ძებნის შედეგად ნაპოვნია 1028 შედეგი

აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია მომსახურებას უწევს საქართველოს კომპანიას. მომსახურების სახე არის იურიდიული, საკონსულტაციო, საინჟინრო... ამერიკულ კომპანიას არ აქვს საქართველოში წარმომადგენლობა, არ ჰყავს წარმომადგენელი და არც რაიმე ხარჯი გაუწევია საქართველოში. ანაზღაურება ხდება საქართველოს კომპანიის ანგარიშიდან პირდაპირ ამ ამერიკული კომპანიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით. ასეთ შემთხვევაში იბეგრება ამერიკული კომპანია არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან? საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ.თ“ პუნქტის მიხედვით გამოდის, რომ აღნიშნული მომსახურების ანაზღაურება არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან. პრაქტიკაში აღნიშნული მუხლი როგორ მოქმედებს? ვგულისხმობ, საგადასახადო შემოწმების დროს თუ ხდება მისი გათვალისწინება ან პირიქით, უგულებელყოფა და დაბეგვრა?

2022/02
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

1) შპს X-ს (დღგ-ის გადამხდელია) გაფორმებული აქვს ლიზინგის ხელშეკრულება „Y-სალიზინგო კომპანიასთან“, რომელიც არ არის დახურული. გვსურს მოვახდინოთ ლიზინგის საგნის რეალიზაცია – ვალდებულების გადაცემა სხვა პირზე. ეს სხვა პირი არის სომხეთში მოქმედი სომხური კომპანია, რომელსაც სურს ლიზინგის საგანი (მობილური ამწე) გაიტანოს სომხეთში. არის თუ არა ეს შესაძლებელი სამმხრივი შეთანხმებითა და ხელშეკრულებაში ჩვენი მხარის ჩანაცვლებით სომხური კომპანიით? 2) „Y-სალიზინგო კომპანიამ“ შემოგვთავაზა სამმხრივი ხელშეკრულების ვარიანტი – უფლებამონაცვლეობა, რაც გულისხმობს, რომ შემსყიდველმა სომხურმა კომპანიამ აღნიშნული აქტივები შეიძინოს ლიზინგით, გაკეთდეს გასაყიდი აქტივების უფლებამონაცვლეობა და მათ გადაიბარონ არსებული ვალდებულება სრულად, ხოლო სხვაობა გასაყიდ ფასსა და ლიზინგის ვალდებულებას შორის უნდა ჩარიცხონ შპს X-ში. შპს X-მა უნდა გადარიცხოს თანხა „Y-სალიზინგო კომპანიაში“ და გაასწოროს არსებული ვადაგადაცილება. როგორც მოგვწერეს „Y-სალიზინგო კომპანიიდან“, კონკრეტულად საგადასახადო გირავნობის (შპს X-ის ქონებაზე დადებულია საგადასახადო გირავნობა) საკითხი ხელისშემშლელია, თუმცა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს კომიტეტზე ამის განხილვა და ამისათვის საჭიროა კომპანიამ, რომელსაც აქტივების შეძენა სურს, მიმართოს „Y-სალიზინგო კომპანიას“ დაფინანსების თაობაზე, რომ დაიწყონ პროცესი. რა რისკებთან არის ეს ოპერაცია დაკავშირებული და ვისთვის წამოიშობა ეს რისკები, ჩვენთვის, „Y-სალიზინგო კომპანიისთვის“ თუ სომხური კომპანიისთვის?

2022/02
დღგ
ლიზინგი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ინდმეწარმემ ჩვენს კომპანიას დაუმზადა ავეჯი, რაზეც გვაქვს ინვოისი. ეს საკმარისია? მცირე მეწარმეა, არ წერს ზედნადებს.

2022/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

ვარ ერთ-ერთი შპს-ის დამფუძნებელი,70%-იანი წილის მფლობელი ფიზიკური პირი. მსურს გავიტანო ჩემი წილი მანქანა-დანადგარების სახით და შევიტანო სხვა შპს-ში. როგორ არის ეს შესაძლებელი? მაინტერესებს, რა იურიდიული პროცედურებია გასავლელი და რა საგადასახადო ვალდებულებები დამეკისრება?

2022/01
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
შეფასება და აუდიტი
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

2022 წელს ახალმა შპს-მ დაიწყო მუშაობა. მუშაობისთვის საწყისი ფული დამფუძნებელს სესხის სახით შემოვატანინოთ? პროცენტი რამდენი დავარიცხოთ? მერე ის პროცენტი მოგების გადასახადით დავბეგროთ? თუ საწესდებო კაპიტალში დავსვათ?

2022/01
მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია ყიდულობს მომსახურებებს არარეზიდენტი კომპანიებისაგან, კერძოდ: 1) იტალიის რეზიდენტი კომპანია გვიწევს საკონსულტაციო მომსახურებას ვენახების მართვის მიმართულებით, გვირჩევს რა საქმიანობები განვახორციელოთ ამა თუ იმ ვენახში, რა სასუქები გამოვიყენოთ და ა.შ., რის სანაცვლოდაც მათ ვუხდით მომსახურების საზღაურს; 2) Facebook (ირლანდია) – აქტივობების საფასური. ორივე შემთხვევაში ჩვენი კომპანია გადახდილ საზღაურს ბეგრავს არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან. ორივე ქვეყანასთან დადებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების საფუძველზე (და რეზიდენტობის ცნობების საფუძველზე) უნდა დაგვებეგრა თუ არა გადახდის წყაროსთან აღნიშნული გადახდები ან გვაქვს თუ არა უფლება აღარ დავბეგროთ?

2022/01
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა