ძებნის შედეგად ნაპოვნია 457 შედეგი
მაქვს ორმაგი მოქალაქეობა (საქართველოს, ისრაელის), ვარ ექიმი-რადიოლოგი. 2 წელია საქართველოდან ონლაინ ვმუშაობ ისრაელის საავადმყოფოებთან როგორც ისრაელში დარეგისტრებული ინდმეწარმე რადიოლოგი.
მაქვს ორი ვარიანტი: ერთი, დავრჩე ისრაელის რეზიდენტად, როგორც ახლა და იქ გადავიხადო გადასახადები, რაც ძალიან მაღალია (მაქსიმუმ 5 წლამდე შემიძლია დარჩენა. შემდეგ დავკარგავ მოსახლის სტატუსს და საგადასახადო რეზიდენტობას, თუ არ დავბრუნდები ისრაელში); ან მეორე, დავრეგისტრირდე საქართველოში როგორც გადამხდელი, ან ინდმეწარმე (რომელი ჯობია?) და გადასახადები აქ გადავიხადო, რაც გაცილებით ნაკლები იქნება ალბათ. შემოსავალი მექნება 100 ათას ლარზე მეტი. რა პროცენტის გადახდა მომიწევს? ხომ არ ჯობს დავრეგისტრირდე როგორც IT სფეროში მომუშავე სპეციალისტი მცირე ბიზნესის სტატუსით, რადგან ონლაინ ვმუშაობ?
2026/08
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა
სატენდერო წინადადებით ერთ-ერთ კლინიკას უნდა მივაწოდოთ სამედიცინო დანადგარი. დანადგარი ჯერ გზაშია. მისი იმპორტი და მიწოდება დღგ-ით არ იბეგრება. ამ დანადგარისთვის სამართავი კომპიუტერული პროგრამა ერთ-ერთმა სხვა არარეზიდენტმა კომპანიამ ინტერნეტით უსასყიდლოდ გამოგვიგზავნა. ეს პროგრამა ჩვენ (დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ) სასყიდლიანად უნდა მივაწოდოთ კლინიკას.
რა ღირებულებით და როგორ უნდა ავიღოთ შემოსავალში ეს პროგრამა? როგორ დაიბეგრება?
ეს პროგრამა მხოლოდ ამ დანადგარის სამართავად გამოიყენება, პროგრამის გარეშე ვერ იფუნქციონირებს. შესაძლებელია განვიხილოთ როგორც როიალტი?
2026/08
დღგ
არამატერიალური
აქტივები
იმპორტი,
ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
პასუხის ნახვა
ჩვენი კომპანია არის სამედიცინო კლინიკა (შპს), საქმიანობა არის სუროგაცია-დონაცია. დავაფუძნეთ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით საწარმო სომხეთში (სომხეთის რეზიდენტი ფირმაა), რომელსაც ყოველთვიურად ბრძანების საფუძველზე ვურიცხავთ თანხას და ვუთითებთ დანიშნულებაში – „დამფუძნებლის შენატანი“. რეალურად, ხდება ასეთი რამ:
ჩვენი კლინიკა ხელშეკრულებას აფორმებს პაციენტებთან, რომლებსაც გარკვეული სახის სამედიცინო მომსახურებები ესაჭიროებათ. მათი ნაწილი არის უცხოელი. უცხოელი პაციენტებიდან, ნაწილი ამ სამედიცინო მომსახურებებს იღებს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებიდან, ნაწილი კი (ვისაც ურჩევნია) – სომხეთში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან. თუ სომხეთში ურჩევნია, მაშინ ამ მომსახურების საფასურს უცხოელი პაციენტი ასევე რიცხავს ჩვენს კლინიკაში, ხოლო სომხეთის შვილობილი ფირმა ათავსებს ამ პაციენტთა შეკვეთებს სომხეთის სამედიცინო დაწესებულებებში, იხდის მათ ღირებულებებს, ასევე უწევს პაციენტებს სხვადასხვა ლოგისტიკურ სერვისებს. თვის განმავლობაში გაწეულ ხარჯებს ამატებს 25%-ს და წარმოგვიდგენს ჩვენ ყოველთვიურად ანგარიშს (ფაქტურას), რომლის მიხედვით ვურიცხავთ გაწეული მომსახურების საფასურს.
ა) რამდენად სწორია, როდესაც ვუთითებთ გადარიცხვის დანიშნულებაში: „დამფუძნებლის შენატანი“?
ბ) გადარიცხვის დროს დანიშნულებაში რომ მივუთითო სომხეთის ფირმის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, რა გადასახადებით დავიბეგრები?
მაინტერესებს, რა რისკების შემცველია ეს ოპერაცია.
2026/08
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
ინვესტიციები
პასუხის ნახვა
კითხვა: შპს X-მა შეიძინა მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, კერძოდ ყურძნის საკრეფი კომბაინი, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით. კომბაინი შევიძინეთ ქართული კომპანიისგან 480000 ლარად, ჩვენი კომპანიის წილი თანხა ჩავურიცხეთ გამყიდველს 336000 ლარი. დანარჩენ თანხას სახელმწიფო პროგრამიდან მიიღებს.
ზედნადები და ა/ფ გამოწერილი არის ჩვენს სახელზე 480000 ლარზე.
შპს X-ს აქვს უფლება სახელმწიფო პროგრამით თანადაფინანსებულ თანხაზე დღგ შეიმციროს (ჩაითვალოს)?
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო შემდეგ ოპერაციებზე:
1) ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, მიწის ნაკვეთი გადაეცა 2026 წლის ივნისს, ხოლო შენობა-ნაგებობა – 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის?
2) იურიდიული პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, მიწის ნაკვეთი გადაეცა 2026 წლის ივნისს, ხოლო შენობა-ნაგებობა – 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის?
3) იურიდიული პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს სამშენებლო მასალებს/მომსახურებას, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, სამშენებლო მასალები/მომსახურება გადაეცა 2026 წლის ივნისში, ხოლო შენობა-ნაგებობა 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის?
2026/08
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
ბარტერი
უძრავი
ქონება
პასუხის ნახვა
ჩვენი შპს უსასყიდლოდ აწვდის თელავის მუნიციპალიტეტს პროდუქციას, მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და მხოლოდ დღგ-ით დავიბეგრებით?
2026/07
დღგ
მოგების გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
პასუხის ნახვა