გთხოვთ, განიხილოთ კითხვის ოთხი ვარიანტი:
1) ფიზიკურ პირს მფლობელობაში აქვს ორი ბინა. ერთი მათგანი ერგო მემკვიდრეობით, მეორე კი შეძენილია 15 წლის წინ. 2022 წელს ფიზიკურმა პირმა გაყიდა ორივე ბინა, სანაცვლოდ იყიდა ორი ბინა (არაკომერციული, პირადი მოხმარებისთვის) და ასევე შეიძინა აგარაკი;
2) ფიზიკურ პირს მფლობელობაში აქვს ორი ბინა, ერთი მათგანი ერგო მემკვიდრეობით, მეორე კი შეძენილია 15 წლის წინ. 2022 წელს ფიზიკურ პირმა გაყიდა ორივე ბინა, სანაცვლოდ იყიდა ორი ბინა და ასევე შეიძინა აგარაკი. შეძენილი ბინებიდან ერთი პირადი მოხმარებისთვისაა, ხოლო მეორე – კომერციული მიზნებისთვის;
3) ფიზიკურ პირს მფლობელობაში აქვს ერთი ბინა, რომელიც შეიძინა 15 წლის წინ. 2022 წელს ფიზიკურ პირმა გაყიდა ბინა, სანაცვლოდ იყიდა ორი ბინა (არაკომერციული, პირადი მოხმარებისთვის) და ასევე შეიძინა აგარაკი;
4) ფიზიკურ პირს მფლობელობაში აქვს ერთი ბინა, რომელიც შეიძინა 15 წლის წინ. 2022 წელს ფიზიკურ პირმა გაყიდა ბინა, სანაცვლოდ იყიდა ორი ბინა და ასევე შეიძინა აგარაკი. შეძენილი ბინებიდან ერთი პირადი მოხმარებისთვისაა, ხოლო მეორე კომერციული მიზნებისთვის.
რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი თითოეულ შემთხვევაში?
შეგვიძლია თუ არა ორი წლის (2020, 2021) გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება მოვახდინოთ 2022 წელს? 2021 წლის ანაზღაურება დაშვებულია და გაურკვეველი ჩანაწერია 2020 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებასთან მიმართებით.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად:
„5. შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად“.
საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:
„2. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გადატანა“.
გვინდა ჩამოვწეროთ 2013-2015 წლებში შეძენილი ავეჯი და კომპიუტერული ტექნიკა (ძირითადი საშუალებები), რომელიც დაზიანებულია და ზოგიერთი აღარც არსებობს ფიზიკურად. მათ გასულ წელს ცვეთა აღარ დაერიცხა, რადგან სრულად არის ამორტიზებული, გარდა ერთი პოზიციისა, რომელიც არ არის ბოლომდე გაცვეთილი. თქვენი კონსულტაცია გვჭირდება: უნდა დავბეგრო დღგ-ით და მოგების გადასახადით?
დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ იჯარით აიღო კომერციული ფართი არაურთიერთდამოკიდებული დღგ-ის არაგადამხდელი არამეწარმე ფიზიკური პირისგან. საიჯარო კონტრაქტში მითითებულია, რომ „მხარეთა შეთანხმებით საიჯარო ქირის გადახდის ვადა აითვლება 2021 წლის 25 ნოემბრიდან“, თვითონ საიჯარო ხელშეკრულება კი გაფორმებულია 24.09.2021-ში. კონტრაქტში ასევე წერია, რომ „ქონება იჯარით გამოსაყენებლად ვარგისია, მაგრამ საჭიროა განხორციელდეს სარემონტო სამუშაოები, რომელსაც უზრუნველყოფს „მოიჯარე“. კონტრაქტის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღეში უნდა გაფორმდეს „საიჯარო ქონების“ სრულად გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტი. კონტრაქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და ძალაშია 2023 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. საიჯარო ყოველთვიური ფასი ფიქსირებულია და უცვლელია.
ანუ, კონტრაქტის აზრი ისაა, რომ მოიჯარე როცა გაარემონტებს და მოაწესრიგებს საიჯარო ქონებას თავისი მიზნების შესაბამისად, მერე მოხდეს იჯარის საფასურის გადახდების დაწყებაც. თუმცა, გარდა ზემოთ მოყვანილი წინადადებებისა, კონტრაქტში ამაზე მეტი არაფერი წერია.
გვაინტერესებს, შპს რაიმე საგადასახადო რისკის წინაშე ხომ არ დგას 24.09.2021-25.11.2021 პერიოდზე?
ჩვენი კომპანია (შპს) აპირებს ფილიალის გახსნას ევროპის ერთ-ერთ X ქვეყანაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გვაინტერესებს:
1) როგორ უნდა მოვახდინოთ ფილიალის მიერ იქ განხორციელებული საქმიანობის აღრიცხვა? სად უნდა მოხდეს თითოეული გადასახადის (დღგ, მოგების, საშემოსავლო) დეკლარირება და გადახდა და რომელი ქვეყნის კანონმდებლობით?
2) თანამშრომლები, რომლებიც იქ იმუშავებენ, იქნებიან აქედან წაყვანილი თანამშრომლები. მათი ხელფასის აღრიცხვა ისევ ისე უნდა მოხდეს, როგორც ხდებოდა აქამდე? მათი ხელფასების გადარიცხვა შპს-ის ანგარიშიდან მოხდება და საშემოსავლოს დეკლარირება და გადახდა საქართველოში უნდა მოხდეს ისევ?
3) ასევე, კომპანიას საკუთარი ქონება გააქვს საქართველოდან ფილიალის მიერ გამოსაყენებლად, რომელიც შეიძლება მერე უკან დაბრუნდეს. რა რეჟიმით უნდა მოხდეს გატანა?