გვაქვს შეკითხვა ვალდებულებების სამმხრივი შეთანხმებით ურთიერთგაქვითვის შესახებ. შპს „A“-მ შეიძინა ტექნიკა შპს „B“-სგან (ურთიერთდამოკიდებულები არ არიან), თუმცა ვალდებულებიდან მხოლოდ დღგ-ის ნაწილია გადახდილი. რომ მოხდეს შეძენილი ტექნიკის რეალიზება გერმანიაში, შპს „B“-ის დამფუძნებელ საწარმოზე (გერმანული საწარმო არის შპს „B“-ის 100%-იანი წილის მფლობელი) და შემდეგ მოვახდინოთ ვალდებულებების ურთიერთგადაფარვის სამმხრივი დოკუმენტის შედგენა, ამ შემთხვევაში გერმანული კომპანიისა და შპს „B“-ის ურთიერთდამოკიდებულება რამე განსაკუთრებულ გარემოებებს ხომ არ წარმოშობს შპს „A“-სთვის? ანუ, ჩვეულებრივად შევადგენთ და მოვახდენთ უპრობლემოდ ვალდებულებების ურთიერთგადაფარვას ზემოაღნიშნული სამმხრივი შეთანხმების დოკუმენტით?
რა სახის საგადასახადო ვალდებულებები წარმოექმნება ფიზიკურ/იურიდიულ პირს შპს-ში წილის 100%-ის შესყიდვის შემთხვევაში? შპს-ის მეწილეები ფიზიკური პირები არიან.
წარმომადგენლობითი ხარჯების განსაზღვრასთან დაკავშირებით გვაინტერესებს: 1) სტუმრების დახვედრისა და გამასპინძლების ხარჯებში მხოლოდ კლიენტები ან პოტენციური კლიენტები იგულისხმებიან თუ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თანამშრომელი არ არის, შეიძლება სტუმრად განვიხილოთ? მაგალითად, უცხოელ მიმწოდებელს თუ გავუმასპინძლდები კვებით, როდესაც მის მიერ გასაწევი მომსახურების ფარგლებში ჩამოდის, ან ბანკის წარმომადგენელს თუ გავუმასპინძლდები? 2) მაშინ, როდესაც წარმომადგენლობით ხარჯზე არ გაგვაჩნია არც შესყიდვის და არც გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გვაქვს მხოლოდ თანამშრომელზე საქვეანგარიშოდ თანხის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი და ბრძანება წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევაზე, რამდენად რისკის შემცველია ასეთი ხარჯების წარმომადგენლობითად აღიარება?
საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს: „ო) რეზიდენტი საწარმოდან ან საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებიდან მართვისათვის, აგრეთვე საფინანსო ან/და სადაზღვევო მომსახურებისათვის (გადაზღვევის მომსახურების ჩათვლით) მიღებული შემოსავალი“. საქართველოს რეზიდენტ საწარმოს უცხოეთში გახსნილი აქვს ანგარიში და არარეზიდენტმა ბანკმა დაუკავა გადარიცხვისას საკომისიო. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ჩაითვლება დაკავებული საკომისიო არარეზიდენტისთვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრება გადახდის წყაროსთან თუ არა?
1) ცვლიანობის განრიგის მიხედვით (რომლის მიხედვითაც 4 ადამიანი ეცვლება ერთმანეთს), ცვლებს შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა 72 სთ-ია (3 დღე-ღამე), ხოლო ერთი ცვლის ხანგრძლივობა მოიცავს უწყვეტ 24 სთ-ს (1 დღე-ღამეს). ტაბელშიც შესაბამისად ტარდება 24 სთ და ანაზღაურებაც ჯამურად გაიცემა 720 ან 744 სთ-ზე თვის განმავლობაში. დღეს მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით სავალდებულოა თუ არა, რომ აღნიშნული უწყვეტი 24 სთ-იანი სამუშაო დრო მოიცავდეს შესვენების დროს (უფლებას) მინიმუმ 1 სთ-ის ოდენობით? თუ სავალდებულოა, რომ 24 სთ-ში 1 სთ მოიცავდეს დასვენების დროს, ასეთ შემთხვევაში სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში 23 საათი უნდა გატარდეს ერთი ცვლის ხანგრძლივობა? (და თუ 23 სთ-ს გავატარებთ, მაშინ ჯამურად ნამუშევარი საათები ვეღარ შეავსებს თვეში უწყვეტი სამუშაო დროის ხანგრძლივობას 720 ან 744 სთ-ს). 2) თუ ცვლა იწყება დილის 09 სთ-დან და გრძელდება მეორე დღის 09 სთ-მდე, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში ცვლა უნდა გატარდეს თუ არა 2 კალენდარული დღის ფარგლებში შესაბამისად 15 სთ და 9 სთ, თუ შესაძლებელია (არ ჩაითვლება დარღვევად) მხოლოდ ცვლის დაწყების დღეს გატარდეს 24 სთ?