ძებნის შედეგად ნაპოვნია 332 შედეგი

1) საქართველოს შპს საქართველოს არარეზიდენტი კომპანიიდან ყიდულობს ორ ერთეულ მაგისტრალურ ლოკომოტივს (თბომავალს), ვარეგისტრირებთ შპს-ის სახელზე და იჯარით ვაძლევთ ყაზახურ კომპანიას. ამ შემთხვევაში, რა გადასახადები მექნება საქართველოში გადასახდელი? 2) საქართველოს შპს საქართველოს არარეზიდენტი კომპანიიდან ყიდულობს 161 ერთეულ სატვირთო ვაგონს, ვარეგისტრირებთ შპს-ის სახელზე და იჯარით ვაძლევთ არარეზიდენტ კომპანიას. ამ შემთხვევაში, რა გადასახადები მექნება საქართველოში გადასახდელი?

2024/05
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
იჯარა
პასუხის ნახვა

შესასყიდი მომსახურების კონტრაქტორი გვყავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდმეწარმე (ამ ეტაპზე ხელშეკრულებას ვაფორმებთ, სადაც გარკვეული თანხა გაწერილია). ამ კონტრაქტიდან მისმა ჯამურმა შემოსავალმა შესაძლოა გადააჭარბოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირების ზღვარს 12-თვიან პერიოდში. გვაინტერესებს, ექნება თუ არა მას ვალდებულება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის, რადგან ამან შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ჩვენი ხარჯი? ჩვენი ორგანიზაცია დღგ-ის გადამხდელი არ არის.

2024/05
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ორი ფირმა – მეიჯარე და მოიჯარე ურთიერთდამოკიდებულია. მოიჯარე ყოველთვიურად იჯარის გარდა კომუნალურსაც ურიცხავს მეიჯარეს, ეს გადარიცხული თანხა ყოველთვე არის ცვალებადი. მეიჯარე 2023 წლის განმავლობაში წერდა მხოლოდ ფიქსირებულ საიჯარო თანხაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, რის გამოც მოიჯარეს ჯამში 2023 წლის ბოლოს ბუღალტრულად ზედმეტად გადახდილი თანხა დაუგროვდა 2700 ლარი. როგორ გავასწოროთ ეს თანხა მოიჯარესთან? ორივე მხარე დღგ-ის გადამხდელია.

2024/05
დღგ
იჯარა
პასუხის ნახვა

ორი შპს არის ურთიერთდამოკიდებული, კერძოდ, ერთი კომპანია არის მეორე კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ორივე კომპანია არის „ესტონურ მოდელზე“. ზემოხსენებული კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია. მშობელმა კომპანიამ უცხოელ მიმწოდებელთან, ინვოისის საფუძველზე შვილობილი კომპანიის ნაცვლად გადარიცხა პროდუქციის სრული ღირებულება, ხოლო პროდუქცია მიიღო შვილობილმა კომპანიამ. სამ კომპანიას შორის (მიმწოდებელი, მშობელი და შვილობილი) გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის შინაარსი არის შემდეგი: მშობელი კომპანიის მიერ გადახდილი თანხა ჩაეთვალა შვილობილ კომპანიას დავალიანებაში და შვილობილ კომპანიას წარმოეშვა სასესხო ვალდებულება მშობელი კომპანიის მიმართ. გთხოვთ მომწეროთ, საგადასახადო მიზნებისთვის რაიმე რისკი არსებობს თუ არა აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში?

2024/04
დღგ
მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

1) სამედიცინო აპარატურისთვის საჭიროა პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიის (არამატერიალური სახის) შეძენა საზღვარგარეთიდან. უნდა მოხდეს ამ ლიცენზიის განბაჟება, თუ უკუდაბეგვრის დღგ-ით უნდა დაიბეგროს ჩვენ მიერ ლიცენზიის მფლობელი კომპანიისთვის გადახდილი თანხა? ეს ლიცენზია არის უვადო, რომელიც ჩვენ უნდა გავყიდოთ. როგორ დაიბეგრება ეს გაყიდვა? სხვა რა ნიუანსები უნდა იყოს კიდევ გათვალისწინებული? 2) არამატერიალური აქტივის შეძენისას, რომლის რეალიზაცია უნდა მოვახდინოთ, 1610 ანგარიში უნდა გამოვიყენოთ?

2024/04
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ღვინის ქარხანამ თავისი პროდუქციის დისტრიბუცია საქართველოში გადასცა ამ მიზნით შექმნილ ახალ შვილობილ კომპანიას. ასეთი რამე თუ შეიძლება, რომ მაღაზიების არსებული დებიტორული დავალიანებები ღვინის ქარხნის მიმართ ახალ სადისტრიბუციო ფირმაზე გადავიდეს რამე მარტივი შეთანხმებით? ახლა მაღაზიებიდან პროდუქციის ნაშთებს ღვინის ქარხანა იბრუნებს, რაზეც დებიტორები კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს გვთხოვენ და შემდეგ დავაწერთ ახალ ფირმას ამ ნაშთებს. ძალიან შრომატევადია.

2024/03
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა