კითხვა

2023/02

თუ სასტუმროს მომსახურებას ვყიდულობ საზღვარგარეთ ტურისტული კომპანიიდან და შემდგომ ვყიდი რეზიდენტზე, რომელიც მიდის სამოგზაუროდ, სასტუმროს ეს მომსახურება დაიბეგრება თუ არა 10% არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით?

პასუხი

თუ საუბარია მხოლოდ საზღვარგარეთ მდებარე სასტუმროს მომსახურების საფასურის გადახდაზე, ეს ანაზღაურება არ დაიბეგრება არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან, იმისდა მიუხედავად, ეს მომსახურება განკუთვნილია საქართველოს რეზიდენტი თუ არარეზიდენტი პირისთვის, ასევე იმის მიუხედავად, თუ სად არის ის ანაზღაურებული. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სასტუმროს მომსახურება განუყოფელია თავად სასტუმროსაგან, რომელიც წარმოადგენს საზღვარგარეთ მდებარე უძრავ ქონებას, ხოლო ტურისტულ მომსახურებას მისი შემძენი იღებს ამ უძრავი ქონების ადგილმდებარეობის ქვეყანაში (ეს ბუნებრივია), იმისდა მიუხედავად, თუ სად გადაიხადა თანხა. შესაბამისად, არ იმოქმედებს სსკ 104- მუხლის 1-ლი ნაწილისპუნქტი, რომლის თანახმად:
„1. ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:...
) საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ:...
.) მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ უძრავ ქონებასთან, რომელიც მდებარეობს საქართველოში;...
.) მომსახურების ფაქტობრივად გაწევის ადგილი არის საქართველო და მომსახურება გაიწევა კულტურის, ხელოვნების, განათლების, ტურიზმის, დასვენების, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროებში“.
ეს მომსახურება არ დაიბეგრება არც დღგ-ით, რადგან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წ. №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის თანახმად:
მუხლი 665. ცალკეული შემთხვევები, როდესაც მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-3 ან მე-12–მე-14 ნაწილებისგან განსხვავებული წესით
თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-3 ან მე-12–მე-14 ნაწილების მიხედვით, ტურისტული მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება საქართველოს ტერიტორია, მაგრამ ამ მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობა ან/და მისი გამოყენება ხდება საქართველოს ტერიტორიის გარეთ, აღნიშნული მომსახურება განიხილება საქართველოს ფარგლების გარეთ გაწეულად“.

უკან დაბრუნება