სააქციო საზოგადოებამ მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით საქართველოში დააფუძნა შპს, რომლის საწესდებო კაპიტალში შეიტანა საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მისი საბაზრო ღირებულებით. ამ ქონების საბაზრო ღირებულება დადგინდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ. ასევე ამავე სააქციო საზოგადოებამ შეაფასებინა შემფასებელს თავისი 1 აქციის საბაზრო ღირებულება.
რაც შეეხება ოპერაციის შინაარსს, სააქციო საზოგადოების მიერ უნდა მოხდეს მისი რეზიდენტი ფიზიკური პირი აქციონერისგან (რომელიც აქციებს ფლობს 2 წელზე მეტ ხანს) საკუთარი აქციების გამოსყიდვა. ცხადია, ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოებას მისი აქციათა გამოსყიდვიდან გამომდინარე ამ აქციონერის მიმართ გაუჩნდება თანხის გადახდის ვალდებულება და ამ თანხის გადახდის სანაცვლოდ მას გადასცემს ზემოაღნიშნულ შპს-ში სააქციო საზოგადოების 100% წილს. გამოსყიდული აქციების და სანაცვლოდ გადაცემული შპს-ის წილის საბაზრო ღირებულება ერთმანეთის ტოლია.
გთხოვთ გვაცნობოთ, რა სახის დაბეგვრა შეიძლება წარმოიშვას ამ შემთხვევაში?
მუნიციპალიტეტის დაკვეთით ნოემბერში გზა დავაგეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ხელშეკრულება დეკემბრის დასაწყისში დაიდო. შესაბამისად, მიღება-ჩაბარებაც ვერ გაკეთდა ნოემბრის თვეზე და ვერც ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება. ჩვენ მასალის გახარჯვის აღრიცხვა საბუთების შესაბამისად უნდა მოვახდინოთ თუ რეალური ფაქტების მიხედვით? შემოსავლის დეკლარირებაც (დღგ-ის კუთხით) ამ გახარჯვის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ?
შპს-მ გაყიდა ავტომანქანა მეორე შპს-ზე, რომელსაც ერთი და იგივე დირექტორი ჰყავს, თუმცა ამ ავტომანქანაში საწვავს დირექტორი ისევ პირველი შპს-ის ბარათიდან ასხამს. ეს გარემოება როგორ განიხილება დაბეგვრის კუთხით? ორივე შპს დღგ-ის გადამხდელია.
რეზიდენტ კომპანიას საქართველოში აქვს დიდი (რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების) ბიოლოგიური აქტივები – პლანტაციები და სურს არარეზიდენტი დამფუძნებელი ფიზიკური პირისთვის საკუთრებაში გადაცემა მისგან აღებული სესხის ვალდებულების დაფარვის მიზნით. დაიბეგრება თუ არა ეს გადაცემა დღგ-ით?
ჩვენი კომპანია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით აწარმოებს ქვიშის მოპოვებას. გთხოვთ მიპასუხოთ, როგორი იქნება ბუღალტრული გატარებები ქვიშის მოპოვებაზე?
სსკ 160-ე მუხლის მიხედვით, „3. ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად“.
აქ ნიმუშში რა იგულისხმება? დეგუსტაციისთვის ღვინის გადაცემა ნიმუშია?