მუნიციპალიტეტის დაკვეთით ნოემბერში გზა დავაგეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ხელშეკრულება დეკემბრის დასაწყისში დაიდო. შესაბამისად, მიღება-ჩაბარებაც ვერ გაკეთდა ნოემბრის თვეზე და ვერც ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება. ჩვენ მასალის გახარჯვის აღრიცხვა საბუთების შესაბამისად უნდა მოვახდინოთ თუ რეალური ფაქტების მიხედვით? შემოსავლის დეკლარირებაც (დღგ-ის კუთხით) ამ გახარჯვის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ?
შპს-მ გაყიდა ავტომანქანა მეორე შპს-ზე, რომელსაც ერთი და იგივე დირექტორი ჰყავს, თუმცა ამ ავტომანქანაში საწვავს დირექტორი ისევ პირველი შპს-ის ბარათიდან ასხამს. ეს გარემოება როგორ განიხილება დაბეგვრის კუთხით? ორივე შპს დღგ-ის გადამხდელია.
რეზიდენტ კომპანიას საქართველოში აქვს დიდი (რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების) ბიოლოგიური აქტივები – პლანტაციები და სურს არარეზიდენტი დამფუძნებელი ფიზიკური პირისთვის საკუთრებაში გადაცემა მისგან აღებული სესხის ვალდებულების დაფარვის მიზნით. დაიბეგრება თუ არა ეს გადაცემა დღგ-ით?
ჩვენი კომპანია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით აწარმოებს ქვიშის მოპოვებას. გთხოვთ მიპასუხოთ, როგორი იქნება ბუღალტრული გატარებები ქვიშის მოპოვებაზე?
სსკ 160-ე მუხლის მიხედვით, „3. ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად“.
აქ ნიმუშში რა იგულისხმება? დეგუსტაციისთვის ღვინის გადაცემა ნიმუშია?
საქართველოს შპს რეგისტრირებულია ამ კომპანიის ვებგვერდზე https://www.freepik.com/ და ყოველთვიურად იხდის ინვოისის თანხას ამ ვებგვერდის სარგებლობისთვის. ვებგვერდიდან ახდენენ სხვადასხვა სახის მასალების ჩამოტვირთვას (სურათები და ა.შ). უკუდაბეგვრის დღგ-ით დასაბეგრია, თუმცა უწყვეტ/რეგულარულ მომსახურებად შეიძლება ჩაითვალოს თვის ბოლოს დაბეგვრის მიზნებისთვის?
არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადითაც უნდა დაიბეგროს? ეს მომსახურება ვერ დავუკავშირეთ სსკ 104-ე მუხლის რომელიმე პუნქტს.