კითხვა

2021/12

სააქციო საზოგადოებამ მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით საქართველოში დააფუძნა შპს, რომლის საწესდებო კაპიტალში შეიტანა საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მისი საბაზრო ღირებულებით. ამ ქონების საბაზრო ღირებულება დადგინდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ. ასევე ამავე სააქციო საზოგადოებამ შეაფასებინა შემფასებელს თავისი 1 აქციის საბაზრო ღირებულება. რაც შეეხება ოპერაციის შინაარსს, სააქციო საზოგადოების მიერ უნდა მოხდეს მისი რეზიდენტი ფიზიკური პირი აქციონერისგან (რომელიც აქციებს ფლობს 2 წელზე მეტ ხანს) საკუთარი აქციების გამოსყიდვა. ცხადია, ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოებას მისი აქციათა გამოსყიდვიდან გამომდინარე ამ აქციონერის მიმართ გაუჩნდება თანხის გადახდის ვალდებულება და ამ თანხის გადახდის სანაცვლოდ მას გადასცემს ზემოაღნიშნულ შპს-ში სააქციო საზოგადოების 100% წილს. გამოსყიდული აქციების და სანაცვლოდ გადაცემული შპს-ის წილის საბაზრო ღირებულება ერთმანეთის ტოლია. გთხოვთ გვაცნობოთ, რა სახის დაბეგვრა შეიძლება წარმოიშვას ამ შემთხვევაში?

პასუხი

სააქციო საზოგადოებაში, საზოგადოების მიერ საკუთარი აქციის გამოსყიდვა აქციონერისაგან არ წარმოადგენს ამ აქციონერის მიერ აქციის რეალიზაციას/მიწოდებას კლასიკური გაგებით. ეს ოპერაცია წარმოადგენს მოგების განაწილებას იმ ნაწილში, რა თანხითაც განაცემი აღემატება აქციონერის მიერ სააქციო კაპიტალში განხორციელებულ შენატანს. ამას ადასტურებს სსკ მე-8 მუხლის მე-12 ნაწილი და 981 მუხლის მე-2 ნაწილისპუნქტი:
სსკ მე-8 მუხლი: „12. დივიდენდიაქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე... ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:
) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა (განაცემი), რომელიც არ აღემატება კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) აქციონერის/მოწილის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობის ფარგლებს“;
სსკ 981 მუხლი: „2. განაწილებულ მოგებად არ ითვლება:
) საწარმოს ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება. ამ ქვეპუნქტის მიზნისათვის ამ ნაწილისქვეპუნქტის შესაბამისად ოპერაციის განხორციელების შემდეგ საწარმოს კაპიტალის გაზრდა არ მიიჩნევა პარტნიორის მიერ კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) განხორციელებულ შენატანად“.
შესაბამისად, აღწერილ სიტუაციაში აქციონერისათვის წილის გამოსყიდვისას ეს ნამეტი თანხა უნდა ჩაითვალოს მოგების განაწილებად (ნატურალური ანუ არაფულადი ფორმით) და უნდა დაიბეგროს როგორც მოგების გადასახადით, ასევე დივიდენდებიდან საშემოსავლო გადასახადით ზოგადი წესების შესაბამისად. ანუ, დაბეგვრას დაექვემდებარება შპს-ის წილის საბაზრო ღირებულება შემცირებული იმ თანხის ოდენობით, რაც აქციონერმა შეიტანა თავის დროზე სააქციო საზოგადოების სააქციო ან საემისიო კაპიტალში.
დღგ-ის თემა არ წარმოიშობა, რადგან არც აქციების გამოსყიდვა (როგორც ფინანსური ოპერაცია) და არც შპს-ის წილის მიწოდება არ იბეგრება დღგ-ითგათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე.

უკან დაბრუნება