კითხვა

2024/06

1) ჩვენი ორგანიზაცია რეგულარულად (ყოველთვიურად) ურიცხავს დახმარებას ნიჭიერ ახალგაზრდა სპორტსმენს, რასაც ვბეგრავთ საშემოსავლო გადასახადით. ეს დახმარება სავალდებულო საპენსიო დაზღვევის შენატანითაც უნდა დავბეგროთ? ამ სპორტსმენთან არანაირი ურთიერთდამოკიდებულება არ გვაქვს. 2) თუ უნდა დავბეგროთ და არ დავბეგრავთ, რა საჯარიმო სანქცია გვემუქრება საპენსიო სააგენტოს მხრიდან?

პასუხი

1) სავალდებულო საპენსიო დაზღვევის შენატანების გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონითდაგროვებითი პენსიის შესახებ“, კერძოდ, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულია:
„6. მონაწილის საპენსიო შენატანები ფინანსდება შემდეგნაირად:
) დამსაქმებელი, გარდა ამ პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელფასის გაცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საკუთარი ხარჯით, დასაქმებულის სასარგებლოდ, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს მისთვის გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;
) დამსაქმებელი, გარდა ამ პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელფასის გაცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა დასაქმებულის სახელითა და ხარჯით, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს მისთვის გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით“.
ამ კანონის მიზნებისათვის, მისი მე-2 მუხლისდაპუნქტების მიხედვით, „დამსაქმებელიდახელფასიასეა განმარტებული:
) დამსაქმებელიპირი, რომელიც ანაზღაურებს დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს ან/და გაწეულ მომსახურებას“.
) ხელფასიშრომითი ურთიერთობის ფარგლებში, აგრეთვე მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- მუხლით გათვალისწინებული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად (გარდა იმ შემოსავლისა, რომელიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104- მუხლის შესაბამისად, არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, აგრეთვე როიალტით, ქირით, იჯარით მიღებული და საინვესტიციო შემოსავლებისა)“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ თქვენი ორგანიზაცია აფინანსებს ამ სპორტსმენს სახელშეკრულებო ვალდებულების გარეშე, საქველმოქმედო მიზნებიდან გამომდინარე, მაშინ ეს არ არის შრომითი ურთიერთობები და სპორტსმენის მიერ მომსახურების გაწევა. თუ ეს ასეა, ამ შემთხვევაში მისთვის გადახდილი დახმარების თანხებიდან საპენსიო შენატანების დაკავება/დარიცხვა არ უნდა მოხდეს. ცხადია, აქ არ ვგულისხმობთ იმ შემთხვევას, როცა ასეთი ფორმით დახმარება გაიცემა ფაქტობრივად არსებული შრომითი ურთიერთობების შესანიღბად.
სიტუაცია განსხვავებულია, თუ თქვენს ორგანიზაციასა და სპორტსმენს შორის გაფორმებულია სპონსორობის ხელშეკრულება, ან თუ ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს ამ სპონსორობაზე (მაგალითად, თუ ამ სპონსორობის შესახებ საჯაროდ გაცხადებული აქვთ ამა თუ იმ ფორმით ორგანიზაციას ან/და დაფინანსებულ სპორტსმენს. „რეკლამის შესახებსაქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-13 მუხლის თანახმად, სპონსორობა ასეა განმარტებული:
ამ კანონის მიხედვით, სპონსორობა არის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაში წვლილის შეტანა (ფულადი სახსრების, ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევის, გაწეული მომსახურების, სამუშაოს შესრულების სახით) სპონსორის მიერ წარმოებული საქონლის რეკლამის გავრცელების პირობით. სპონსორული შენატანი განიხილება რეკლამის ღირებულებად, ხოლო სპონსორი და დასპონსორებულიშესაბამისად, რეკლამის დამკვეთად და რეკლამის გამავრცელებლად“.
თუ ორგანიზაციასა და დაფინანსებულ ფიზიკურ პირს (სპორტსმენს) შორის ურთიერთობებს ამგვარი სახე აქვს, მაშინ ჩაითვლება, რომ ადგილი აქვს მომსახურების გაწევას ფიზიკური პირის მიერ, რის გამოც მისთვის გადახდილი თანხები ამ ურთიერთობის ფარგლებში უნდა დაიბეგროს სავალდებულო საპენსიო შენატანებით.
2) საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაპენსიო სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 31 მაისის №014 ბრძანებით დამტკიცებული იქნასაპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი“, რომელიც ამოქმედდა 2024 წლის 1 ივნისიდან. ამ წესის თანახმად, საპენსიო სააგენტოს უფლება აქვს სავალდებულო საპენსიო დაზღვევის შენატანების განმახორციელებელი პირის შემოწმების შედეგად, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამ ოქმის საფუძველზე, წესის მე-9 მუხლის თანახმად, სააგენტოს დირექტორი შესაბამისი ბრძანებით იღებს ერთ-ერთ ან რამდენიმე გადაწყვეტილებას შემდეგ გადაწყვეტილებათაგან:
) სამართალდამრღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არდაკისრებისა და საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე;
) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა მოქმედებების განხორციელების თაობაზე;
) ამ პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისი პირისათვის დარღვევის გამოსწორებისსაპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების მოთხოვნის თაობაზე“.
ზემოაღნიშნული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლისდამსაქმებლის ან დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევამიხედვით კი დადგენილია:
„1. დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა ანდაგროვებითი პენსიის შესახებსაქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანის ანაზღაურების ვალდებულების დარღვევა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
21. „დაგროვებითი პენსიის შესახებსაქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევაგამოიწვევს გაფრთხილებას.
22. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“.

 

უკან დაბრუნება