ერთ-ერთ მიმწოდებელთან გვაქვს მარკეტინგული მომსახურების შეთანხმება. თვის მანძილზე მოწოდებულ საქონელზე გვირიცხავს გარკვეულ პროცენტს ე.წ. „ქეშ ბექის“ სახით (რაზეც ჩვენი მხრიდან იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მარკეტინგული მომსახურების გაწევაზე). ახლა გვსურს ამ კომპანიის 2 პროდუქციაზე დავგეგმოთ 3 დღიანი „შოკ-აქცია“, რაც გულისხმობს ამ პროდუქციის გაყიდვას შესყიდვის ფასზე უფრო დაბალ ფასში. დავუშვათ, ამ საქონლის შესყიდვის ფასი შეადგენს 2 ლარს, ამავე საქონელზე დაბრუნებული „ქეშ ბეკი“ არის 0.20 ლარი. თუ ჩვენს ამ პროდუქციას გავყიდით 1.50 ლარად, მიმწოდებელი აგვინაზღაურებს თითოეულ გაყიდულ ერთეულზე 30 თეთრს (სხვაობას შესყიდვის ფასსა და „ქეშ ბეკს“ შორის, შემცირებული სააქციო ფასით, ანუ: 2.00 0.20-1.50), რაზედაც ჩვენი მხრიდან გამოიწერება დამატებითი მარკეტინგული მომსახურების ანგარიშ/ფაქტურა. რამდენად შესაბამისია ეს ოპერაცია კანონმდებლობასთან და რა საგადასახადო რისკები არსებობს?
ფართების მეიჯარეებთან გვაქვს გადახდილი საგარანტიო თანხები (იმის საგარანტიოდ, რომ მოიჯარის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემთხვევაში საიჯარო საგანი მოყვანილი იქნება თავდაპირველ მდგომარეობაში), რომლებიც ჩავრიცხეთ მათ ანგარიშებზე და მოხდა ამ თანხების ათვისება (გახარჯულია მათ მიერ). ექვემდებარება თუ არა ეს საგარანტიო თანხები დაბეგვრას?
გვაქვს სამი ტიპის მეიჯარეებთან ურთიერთობა: 1. დღგ-ის გადამხდელი შპს-ები; 2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები; 3. გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირები. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ აღნიშნული თანხები ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ან მოხმარდება რემონტს, რომ ფართი დაუბრუნდეს თავდაპირველ მდგომარეობას, ან დაუბრუნდება ჩვენს შპს-ს ან გაიქვითება ბოლო თვის ან ბოლო სამი თვის იჯარის თანხაში. ხელშეკრულებები არის როგორც 3-წლიანი, ისევე 5, 8 და 10-წლიანებიც კი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 13.04.2009 წ. №95/01 ბრძანების (ამ ბრძანებით ძალადაკარგულია საქართველოს ეროვნული ბანკის 31.12.1999 წ. ბრძანება) შესაბამისად, შპს-ის სალაროს ექსელში დამუშავებისას არ ვწერ სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერებს. ყოველ სალაროს ოპერაციაზე მიკრულია შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.
რამდენად სწორად ვამუშავებ სალაროს?
გთხოვთ 2022 წლიდან სალაროს გონივრული ნაშთის შესახებ განმარტებას ჩემი მაგალითებიდან:
1) იანვრის თვის სალაროს საწყისი ნაშთი მაქვს 80 ლარი, საკასო შემოსავალი 1084 ლარი, საკასო ხარჯი 98 ლარი. გაანგარიშებით დამრჩა არაგონივრული ნაშთი?
2) თებერვლის თვეში სალაროს საწყისი ნაშთია 566 ლარი, საკასო შემოსავალი 1382 ლარი, საკასო ხარჯი 98 ლარი. ჩემი ანგარიშით, სალაროს ნაშთის არაგონივრული ნაწილი 418 ლარია.
დავბეგრავ მოგების გადასახადით, დავაწერ დირექტორს. გთხოვთ გასაგებად განმიმარტოთ, რა გავაკეთო და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის 67-ე გრაფაში რა ჩავწერო?
2547-ე მენუალის გამოცემასთან დაკავშირებით, გკითხავთ: ძველი შპს-ებიც (2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულები) ვალდებული არიან კაპიტალში ყოველი ცვლილება ასახონ სამეწარმეო რეესტრში და ამ მენუალის შესაბამისად დაიბეგრებიან, თუ ის რაღაც 2 წელი და 3 თვე ისარგებლებენ რეგისტრაციის გარეშე კაპიტალის შემცირების შეღავათით? ეს ვადა აქვთ თურმე კომპანიებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად (1 იანვრიდან).
ინდივიდუალური მეწარმის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ძვირადღირებული ტექნიკის (მათ შორის, რელიკვიური და ძვირადღირებული მსუბუქი ავტომობილების) რესტავრაცია. მას საკუთარი სამუშაო ფართობი არ აქვს და ამ საქმიანობას ყოველთვის კლიენტების მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ახორციელებს. აღნიშნული საქმიანობაში ჩართულია ასევე მისი მეუღლე, რომელიც დამხმარე ფუნქციებს ასრულებს.
შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ინდმეწარმეს მიენიჭოს მცირე ბიზნესის სტატუსი და დაიბეგროს 1%-ით?