ძებნის შედეგად ნაპოვნია 1045 შედეგი

ინდმეწარმე, რომელსაც არ აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი, ყიდულობს სამშენებლო მასალებს. მიმწოდებელი მისთვის გამოწერილ ზედნადებში მყიდველად უთითებს ამ ინდმეწარმეს, ხოლო ტრანსპორტირების დასრულების ადგილად ფიქსირდება ის მისამართი, რომლის შესახებ ინდმეწარმე მიუთითებს. შემდგომ ინდმეწარმე არ წერს ცალკე ზედნადებს ამ მასალების გაყიდვაზე საბოლოო მომხმარებელზე. ამ პოზიციას ის ხსნის იმ გარემოებით, რომ მას არ აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი და ტვირთის ჩამოტვირთვა იმისათვის, რომ შემდეგ სხვა ტრანსპორტზე გამოწეროს ზედნადები, ეკონომიკურად გაუმართლებელია და საერთოდ საღ აზრს არის მოკლებული. რადგან ინდმეწარმეს არ აქვს არც შეძენაზე გადახდილი ფულის დამადასტურებელი საბუთები და არც გაყიდვიდან ფულის მიღების საბუთები, ინდმეწარმე აკეთებს განკარგულებებს, რომ საქონელში გადახდილია ზედნადებში დაფიქსირებული თანხა, ხოლო გაყიდვიდან მიღებულია თანხა 10 ან 20% ფასნამატით, და ავალებს ამ თანხების აღრიცხვაში ასახვას ბუღალტერს. ეს იქნება გაზიარებული საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების შემთხვევაში?

2022/07
სხვა გადასახადები და სანქციები
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით: „3. დღგ-ის ჩათვლისადმი დაქვემდებარებული პროპორციული წილის გამოთვლისას არ გაითვალისწინება ბრუნვის თანხა, რომელიც უკავშირდება: ა) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი საქმიანობისთვის გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებას; ბ) უძრავ ნივთთან დაკავშირებულ ან ფინანსურ ოპერაციებს, თუ ეს ოპერაციები არ არის დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობა“. პროპორციული ჩათვლის წესი საპროცენტო შემოსავლის გათვალისწინებით მაინც უნდა იქნას დათვლილი? სესხი ენერგეტიკის სფეროში დასაქმებულმა საწარმომ გასცა თავის დამფუძნებელ იურიდიულ პირზე. ორივე რეზიდენტია და დღგ-ის გადამხდელი.

2022/07
დღგ
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

აქციზური საქონლის მწარმოებელი შპს-ის მიერ „დიუთი ფრი“-სთვის მიწოდებულ აქციზურ საქონელზე აქციზი უნდა გადავიხადოთ?

2022/07
აქციზი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

GDP სტანდარტები მოითხოვს კომპანიის შენობაში საწყობის დიზაინის და მოძრაობის ხელახალ დაპროექტებას და გადაკეთებას (სარემონტო სამუშაოები). აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად, ამ ეტაპზე გაფორმდა ორი ხელშეკრულება არამეწარმე ფ/პირებთან შემდეგ მომსახურებებზე: 1. საწყობის დიზაინის და მოძრაობების ნახაზები; 2. შესაბამისობის დანერგვასთან საჭირო კონსულტაციები. ნახაზების და პროექტირების შემდეგ დაიწყება მე-3 ეტაპი – უშუალოდ სარემონტო სამუშაოები. მოსალოდნელი ხარჯები ჯამურად დაახლოებით 50000 ლარია, მათ შორის, ზემოაღნიშნული ფიზიკური პირებისაგან – დაახლოებით 20000 ლარი. 1) შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება დაემატება შენობის საბალანსო ღირებულებას? 2) ფ/პ-ების მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებაც უნდა დაემატოს შენობის საბალანსო ღირებულებას? ამ შემთხვევაში – ორივესი, თუ მხოლოდ საწყობის დიზაინისა და მოძრაობის ნახაზების? 3) შენობის რემონტის შემთხვევაში რემონტის გატარებისას გამოვიყენოთ დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიში? სარემონტო მასალები ავიყვანოთ მარაგებში და შემდეგ დაუმთავრებელ მშენებლობაზე, დასრულებისას კი შენობის თვითღირებულებაზე გადავიტანოთ? 4) რემონტისათვის შეძენილ მასალებზე შემიძლია თუ არა ჩავითვალო დღგ მიღებული ა/ფ-ების მიხედვით და თუ კი, სრულად თუ ნაწილობრივ, და როდის? ზოგადად, ჩვენი შპს დღგ-ს ითვლის პროპორციის წესის მიხედვით, რადგან გვაქვს როგორც დასაბეგრი, ასევე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. აღრიცხვა-ანგარიშგებისთვის ვიყენებთ ფასს-ების სრულ ვერსიას.

2022/07
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ვალუტის კურსის მუდმივი ცვლილების გამო დავიწყეთ საქონლის ფასების გამოწერა თიბისი ბლუმბერგის კურსით და ჩარიცხვებიც ხდება იმ დღეს არსებული ბლუმბერგის კურსით (აქამდე ეროვნული ბანკის კურსით ვხელმძღვანელობდით). სხვაობას ვატარებთ სავალუტო საკურსო სხვაობაში. რამე პრობლემა ხომ არ შეგვექმნება ამის გამო?

2022/07
სხვა გადასახადები და სანქციები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია დაინტერესებულია ვაგონების იჯარით გაცემის დაბეგვრის საკითხით, კერძოდ: ჩვენ ხელშეკრულების საფუძველზე ვიღებთ იჯარით ესტონეთის რეზიდენტი კომპანიის (რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) საკუთრებაში არსებულ სატვირთო ვაგონებს, რის შემდეგაც აღნიშნულ ვაგონებს გავცემთ ასევე იჯარით რუსეთის ან ყაზახეთის რეზიდენტ გადასახადის გადამხდელ კომპანიაზე, ვადით საშუალოდ 3-12 თვე. შესაბამისად, გვაინტერესებს, რა სახის საგადასახადო ვალდებულებები დაგვეკისრება აღნიშნული ბიზნესსაქმიანობის ათვისების შემთხვევაში.

2022/07
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
იჯარა
პასუხის ნახვა