კითხვა

2022/09

ფიზიკურმა პირმა, რომელიც არის ინდმეწარმე და მის საკუთრებაში არსებულ ქონებას იყენებს სამეწარმეო საქმიანობაში, უნდა დაარიცხოს თუ არა ცვეთა ამ ქონებას, ქონების გადასახადის მიზნებისათვის?

პასუხი

 

სსკ 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ პუნქტის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის გადამხდელია:
„გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე“.
სსკ 202-ე მუხლის მე-5 მუხლის თანახმად კი, „5. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა“.
აღნიშნული დებულებები ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე, მათ შორის, ინდმეწარმეებზეც. რადგან ფიზიკური პირისთვის დასაბეგრი ბაზა ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით განისაზღვრება, ამიტომ ქონების გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის, ინდმეწარმის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენებული დასაბეგრი ქონების ბუღალტრული ცვეთის დარიცხვას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ზოგიერთი მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა რთულია და ამიტომ მათ საბალანსო ღირებულებას (დარიცხული ცვეთის გათვალისწინებით) ხშირად განიხილავენ დასაბეგრ ღირებულებად, სხვა საფუძვლით შეფასების არარსებობის გამო.

 

უკან დაბრუნება