ინდმეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირი ამზადებს ბავშვებს ინგლისურ ენაში, დაქირავებული ჰყავს მასწავლებელი. უწყვეტი ერთი წლის მანძილზე 100000 ლარზე მეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, დაიბეგრება თუ არა დღგ-ით?
საქართველოში რეგისტრირებული შპს-ის 50%-50%-იან წილებს ფლობს ორი არარეზიდენტი ფიზიკური პირი - მეუღლეები. ისინი ამ შპს-ის წილებს 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობენ. მათ სურთ თავიანთ შვილს, რომელიც ასევე არარეზიდენტი ფიზიკური პირია, გადასცენ ჯამურად 2% იანი წილი - თითოეულმა მშობელმა 1%.
განიხილება ორი შესაძლო ვარიანტი:
1) წილის გაყიდვა - შვილი გადაიხდის 2%-იანი წილის საფასურს. რამდენადაც მესმის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეზიდენტი კომპანიის წილის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად განიხილება, 2 წელზე მეტი ხნით საკუთრებაში არსებული აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი ფიზიკური პირისთვის გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. გთხოვთ დაგვიდასტუროთ, ვრცელდება თუ არა აღნიშნული შეღავათი ამ შემთხვევაშიც, იმის გათვალისწინებით, რომ გამყიდველები არარეზიდენტები არიან და გარიგება ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ხორციელდება.
2) წილის ჩუქება - ვინაიდან მიმღები გამსხვისებლების შვილია, შესაძლებელია თუ არა თითოეული მშობლის მიერ 1%-იანი წილის უსასყიდლოდ გადაცემა/ჩუქება და სწორია თუ არა ჩვენი გაგება, რომ I რიგის მემკვიდრის მიერ მშობლისგან ჩუქებით მიღებული ქონება საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია, მათ შორის მაშინაც, როდესაც როგორც მშობლები, ისე შვილი არარეზიდენტი ფიზიკური პირები არიან?
მაქვს ორმაგი მოქალაქეობა (საქართველოს, ისრაელის), ვარ ექიმი-რადიოლოგი. 2 წელია საქართველოდან ონლაინ ვმუშაობ ისრაელის საავადმყოფოებთან როგორც ისრაელში დარეგისტრებული ინდმეწარმე რადიოლოგი.
მაქვს ორი ვარიანტი: ერთი, დავრჩე ისრაელის რეზიდენტად, როგორც ახლა და იქ გადავიხადო გადასახადები, რაც ძალიან მაღალია (მაქსიმუმ 5 წლამდე შემიძლია დარჩენა. შემდეგ დავკარგავ მოსახლის სტატუსს და საგადასახადო რეზიდენტობას, თუ არ დავბრუნდები ისრაელში); ან მეორე, დავრეგისტრირდე საქართველოში როგორც გადამხდელი, ან ინდმეწარმე (რომელი ჯობია?) და გადასახადები აქ გადავიხადო, რაც გაცილებით ნაკლები იქნება ალბათ. შემოსავალი მექნება 100 ათას ლარზე მეტი. რა პროცენტის გადახდა მომიწევს? ხომ არ ჯობს დავრეგისტრირდე როგორც IT სფეროში მომუშავე სპეციალისტი მცირე ბიზნესის სტატუსით, რადგან ონლაინ ვმუშაობ?
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო შემდეგ ოპერაციებზე:
1) ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, მიწის ნაკვეთი გადაეცა 2026 წლის ივნისს, ხოლო შენობა-ნაგებობა – 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის?
2) იურიდიული პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, მიწის ნაკვეთი გადაეცა 2026 წლის ივნისს, ხოლო შენობა-ნაგებობა – 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის?
3) იურიდიული პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს სამშენებლო მასალებს/მომსახურებას, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, სამშენებლო მასალები/მომსახურება გადაეცა 2026 წლის ივნისში, ხოლო შენობა-ნაგებობა 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის?
დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი შპს X-ის 80% ეკუთვნის ავსტრიულ (ავსტრიის რეზიდენტ) კომპანიას, ხოლო 20% ეკუთვნის საქართველოს მოქალაქე (რეზიდენტ) არამეწარმე ფიზიკურ პირ Y-ს, რომელიც იმავდროულად ამ შპს-ის დირექტორია. შპს X-ის ბალანსზე ირიცხება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება რამდენიმე მილიონი აშშ დოლარია. ნაკვეთზე არ დგას არანაირი შენობა-ნაგებობა, მხოლოდ მიწაა. ფიზიკურ პირს Y-ს სურს, რომ აღნიშნული ნაკვეთი გახდეს მისი საკუთრება, რათა შემდეგ განავითაროს ის ბიზნესის კუთხით:
ა) ვარიანტი: შპს X მიჰყიდის ფიზიკურ პირ Y-ს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს საბაზრო ფასად განვადებით. ანუ, ფპ Y მიწის საფასურს გადაუხდის შპს X-ს ნაწილ-ნაწილ და დაფარავს სრულად 2030 წლის ჩათვლით;
ბ) ვარიანტი: შპს X მიჰყიდის ფიზიკურ პირ Y-ს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს საბაზრო ფასად და გადაუფორმებს საკუთრებაში. იმავდროულად ავსტრიული კომპანია ასესხებს ფპ Y-ს მიწის სრულ ღირებულებას წლიური 5%-იანი სესხით აშშ დოლარში, ხოლო სესხის დაფარვის გარანტიად ფპ Y ავსტრიულ კომპანიას „ჩაუდებს“ აღნიშნულ მიწას. იმავდროულად, ფპ Y დაუფარავს შპს X-ს მიწის სრულ ღირებულებას მიღებული სესხის თანხით.
რა საგადასახადო რისკები შეიძლება იყოს ამ ორ ვარიანტში როგორც შპს X-ისთვის, ისე ფპ Y-ისთვის და ასევე დამფუძნებელი ავსტრიული კომპანიისთვის?