კითხვა

2023/09

შესაძლებელია თუ არა, არარეზიდენტ დამფუძნებელ ფიზიკურ პირს დივიდენდი ჩავურიცხოთ აშშ დოლარში, ქართულ საბანკო ანგარიშზე?

პასუხი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებულია „გადახდის ოპერაციის შესრულების წესი“, რომელიც განსაზღვრავს ლარით და უცხოური ვალუტით საკრედიტო საგადახდო დავალებისა და საინკასო დავალების საფუძველზე გადახდის ოპერაციების შესრულების საკითხებს, ასევე უცხოური ვალუტით დასაშვები გადახდის ოპერაციების ჩამონათვალს და მასთან დაკავშირებულ დებულებებს. კერძოდ, ამ წესის 22-ე მუხლით „შეზღუდვები უცხოური ვალუტით განხორციელებულ გადახდის ოპერაციებზე“ დადგენილია:
„დასაშვებია უცხოური ვალუტით ნებისმიერი გადახდის ოპერაციის განხორციელება, გარდა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებასა და/ან მომსახურების საფასურის გადახდის ოპერაციებისა, თუკი აღნიშნული ოპერაცია არ არის დაკავშირებული ექპორტ-იმპორტთან;
ბ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული პირის სასარგებლოდ რეზიდენტის მიერ განხორციელებული გადახდის ოპერაციებისა“.
ვინაიდან დივიდენდის გაცემა არ წარმოადგენს არც საქონლის მიწოდებისა და არც მომსახურების საფასურის ანაზღაურებას, დასაშვებია მისი განხორციელება უცხოური ვალუტით (არა მხოლოდ არარეზიდენტზე, არამედ რეზიდენტ პირზეც კი), თუ თავად მომსახურე კომერციული ბანკი არ ზღუდავს ამას რომელიმე თავისი შიდა რეგულაციით.

უკან დაბრუნება