ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი
X ფიზიკურმა პირმა, რომელიც იყო პირველი რიგის მემკვიდრე, რამდენიმე ხნის წინ სხვა სამ ადამიანთან ერთად მიიღო მემკვიდრეობა ამ ფიზიკურმა პირმა ერთ-ერთ სხვა მემკვიდრესთან (კერძოდ, გარდაცვლილი მეუღლის შვილთან, ანუ გერთან) ერთად, ერთმანეთთან მოახდინეს ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია მემკვიდრეობით მიღებული ქონებიდან, ამ მემკვიდრეობის მიღებიდან 11 თვის შემდეგ. კერძოდ, X ფიზიკურმა პირმა მიყიდა მეორე მემკვიდრეს მიწის ნაკვეთი 30000 ლარად, ხოლო ამ მემკვიდრემ მას მიყიდა ბინიდან წილი ასევე 30000 ლარად. მემკვიდრეობის მიღებიდან ორი წელი ჯერ არ გასულა. რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოიქმნება X ფიზიკური პირის მიმართ?
2021/12
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი
ქონება
პასუხის ნახვა
ერთი ღვინის ქარხანა უწევს ღვინის მეორე ქარხანას (ორივე დღგ-ის გადამხდელი შპს-ებია) ბოთლებში ღვინის ჩამოსხმის მომსახურებას საბაზრო ფასზე უფრო იაფად (30 თეთრი 1 ბოთლზე 45 თეთრის ნაცვლად). ეს ღვინის ქარხნები ურთიერთდამოკიდებულია. ეს გამოიწვევს საგადასახადო შემოწმების დროს სხვაობის მოგების გადასახადითა და დღგ-ით დაბეგვრას?
რუსეთში ერთ-ერთ შუამავალ ფიზიკურ პირს ვუხდით ბონუსს, რუსეთში მის მიერ მოძიებული კომპანიებიდან მიღებული შეკვეთების მიხედვით და ასევე ყოველთვიურად ფიქსირებულ თანხას ხელფასის სახით.
გადასახადების კუთხით რა უნდა დავუკავოთ, არარეზიდენტის საშემოსავლო? თუ გადასახადების დაკავება არ გვევალება?
2021/12
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა
ყოველ წელს თანამშრომლებისათვის ვაკერინებთ ჩვენი საწარმოს ლოგოთი ბრენდირებულ ტანსაცმელს (შარვალს წარწერა არ აქვს, ჩვეულებრივი სამუშაო შარვალია). როგორც მოვიქცეთ დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის კუთხით 2021 წელს? თითოეულ თანამშრომელზე გავანაწილოთ დაბეგვრა?
2021/12
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა
და
მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
შრომითი
პასუხის ნახვა
არარეზიდენტ იურიდიულ პირთან (რომელიც არ არის შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყანაში რეგისტრირებული და არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ჩვენი შპს-ის მიერ გარკვეული ოდენობის ავანსის თანხის გადახდა ეტაპობრივად. ავანსის თანხის ნაწილი გადავიხადეთ, ხოლო დარჩენილი ავანსის თანხის გადაუხდელობის გამო, არარეზიდენტ იურიდიულ პირს სურს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა. ამასთან, გადარიცხული ავანსის თანხა არ დაგვიბრუნდება. გთხოვთ, მოგვწეროთ:
1) გადასახადების წარმოქმნას ხომ არ გამოიწვევს გადარიცხული ავანსის თანხა ასეთ შემთხვევაში? ეს თანხა გარკვეული პერიოდის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩამოიწერება უიმედო ვალად, მაგრამ დამატებით რაიმე გადასახადის წარმოქმნას თუ გამოიწვევს, ეს გვაინტერესებს.
2) თუკი მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა (რადგან არ მოხდა სრულად ავანსის თანხის გადახდა, დარჩენილ გადასახდელ ავანსზე დარიცხული პირგასამტეხლო დაგვერიცხება), ამ პირგასამტეხლოსა და ავანსის ურთიერთჩათვლის შემთხვევაში თუ წარმოიქმნება საგადასახადო ვალდებულებები?
2021/11
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა
შპს „A“-მ კონტრაგენტ იურიდიულ პირს შპს „B“-ს, რომელიც არის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი (თონე), უსასყიდლოდ გადასცა საქონელი. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შპს „B“ მიღებულ ამ საქონელს იყენებს 40%-ს – სპეციალური წესით (ფიქსირებული გადასახადით) დაბეგვრის ნაწილში, ხოლო 60%-ს – ჩვეულებრივი წესით დასაბეგრ ოპერაციებში.
იურიდიული პირის სტატუსის მიუხედავად, რადგან შპს „B“ იბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით (ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი), შპს „A“-ს მიერ უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის გარკვეული ნაწილის ღირებულება (40%) ხომ არ განიხილება ისეთ გადაცემად, რომელიც დაიბეგრება მოგების გადასახადით, ვინაიდან მიღებული საქონლის ნაწილს (ამ 40%-ს) შპს „B“ გამოიყენებს სპეციალური წესით დაბეგვრის ნაწილში?
2021/11
მოგების გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
პასუხის ნახვა