ძებნის შედეგად ნაპოვნია 1028 შედეგი

მეწარმე ფიზიკური პირი ახორციელებს სარემონტო სამუშაოებს და სამშენებლო მასალების შეძენა-მიწოდებას. ყველა პირადი და სამეწარმეო ხარჯიც და შემოსავალიც აისახება საბანკო პლასტიკურ ბარათზე, რის გამოც იძულებული გავხდი შემომეღო მეწარმის განკარგულებაში დარჩენილი შემოსავლის – 5310 ანგარიში, საიდანაც აღვრიცხავ პირადი ხარჯების გაწევას, მაგალითად, ხარჯებს საკუთარი სახლის მშენებლობისთვის, კომუნალურ გადასახადებს, ნივთების შეძენას დ-ტი 5310 კ-ტი 1210 – პირადი ხარჯების სახელით და ჯამური თანხით. აქ პირადი ხარჯების გაწევა ხომ არ გამოიწვევს საგადასახადო დაბეგვრას? მეწარმე ფიზიკური პირი უარზეა გახსნას სხვა ანგარიში.

2022/06
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ადასტურებს, რომ მესაკუთრე სამშენებლო კომპანია ვალდებულია და ფიზიკურ პირს აქვს უფლება მიიღოს X კვ.მ. ფართი და ავტოსადგომი (მშენებარე შენობა მოიცავს საოფისე და კომერციულ ფართებს, შეიძლება მოხდეს პროექტის გადაკეთება და შენობა გადაკეთდეს საცხოვრებელ ფართებად). აღვნიშნავ, რომ ეს უფლება ფიზიკურ პირს აქვს ორ წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში. ფიზიკური პირი აპირებს გაყიდოს ეს მოთხოვნა, შესაძლებელია მთლიანად და ნაწილ-ნაწილადაც. გვაინტერესებს: 1) რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი (კერძოდ, შეეხება თუ არა დღგ და საშემოსავლო გადასახადი) და ეს მიწოდება განიხილება, როგორც მატერიალური აქტივის, თუ როგორც არამატერიალური აქტივის მიწოდება? 2) თუკი ფიზიკური პირი დაელოდება მშენებლობის დასრულებას (ვგულისხმობ ეტაპს, როცა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში არა უფლების მიმღებად, არამედ მესაკუთრედ უკვე ფიზიკური პირი იქნება) და შემდეგ მოახდენს საკუთრებაში არსებული ფართების გაყიდვას, ხომ არ ექნება შეღავათები გადასახადების კუთხით?

2022/06
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არამატერიალური აქტივები
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

შპს „X“-მა, რომელიც იყენებს ფასს-ების სრულ ვერსიას, ააშენა შენობა და დაამონტაჟა მასში სპეციფიკური გამოყენების მანქანა-დანადგარები. პირველი ეტაპის სამუშაოები, რომლებიც მოიცავდა პროექტს, ნებართვას და ა.შ. დაიწყო 2020 წლის მარტში, თუმცა უშუალოდ მშენებლობის პროცესი დაიწყო 2021 წლის მარტიდან (პირველი ფაქტურა გამოიწერა აპრილში და ხელშეკრულება დადებულია მარტში). მასში არსებული მანქანა-დანადგარები კი შეძენილია 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში და იმავე პერიოდში მოხდა მათი მონტაჟი. ეს დანადგარები შენობის მთელ ტერიტორიაზეა განლაგებული. შენობა გამოსაყენებლად მზად იყო უკვე 2021 წლის დეკემბერში და დაიწყო კიდეც დეკემბერშივე ამ შენობისა და მანქანა-დანადგარების ფაქტობრივი გამოყენება. თუმცა, მერიამ ექსპლუატაციაში მიიღო 3 თვის შემდეგ ანუ 2022 წლის მარტში. შენობის ღირებულება დაახლოებით 4,3 მლნ ლარია, ხოლო მანქანა-დანადგარების – 1,7 მლნ ლარი. შპს „X“-ს შენობის ასაშენებლად და დანადგარების შესაძენად აღებული აქვს გრძელვადიანი პროცენტიანი სესხი 2021 წლის მაისში. ჩვენი კითხვები შემდეგია: 1) სესხის პროცენტების კაპიტალიზაცის მიზნებისათვის, შენობა განსაკუთრებული აქტივია? 10 თვე შენდებოდა; 2) სესხის პროცენტების კაპიტალიზაცის მიზნებისათვის, მანქანა-დანადგარები განსაკუთრებული აქტივია? მათი შეძენა-მონტაჟის პროცესი 2 თვე გაგრძელდა და მე-3 თვეს უკვე ექსპლუატაციაში შევიდა; 3) თუ „1-ლ“ ან „მე-2“ კითხვაზე პასუხი არის დადებითი, მაშინ როდის უნდა შეწყდეს პროცენტების კაპიტალიზაცია – 2021 წლის დეკემბერში თუ 2022 წლის მარტში?

2022/06
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სესხები, პროცენტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

1) ზოგიერთ ექსპორტის დეკლარაციაზე თანდართულ ინვოისში ცალკე გამოყოფილია ტრანსპორტირების ღირებულება. ტრანსპორტირების მომსახურებისთვის ძირითადად დაქირავებულია „საქართველოს ფოსტა“ და სხვა ქართული კომპანიები. ექსპორტიორმა კომპანიამ ტრანსპორტირების თანხა დღგ-ით უნდა დაბეგროს? 2) თუ ექსპორტის დროს სატრანსპორტო მომსახურებისთვის არარეზიდენტ კომპანიას დავიქირავებთ, ეს უკუდაბეგვრის დღგ-ით და არარეზიდენტის მოგების/საშემოსავლო გადასახადით უნდა დაიბეგროს?

2022/06
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ელექტროენერგიის ექსპორტის დეკლარაციის დაგვიანებისთვის რა რისკები წარმოეშვება კომპანიას?

2022/06
საბაჟო გადასახდელები
იმპორტი, ექსპორტი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

დირექტორს საზღვარგარეთ მივლინებაში წასვლამდე საბანკო ანგარიშიდან დოლარში გადაურიცხეს თანხა (პირად ანგარიშზე). თანხის ეს გაცემა 1430 ანგარიშზე დოლარში უნდა აღვრიცხო და მივლინების დასრულების დღეს ნორმების შესაბამისად ვაღიარო ხარჯად? რა კურსით?

2022/06
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მივლინება
პასუხის ნახვა