ძებნის შედეგად ნაპოვნია 296 შედეგი

ჩვენმა კომპანიამ სსიპ „ღვინის ეროვნულ სააგენტოში“ გადაიხადა ჯარიმის საფასური, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე. ეს ხარჯი ავსახეთ 82** ანგარიშზე და დამატებით საგადასახადო კუთხით დაბეგვრას ხომ არ ექვემდებარება?

2026/09
მოგების გადასახადი
სხვა გადასახადები და სანქციები
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

ჩვენი საწარმო (შპს) რუსულ კომპანიას უწევს რუსეთში გასატანი არაალკოჰოლური პროდუქციის (კოკა-კოლა, ფანტა) რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად შეფუთვისა და მარკირების მომსახურებას საქართველოში. ავანსი ჩარიცხეს შემდეგი დანიშნულებით: „მარკების დაკვრის მომსახურებისათვის შეთანხმების მიხედვით“. რა გადასახადებით უნდა დაიბეგროს?

2026/09
დღგ
მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

შეიძლება თუ არა, რომ კომპანიამ ფიზიკურ პირს ასესხოს თანხა (გადასახადები რომ არ დაერიცხოს ისე)? მაგალითად - პროცენტების გარეშე, თვის ბოლომდე.

2026/09
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

მაქვს ორმაგი მოქალაქეობა (საქართველოს, ისრაელის), ვარ ექიმი-რადიოლოგი. 2 წელია საქართველოდან ონლაინ ვმუშაობ ისრაელის საავადმყოფოებთან როგორც ისრაელში დარეგისტრებული ინდმეწარმე რადიოლოგი. მაქვს ორი ვარიანტი: ერთი, დავრჩე ისრაელის რეზიდენტად, როგორც ახლა და იქ გადავიხადო გადასახადები, რაც ძალიან მაღალია (მაქსიმუმ 5 წლამდე შემიძლია დარჩენა. შემდეგ დავკარგავ მოსახლის სტატუსს და საგადასახადო რეზიდენტობას, თუ არ დავბრუნდები ისრაელში); ან მეორე, დავრეგისტრირდე საქართველოში როგორც გადამხდელი, ან ინდმეწარმე (რომელი ჯობია?) და გადასახადები აქ გადავიხადო, რაც გაცილებით ნაკლები იქნება ალბათ. შემოსავალი მექნება 100 ათას ლარზე მეტი. რა პროცენტის გადახდა მომიწევს? ხომ არ ჯობს დავრეგისტრირდე როგორც IT სფეროში მომუშავე სპეციალისტი მცირე ბიზნესის სტატუსით, რადგან ონლაინ ვმუშაობ?

2026/08
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ თაფლის მწარმოებელ კომპანიას (შპს). ყოველწლიურად ვუხდით 120 ლარს როგორც საწევროს, ა(ა)იპ „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებას“. ეს თანხა უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით?

2026/08
მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია არის სამედიცინო კლინიკა (შპს), საქმიანობა არის სუროგაცია-დონაცია. დავაფუძნეთ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით საწარმო სომხეთში (სომხეთის რეზიდენტი ფირმაა), რომელსაც ყოველთვიურად ბრძანების საფუძველზე ვურიცხავთ თანხას და ვუთითებთ დანიშნულებაში – „დამფუძნებლის შენატანი“. რეალურად, ხდება ასეთი რამ: ჩვენი კლინიკა ხელშეკრულებას აფორმებს პაციენტებთან, რომლებსაც გარკვეული სახის სამედიცინო მომსახურებები ესაჭიროებათ. მათი ნაწილი არის უცხოელი. უცხოელი პაციენტებიდან, ნაწილი ამ სამედიცინო მომსახურებებს იღებს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებიდან, ნაწილი კი (ვისაც ურჩევნია) – სომხეთში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან. თუ სომხეთში ურჩევნია, მაშინ ამ მომსახურების საფასურს უცხოელი პაციენტი ასევე რიცხავს ჩვენს კლინიკაში, ხოლო სომხეთის შვილობილი ფირმა ათავსებს ამ პაციენტთა შეკვეთებს სომხეთის სამედიცინო დაწესებულებებში, იხდის მათ ღირებულებებს, ასევე უწევს პაციენტებს სხვადასხვა ლოგისტიკურ სერვისებს. თვის განმავლობაში გაწეულ ხარჯებს ამატებს 25%-ს და წარმოგვიდგენს ჩვენ ყოველთვიურად ანგარიშს (ფაქტურას), რომლის მიხედვით ვურიცხავთ გაწეული მომსახურების საფასურს. ა) რამდენად სწორია, როდესაც ვუთითებთ გადარიცხვის დანიშნულებაში: „დამფუძნებლის შენატანი“? ბ) გადარიცხვის დროს დანიშნულებაში რომ მივუთითო სომხეთის ფირმის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, რა გადასახადებით დავიბეგრები? მაინტერესებს, რა რისკების შემცველია ეს ოპერაცია.

2026/08
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
ინვესტიციები
პასუხის ნახვა