ძებნის შედეგად ნაპოვნია 183 შედეგი
რაიონში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქი (შპს), რომელიც მხოლოდ მედიკამენტებით ვაჭრობს, ყიდის მის საკუთრებაში მყოფ შენობას, რომელშიც ეს აფთიაქი ფუნქციონირებს, დირექტორზე (ან მასთან დაახლოებულ ფიზიკურ პირზე).
გაყიდვა იგეგმება დაახლოებით 90000 ლარად. როგორ დაიბეგრება ეს გაყიდვა?
2023/07
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
უძრავი
ქონება
შეფასება
და
აუდიტი
პასუხის ნახვა
ამერიკაში ვახდენთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტს. ამერიკულმა კომპანიამ პროდუქციის ღირებულება წინასწარ ჩაგვირიცხა ფიზიკური პირის – დირექტორის (რომელიც იმავდროულად ჩვენი შპს-ის 100% წილის მფლობელი პარტნიორია) საბანკო ანგარიშზე. როგორ შეიძლება გადმოვიტანოთ ეს თანხა შპს-ის საბანკო ანგარიშზე ან სალაროში?
2023/07
მოგების გადასახადი
იმპორტი,
ექსპორტი
სესხები,
პროცენტები
შრომითი
პასუხის ნახვა
ჩვენი კომპანია აქირავებს ავტომანქანებს ფიზიკურ პირებზე. ეს ჩვენი ძირითადი საქმიანობაა. ერთ-ერთ უცხოელ, არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე გაქირავებული ჩვენი ავტომანქანა დაეჯახა სხვა დაზღვეულ მანქანას და პატრულმა ჩვენი მანქანა დააჯარიმა. საპატრულოს აქტიც გვაქვს და ზიანის შეფასებაც. სადაზღვევომ აუნაზღაურა დაზღვეულს მისი ავტომანქანის ზიანის შეფასებული თანხა და რადგანაც ჩვენი მანქანის ბრალეულობა დადგინდა, ეს თანხა ჩვენ მოგვთხოვა და უნდა ჩავურიცხოთ ამ სადაზღვევო კომპანიას. რამეს ხომ არ დავაშავებთ ამ ოპერაციით? ან დასაბეგრი ხომ არ იქნება რამე? ავტომანქანის გაქირავების დროს ხელშეკრულებაში გვეწერა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვიკისრებდით.
2023/07
მოგების გადასახადი
დაზღვევა
რეკლამა
და
მარკეტინგი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა
ვარ სამედიცინო ცენტრის (შპს) დირექტორი და 100% წილის მფლობელი მესაკუთრე. სამედიცინო ცენტრი ახლახან გადმოვიდა ახალ მისამართზე, არაკომერციულ ფართში, რომლის მესაკუთრეც ვარ მე, როგორც ფიზიკური პირი. ვარ ჩვეულებრივი ფიზიკური პირი, რამე დამატებითი საგადასახადო სტატუსის გარეშე.
1) მსურს სამედიცინო ცენტრს არ გადავახდევინო ქირა, რომ მას არ წარმოეშვას დამატებითი ხარჯი და არსებული ფინანსური რესურსი სხვა ხარჯის დასაფარად გამოიყენოს. მაქვს თუ არა ამის უფლება და რომელი კანონის შესაბამისად?
2) კიდევ რა უნდა გავითვალისწინო ამ შემთხვევაში, რომ ამ გადაწყვეტილებამ კომპანიისთვის ან ჩემთვის არ გამოიწვიოს რაიმე არასასურველი შედეგები მომავალში?
3) ახალ ფართში კომპანიის განთავსების შემდეგ, ჩვენმა ბუღალტერმა პორტალზე www.rs.ge განაახლა ინფორმაცია კომპანიის შესახებ და შეცვალა ფაქტიური მისამართი ახალი მისამართით. გრაფაში „ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ“ მიუთითა, რომ კომპანია ახალ მისამართზე არის იჯარით და რომ მეიჯარე ვარ მე (ჩემი პირადი ნომერი). კიდევ რამე ხომ არ უნდა შევცვალოთ ამ პორტალზე სადმე, მის რომელიმე პუნქტში?
4) რა უნდა გავითვალისწინოთ ამ საკითხიდან გამომდინარე საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას, ცალკე კომპანიამ და ცალკე მე, როგორც ფიზიკურმა პირმა?
2023/06
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა
როგორ გატარდება ბუღალტრულად დოკუმენტის გარეშე გაწეული ხარჯი (საგადასახადო კოდექსის მუხლი 98(2)?
2023/06
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
შრომითი
პასუხის ნახვა
ქართული კომპანიის მიერ არარეზიდენტზე სესხის გაცემა მოგების გადასახადით როგორ იბეგრება? გაცემული სესხი უნდა დავბეგროთ ეგრევე 15%-ით? დარიცხული პროცენტიც უნდა დაიბეგროს 15%-ით?