თარიღის კურსით? შემოსვლის დღის კურსით? თუ CMR-ში მითითებული თარიღის კურსით?
2) როდესაც მიმწოდებელს თანხა არ გადავუხადე, ამ შემთხვევაში რომელი თარიღის კურსს ვიღებთ: ისევ CMR თარიღით, განბაჟების დღის კურსით თუ სხვა?
ჩვენი კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს მსს ფასს-ის მიხედვით. გვაინტერესებს, რეციკლირების გადასახადი იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებაში უნდა შევიდეს? ეს გადასახადი ეხება ზოგიერთ საქონელს, მაგალითად, ზეთი, ელექტროსაქონელი და ა.შ. წონის მიხედვით ითვლიან.
ჩვენი საქმიანობაა ინგლისურში მომზადება, გვაქვს კურსები. ვართ დღგ-ის გადამხდელი. კურსებიდან ყოველთვიურად გვერიცხება საფასური თვეში გაწეული მომსახურების (მაგალითად, 2960 ლარი) და ასევე ავანსადაც (460 ლარი). აღნიშნულ თანხებში შედის დღგ.
როგორ ავსახო ბუღალტრულად აღნიშნული ოპერაციები მიმდინარე თვეში და მომდევნო თვეში, ავანსის შესრულებაც რომ მოხდება?