ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ადასტურებს, რომ მესაკუთრე სამშენებლო კომპანია ვალდებულია და ფიზიკურ პირს აქვს უფლება მიიღოს X კვ.მ. ფართი და ავტოსადგომი (მშენებარე შენობა მოიცავს საოფისე და კომერციულ ფართებს, შეიძლება მოხდეს პროექტის გადაკეთება და შენობა გადაკეთდეს საცხოვრებელ ფართებად). აღვნიშნავ, რომ ეს უფლება ფიზიკურ პირს აქვს ორ წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში. ფიზიკური პირი აპირებს გაყიდოს ეს მოთხოვნა, შესაძლებელია მთლიანად და ნაწილ-ნაწილადაც. გვაინტერესებს:
1) რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი (კერძოდ, შეეხება თუ არა დღგ და საშემოსავლო გადასახადი) და ეს მიწოდება განიხილება, როგორც მატერიალური აქტივის, თუ როგორც არამატერიალური აქტივის მიწოდება?
2) თუკი ფიზიკური პირი დაელოდება მშენებლობის დასრულებას (ვგულისხმობ ეტაპს, როცა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში არა უფლების მიმღებად, არამედ მესაკუთრედ უკვე ფიზიკური პირი იქნება) და შემდეგ მოახდენს საკუთრებაში არსებული ფართების გაყიდვას, ხომ არ ექნება შეღავათები გადასახადების კუთხით?
შპს „X“-მა, რომელიც იყენებს ფასს-ების სრულ ვერსიას, ააშენა შენობა და დაამონტაჟა მასში სპეციფიკური გამოყენების მანქანა-დანადგარები.
პირველი ეტაპის სამუშაოები, რომლებიც მოიცავდა პროექტს, ნებართვას და ა.შ. დაიწყო 2020 წლის მარტში, თუმცა უშუალოდ მშენებლობის პროცესი დაიწყო 2021 წლის მარტიდან (პირველი ფაქტურა გამოიწერა აპრილში და ხელშეკრულება დადებულია მარტში). მასში არსებული მანქანა-დანადგარები კი შეძენილია 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში და იმავე პერიოდში მოხდა მათი მონტაჟი. ეს დანადგარები შენობის მთელ ტერიტორიაზეა განლაგებული.
შენობა გამოსაყენებლად მზად იყო უკვე 2021 წლის დეკემბერში და დაიწყო კიდეც დეკემბერშივე ამ შენობისა და მანქანა-დანადგარების ფაქტობრივი გამოყენება. თუმცა, მერიამ ექსპლუატაციაში მიიღო 3 თვის შემდეგ ანუ 2022 წლის მარტში.
შენობის ღირებულება დაახლოებით 4,3 მლნ ლარია, ხოლო მანქანა-დანადგარების – 1,7 მლნ ლარი. შპს „X“-ს შენობის ასაშენებლად და დანადგარების შესაძენად აღებული აქვს გრძელვადიანი პროცენტიანი სესხი 2021 წლის მაისში.
ჩვენი კითხვები შემდეგია:
1) სესხის პროცენტების კაპიტალიზაცის მიზნებისათვის, შენობა განსაკუთრებული აქტივია? 10 თვე შენდებოდა;
2) სესხის პროცენტების კაპიტალიზაცის მიზნებისათვის, მანქანა-დანადგარები განსაკუთრებული აქტივია? მათი შეძენა-მონტაჟის პროცესი 2 თვე გაგრძელდა და მე-3 თვეს უკვე ექსპლუატაციაში შევიდა;
3) თუ „1-ლ“ ან „მე-2“ კითხვაზე პასუხი არის დადებითი, მაშინ როდის უნდა შეწყდეს პროცენტების კაპიტალიზაცია – 2021 წლის დეკემბერში თუ 2022 წლის მარტში?
1) ზოგიერთ ექსპორტის დეკლარაციაზე თანდართულ ინვოისში ცალკე გამოყოფილია ტრანსპორტირების ღირებულება. ტრანსპორტირების მომსახურებისთვის ძირითადად დაქირავებულია „საქართველოს ფოსტა“ და სხვა ქართული კომპანიები. ექსპორტიორმა კომპანიამ ტრანსპორტირების თანხა დღგ-ით უნდა დაბეგროს?
2) თუ ექსპორტის დროს სატრანსპორტო მომსახურებისთვის არარეზიდენტ კომპანიას დავიქირავებთ, ეს უკუდაბეგვრის დღგ-ით და არარეზიდენტის მოგების/საშემოსავლო გადასახადით უნდა დაიბეგროს?
დირექტორს საზღვარგარეთ მივლინებაში წასვლამდე საბანკო ანგარიშიდან დოლარში გადაურიცხეს თანხა (პირად ანგარიშზე). თანხის ეს გაცემა 1430 ანგარიშზე დოლარში უნდა აღვრიცხო და მივლინების დასრულების დღეს ნორმების შესაბამისად ვაღიარო ხარჯად? რა კურსით?
1) ფიზიკურმა პირმა 2014 წელს შეიძინა საცხოვრებელი სახლი 49000 ლარად. მაინტერესებს, 2019 და 2020 წლის ღირებულება რა იქნება ამ საცხოვრებელი სახლის ქონების გადასახადის მიზნებისათვის? 2014 წელს გადახდილია 28000 ლარი. თუ არის რამე აფასების კოეფიციენტების გამოყენება საჭირო?
2) სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენებულ ქონებას უნდა დავარიცხო თუ არა ცვეთა? ეს ფიზიკური პირი ინდმეწარმეა.