მე-4 ზომითი კატეგორიის შპს დაკავებულია სოფლის მეურნეობის საქმიანობით, კერძოდ გაშენებული გვაქვს მოცვის პლანტაციები. შევიძინეთ სპეციალური ბზიკები (რამდენიმე ათას ლარად), რომლებიც უნდა „ჩავდგათ“ ამ პლანტაციებში და ისინი ხელს შეუწყობენ დამტვერვას, რამდენიმე თვის შემდეგ კი ისინი დაიღუპებიან. აღნიშნულ ბზიკებზე გამყიდველმა გამოგვიწერა სზ-ც და დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაც, დღგ ჩავითვალეთ. როგორ უნდა აღვრიცხოთ აღნიშნული ბზიკები ბუღალტრულად? და მათი დახოცვის შემდეგ მხოლოდ აქტის შედგენა და ჩამოწერა საკმარისი იქნება საგადასახადო კუთხით? კიდევ რამე დამატებითი დოკუმენტები ხომ არ უნდა შეიქმნას და თუ კი, რა?
მე-4 ზომითი კატეგორიის შპს დაკავებულია სოფლის მეურნეობის საქმიანობით, კერძოდ გაშენებული გვაქვს მოცვის პლანტაციები. მოცვის ნერგების დარგვისას კვალზე მთელ სიგრძეზე ხდება პოლიპროპილენის ქსოვილის (ე.წ. მულჩი) გადაკვრა. მულჩი ხელს უშლის მოცვის ახალდარგული ნერგის ირგვლივ ბალახის ამოსვლას. აღნიშნული მულჩის ღირებულება საკმაოდ დიდი თანხაა. როგორ უნდა აღვრიცხოთ აღნიშნული მულჩი ფინანსურად და გვეკუთვნის თუ არა მასზე ქონების გადასახადის გადახდა?
ვართ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი სამშენებლო კომპანია - შპს. 2022 წლის დეკემბერში საკუთრების უფლებით გავყიდეთ რამდენიმე ფართი, რომლებიც ჯერ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. აღნიშნული ფართების ღირებულების დაახლოებით 80% მიღებული გვაქვს ავანსის სახით და დაბეგრილია შესაბამისად ავანსიდან დღგ-ით. აღნიშნული ფართები იყიდა სხვა შპს-მ და შესაბამისად, რადგან საკუთრების უფლებით მოხდა გაყიდვა, მოგვთხოვა 2022 წლის დეკემბრის თვეზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა ფართების ღირებულების სრულ თანხაზე („ეა“ სერიის ანგარიშ-ფაქტურის). საკუთრების უფლებით გაყიდულ და ჯერ ექსპლუატაციაში არმიღებულ ზემოთ აღნიშნულ ბინებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის („ეა“ სერიის) გამოწერა როდის უნდა მოხდეს და რა თანხაზე? რამდენად სამართლიანია მათი მოთხოვნა?
კომპანიის 100%-იანმა დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა ამავე კომპანიაში შემოიტანა უპროცენტო სესხი 5 წლით. მოვახდინეთ სესხის დისკონტირება და დისკონტის თანხა განვიხილეთ, როგორც დამატებითი შენატანი კაპიტალში.
თუ არის შესაძლებელი აღნიშნული შენატანის საწესდებო კაპიტალში გადატანა? შესაძლებლობის შემთხვევაში, რა პროცედურებია საჭირო? კომპანია აღრიცხვა-ანგარიშგებისთვის იყენებს ფასს-ების სრულ ვერსიას.
არარეზიდენტი დამფუძნებლისთვის დივიდენდი რომ დაგვრჩა გადასახდელი, აშშ დოლარში უნდა გადავრიცხოთ დღევანდელი კურსით? თუ, არ ხდება ამის გადაფასება და რაც ლარშია დარჩენილი, ის უნდა გადავუხადოთ?
ვცდილობ გონივრული ნაშთი გამოვიყვანო თვეების მიხედვით. „ბ“ და „ე“ პუნქტები მაინტერესებს:
„საკასო ხარჯი – სალაროდან გასული/გასულად ჩათვლილი თანხა, რომელიც:
ა) გაიცა კრედიტორული დავალიანების დასაფარად;
ბ) გაიცა როგორც ავანსი, ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, როიალტი“ – უსაბუთო გაცემები ხელფასად და დივიდენდად რომ მაქვს ნაჩვენები, ეგენიც შედის?
„გ) ამ ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ №8 დანართის შესაბამისად, ჩაითვალა ანაზღაურებულად;
დ) გადახდილია დოკუმენტურად დადასტურებული სხვა ხარჯისთვის;
ე) დაიბეგრა მოგების ან საშემოსავლო გადასახადით“ – უსაბუთო ან არამიზნობრივი ხარჯი რომ დავბეგრეთ, ეგეც გაითვალისწინება საკასო ხარჯში?