საინტერესო კითხვები

წარმოვადგენთ საქართველოში რეგისტრირებულ დღგ-ის გადამხდელ საფეხბურთო კლუბს. გვაქვს ე.წ. ტრანსფერები, ასევე ხარჯები, რომელზედაც მიღებული გვაქვს დღგ-ის ჩათვლა. 1) როგორ ხდება ჩვენს საკუთრებაში არსებული ფეხბურთელების აღრიცხვა? 2) ჩვენს საკუთრებაში არსებული ფეხბურთელების გაყიდვა სხვა კლუბებში (როგორც ადგილობრივ, ასევე არარეზიდენტ კლუბზე) წარმოშობს თუ არა დღგ-ის მიზნებისთვის დასაბეგრ ოპერაციას? შემოსავლების სამსახურის რეკომენდაციით, ფეხბურთელების მიწოდება რეზიდენტი კომპანიისთვის წარმოშობს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, და ფეხბურთელის მიწოდება ითვლება მომსახურების გაწევად. 3) ვინაიდან წარმოვადგენთ დღგ-ის გადამხდელ კომპანიას, გვაქვს თუ არა უფლება ჩათვლაში ავსახოთ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ფიქსირებული თანხა სრულად (კომუნალური ხარჯები; თამაშებზე ფეხბურთელების ტრანსპორტირების ხარჯები და ასე შემდეგ)? გთხოვთ განიხილოთ აღნიშნული საკითხები და რამდენად თვლით შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის რეკომენდაციას დღგ-ის მიზნებისთვის მართლზომიერად?

წარმოვადგენთ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. გერმანიაში გვაქვს გახსნილი ფილიალი. პერიოდულად, ვინაიდან ფილიალს სჭირდება ფული ხარჯების მიხედვით (რომელთა მიზნობრიობა დოკუმენტურად დასტურდება), ხდება ჩვენ მიერ ფილიალის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა. ჩაითვლება თუ არა ჩვენი ფილიალი როგორც არარეზიდენტი პირი და მასზე გადარიცხული თანხები, რომლითაც ხდება იქ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას მოგების გადასახადით (ხომ არ განიხილება სესხად, კაპიტალში შეტანად ან/და ჩუქებად)?

1) ჩვენი ორგანიზაცია რეგულარულად (ყოველთვიურად) ურიცხავს დახმარებას ნიჭიერ ახალგაზრდა სპორტსმენს, რასაც ვბეგრავთ საშემოსავლო გადასახადით. ეს დახმარება სავალდებულო საპენსიო დაზღვევის შენატანითაც უნდა დავბეგროთ? ამ სპორტსმენთან არანაირი ურთიერთდამოკიდებულება არ გვაქვს. 2) თუ უნდა დავბეგროთ და არ დავბეგრავთ, რა საჯარიმო სანქცია გვემუქრება საპენსიო სააგენტოს მხრიდან?

საწარმომ, რომელიც 10 წელია, არ მუშაობს, მიმდინარე წელს გაყიდა ქონება. ამონაგები წლის ბოლოს შეუერთდებოდა სხვა შემოსავალს დაბეგვრის მიზნით, თუკი ასეთი იქნებოდა, მაგრამ ცხადია არ იქნება. დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს მოგების განაწილება წინასწარ, ჩაბარდა ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაცია და გადავიხადეთ გადასახადები. ეს შეცდომა ხომ არ არის და სანქციებს ხომ არ გამოიწვევს, ან როგორ გამოვასწოროთ?

ჩვენმა კომპანიამ (არ არის დღგ-ის გადამხდელი), გერმანიის რეზიდენტი ფიზიკური პირი რომ აიყვანოს თანამშრომლად (შრომითი დაქირავებით) და ხელფასი გერმანიაში გადაურიცხოს, ეს 20% საშემოსავლო გადასახადით უნდა დავბეგროთ, თუ შეგვეძლება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეღავათით ვისარგებლოთ?

სააქციო საზოგადოება „A“-ს, რომელიც არის მე-4 კატეგორიის საწარმო, ამჟამად გამოცხადებული საწესდებო კაპიტალი აქვს 30960 ლარი. საზოგადოების გადარეგისტრებაზე იუსტიციის სახლში გვითხრეს უარი, რადგან საწესდებო კაპიტალი 100000 ლარზე ნაკლები გვაქვს. სააქციო საზოგადოების ქონების (შენობის) გადაფასებით, ღირებულების გაზრდის შედეგად გვინდა გავზარდოთ სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი. ბუღალტრულად როგორ დავაბალანსოთ მიღებული ძირითადი საშუალების გაზრდილი ღირებულება? გთხოვთ მოგვაწოდოთ ბუღალტრული გატარებები.