ძებნის შედეგად ნაპოვნია 1045 შედეგი

ქვეყნის გარეთ მივლინების ხარჯების ანაზღაურება ხდება მივლინებული თანამშრომლის მიერ მივლინების დასრულების შემდგომ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე (განცხადება მივლინების თანხის ანაზღაურებაზე), განცხადების დღის კურსით ეკვივალენტით ლარში. ჩემს პრაქტიკაში (წინა სამსახურებში) მივლინებებს ვითვლიდით მივლინების დღეების მიხედვით (თითოეულ დღეზე) გაწეული ხარჯის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში და ვუნაზღაურებდით შემდგომ ჯამურ თანხას ლარში, ხოლო ვალუტის კურსის მიხედვით დღიურ დათვლას ვაწარმოებდით როგორც მივლინების დღიურ თანხებზე, სასტუმროსთვის გადახდილ თანხებზე და ასევე სხვა ხარჯებზე, რომელიც გაწეული ჰქონდა მივლინებულ პირს. აღრიცხვიანობისთვის და ანაზღაურებისთვის რომელი ვარიანტია სწორი, თუ ორივე მისაღებია?

2022/05
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მივლინება
პასუხის ნახვა

ფიზიკური პირისთვის, რომელიც არის ინდმეწარმე და მისი დასაბეგრი შემოსავალია, დავუშვათ 110000 ლარი, საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 22000 ლარს. სუფთა შემოსავალი დარჩა 88000 ლარი. ქონების გადასახადისთვის რომელ განაკვეთი ეკუთვნის მას: შემოსავალი 100000 ლარამდე თუ 100000 ლარს ზემოთ?

2022/05
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ფიზიკური პირი შენობა-ნაგებობის რემონტს უკეთებს დღგ-ის გადამხდელ შპს-ს 2021 წლის ივლისიდან. ეს ფიზიკური პირი დღგ-ის გადამხდელი ნებაყოფლობით გახდა 2021 წლის ნოემბრიდან. მიღება-ჩაბარება გათვალისწინებულია რემონტის დამთავრების შემდეგ. 2021 წლის ნოემბრამდე ავანსად ჩამორიცხულ თანხებზე დღგ-ის გადახდის ვალდებულება აქვს შპს-ს. 2021 წლის ნოემბრის თვიდან, დღგ-ის დეკლარირება და გადახდა ფიზიკური პირის ვალდებულებაა. 1) არ გამომიწერია შპს-ისათვის საფ-ები, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ შპს-ს არ აქვს უფლება ავანსად ჩამორიცხულ თანხებზე მიიღოს ჩათვლა და რომ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდეგ გამოვწერთ ა/ფაქტურას და შპს მთელ თანხაზე ჩაითვლის დღგ-ს, სსკ 159-2; 174-2; 163-4 მუხლებიდან გამომდინარე. მართებულია თუ არა ჩვენი პოზიცია? 2) მიღებულ ავანსებზე დღგ-ის დეკლარაცია წარვადგინე და დავიბეგრე, მაგრამ მომსახურების მიმღებს არ გამოვუწერე ანგარიშ-ფაქტურა, რადგან ძველი ნორმის მიხედვით ვთვლიდი, რომ მას უნდა წარმოედგინა მოთხოვნა ჩემთვის. 2021 წ. 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში მუხლი 180 „საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა“ განსხვავებულია ძველი ნორმიდან. გთხოვთ, თუ დარღვევა მაქვს, მიმითითოთ ამის შესახებ და რა სანქციები მელოდება?

2022/05
დღგ
სხვა გადასახადები და სანქციები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელი შპს: ა) აშენებს საკუთარ შენობა/ნაგებობას (ძირითად საშუალებას). მშენებლობის მომსახურება მას გაუწიეს როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა, ასევე არარეგისტრირებულმა პირებმა. ბ) არემონტებს საკუთარი შენობა/ნაგებობას (ძირითად საშუალებას). მომსახურების გამწევი პირები აქაც იგივეა. რა საგადასახადო ვალდებულება წარმოეშვება შპს-ს დღგ-ით დაბეგვრის კუთხით თითოეულ შემთხვევაში, თუ ამ შენობა/ნაგებობას იყენებს როგორც ძირითად საშუალებას: 1) მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში; 2) შერეულ ოპერაციებში?

2022/05
დღგ
მშენებლობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია აწარმოებს თუნუქის სახურავებს. ნედლეული შემოგვაქვს კილოგრამებში (ან ტონებში) იმპორტით სხვადასხვა მიმწოდებლისგან. გვაქვს ასეთი შემთხვევები, მაგალითად, 0,5 მმ სისქის 1 მეტრი ნედლეულის წონა ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან და 1 მეტრი ნედლეული შეიძლება იყოს 2,52 კგ-დან 2,75 კგ-მდე. ასევე რულონში მეტალის სისქეც შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა მონაკვეთზე, მაგალითად რულონის საწყის ნაწილში შეიძლება 1 მეტრის ნედლეულის წონა იყოს 2,53 კგ, შუაში 2,75 კგ და ბოლოში 2,52 კგ. ყოველივე ამის გამო ერთი და იგივე პროდუქციის კალკულაცია ყოველთვის განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენი მხრიდან გაანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპით: ვწონით მთლიან რულონს (პირობითად გამოვიდა 3900 კგ), საწყობიდან ვაგზავნით წარმოებისთვის ქარხანაში და რამდენი გრძივი მეტრიც გამოვა, ამის შესაბამისად ვიღებთ კოეფიციენტს (პირობითად, თუ გამოვიდა 1500 მეტრი, მაშინ კოეფიციენტი გამოდის 3900/1500=2,6). ყოველ შემდეგ წარმოების პროცესზე ვიყენებთ იგივე პრინციპს და ვანგარიშობთ კალკულაციის კოეფიციენტს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა ჯერზე ეს შეიძლება კოეფიციენტი გამოვიდეს სხვადასხვა. გვაინტერესებს, საგადასახადო კუთხით ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს სწორად, შეიცავს თუ არა რაიმე რისკებს ასეთი სტანდარტით მუშაობა და თუ შეიცავს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ყველანაირი რისკიდან დაზღვეული ვიყოთ?

2022/05
არასაგადასახადო თემა
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ა(ა)იპ-ის საკუთრებაშია ფართი (კორპუსის 1-ლ სართულზე, არ არის ბინა). ა(ა)იპ დღგ-ის გადამხდელია და ეს არსებული ფართი გაცემული აქვს იჯარით. ინვესტორი/მშენებელი (ასევე დღგ-ის გადამხდელია) სთავაზობს, რომ ა(ა)იპ-მა ეს ფართი თავიდანვე საკუთრებაში გადასცეს მშენებელ კომპანიას და სანაცვლოდ ამ კორპუსს დაანგრევს და ახლადაშენებულ კორპუსში საკუთრებაში გადასცემს ა(ა)იპ ცოტა მეტ ფართს (არის 133 კვ.მ და მიიღებს 180 კვ.მ-ს). როგორ იბეგრება ეს ოპერაცია? ბარტერია? დღგ როდის წარმოიშობა და როდის არის გადასახდელი? მინდა, რომ გარიგების ღირებულება მივუთითო ხელშეკრულებაში და თან უნდა მივუთითო, რომ გადაცემული და მიღებული აქტივი თანაბარფასეულია.

2022/05
დღგ
ბარტერი
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა