ძებნის შედეგად ნაპოვნია 178 შედეგი

უცხოური საწარმოს საქართველოს წარმომადგენლობა ვიწვევთ ექიმებს სათავო ოფისის მიერ დაორგანიზებულ შეხვედრაზე ხორვატიაში. ჩვენ მიერ ექიმთან გაგზავნილი მოსაწვევის თანახმად, ხარჯების ნაწილს ფარავს სათავო ოფისი (საფრანგეთი), ხოლო ნაწილს ვუნაზღაურებთ ჩვენ, საქართველოს წარმომადგენლობა, კერძოდ: 1. ხარჯების ნაწილი ანაზღაურდება ექიმის სახელზე ქართული ტურისტული კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისით; 2. დანარჩენი ნაწილი კი − უცხოური (ხორვატული) ტურისტული კომპანიის მიერ ჩვენზე გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, რომელიც ეხება ხორვატიაში სასტუმროს და კვების მომსახურებას. გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება დაბეგვრასთან დაკავშირებით. ასევე გთხოვთ გვაცნობოთ, ხორვატული ტურისტული კომპანიის მიერ ჩვენი ოფისის სახელზე გამოწერილი ინვოისი რამე პრობლემას ხომ არ შექმნის? დღგ-ის გადამხდელად არ ვართ რეგისტრირებული და მომსახურების მიღება და უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი ალბათ აქ არ არის რელევანტური, რადგან საქართველოს ფარგლების გარეთ ხდება ეს, ხომ?

2023/12
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
მივლინება
პასუხის ნახვა

არარეზიდენტი ფიზიკური პირი საქართველოში არსებულ ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში ყიდულობს ბინას 150000 აშშ დოლარად, რისთვისაც გამყიდველთან გააფორმა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. იმ მომენტში გადაიხადა 40000 დოლარი, ხოლო დარჩენილ თანხას გადაიხდის ბინის ჩაბარების მომენტში. მშენებლობის დასრულებამდე და ბინის საკუთრებაში გადმოსვლამდე მყიდველმა ფიზიკურმა პირმა გადაიფიქრა ქონების შეძენა, მოძებნა მესამე დაინტერესებული მხარე (რომელიც მზად იყო მის ნაცვლად შეეძინა ეს ბინა), გავიდა გარიგებიდან და ამის სანაცვლოდ მესამე მხარეს გამოართვა 60000 დოლარი. მესამე მხარე ასევე ვალდებულია ბინის გამყიდველს გადაუხადოს დარჩენილი 110000 დოლარიც, ბინის ჩაბარების მომენტში. დაიბეგრება თუ არა არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული სხვაობა შემოსავალსა და მანამდე გადახდილ ავანსს შორის (ნამეტი) 60000-40000=20000 დოლარი? დაბეგვრაზე მსჯელობისას, არის თუ არა განმსაზღვრელი, გასულია თუ არა 2-წლიანი ვადა ავანსის გადახდასა და მხარის ჩანაცვლების მომენტებს შორის? უთანაბრდება ეს ოპერაცია აქტივების მიწოდებას?

2023/12
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

1) თიზ-ის საწარმოს (შპს, შემდგომში − თიზი) მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიის (შპს, შემდგომში − სსკო) წილის შესყიდვის შემთხვევაში შეინარჩუნებს თუ არა ეს ორივე შპს ყველა საგადასახადო შეღავათს? 2) ასევე გვაინტერესებს, როდესაც სსკო თიზ-ს გადაუხდის დივიდენდებს, როგორ დაიბეგრება ეს დივიდენდი თიზიდან ფიზიკური პირის (თიზ-ის დამფუძნებლის) მიერ გატანის შემთხვევაში? 3) რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თიზი დივიდენდს არ გასცემს ფიზიკურ პირზე და მოახდენს რეინვესტირებას, ანუ მოიხმარს საკუთარი ეკონომიკური მიზნებისთვის?

2023/12
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დივიდენდები
ინვესტიციები
პასუხის ნახვა

ქართულ საწარმოში, რომელიც სააქციო საზოგადოებაა, საქართველოს რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა (რომელიც ამ საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირია) აქციების სანაცვლოდ შეიტანა რაღაც აქტივი (კერძოდ, 100% წილი სხვა შპს-ში). ფიზიკურმა პირმა შეტანილი აქტივი დააფასა 3 მლნ ლარად, სანაცვლოდ საწარმომ გამოუშვა 3 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების აქციები და გადასცა ამ ფიზიკურ პირს. ამ აქციების გამოშვების შემდეგ ხსენებული ფიზიკური პირი ფლობს სააქციო კაპიტალის ნახევარზე მეტს − 75%-ს. კერძოდ, ამ ემისიამდე საწარმოს სააქციო კაპიტალი იყო 1 მლნ ლარი (საემისიო კაპიტალი არ ჰქონდა) და 3 მლნ-იანი ემისიის შემდეგ ფიზიკური პირი გახდა 75% წილის მფლობელი აქციონერი. ამ ოპერაციის შემდეგ 4 კალენდარულ თვეში ამ ფიზიკურმა პირმა სრულად მიჰყიდა თავისი აქციები სხვა არსებულ აქციონერს. კაპიტალში აქტივების ამგვარი შეტანისას, როდესაც ხდება კომპანიის წილის 50%-ზე მეტი აქციების სანაცვლოდ გადაცემა და როდესაც აქტივის შეტანა კაპიტალში არ ითვლება მიწოდებად (სსკ 151-ე მუხლი), საჭიროა თუ არა შეტანილი აქტივების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა? და თუ აღმოჩნდება, რომ ეს საბაზრო ღირებულება 3 მლნ ლარზე ნაკლებია, არის თუ არა ეს სხვაობა დასაბეგრი, მოგების ან საშემოსავლო გადასახადით? დაბეგვრა გვაინტერესებს სააქციო საზოგადოების მხრიდან. გასათვალისწინებელია, რომ რეალურად კომპანიას ხარჯი არ გაუწევია, თანხა არ გადაუხდია.

2023/11
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შეფასება და აუდიტი
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ქართული საწარმო აშენებს უძრავ ქონებას (საცხოვრებელ კორპუსს) და ცალკეულ ბინებს ჰყიდის როგორც რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. მხარეთა შორის თავდაპირველად ფორმდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. გარიგება არის უცხოურ ვალუტაში და ითვალისწინებს საავანსო გადახდებს მყიდველის მხრიდან. წინარე ხელშეკრულებაში არის ასევე პირობა, რომ მყიდველს შეუძლია გავიდეს გარიგებიდან, თუკი ბინის საკუთრებაში გადაცემამდე გადაიფიქრებს მის შეძენას და ამ შემთხვევაში გამყიდველი ქართული კომპანია უბრუნებს მას ავანსად ჩარიცხულ თანხებს. თუკი ამგვარი ხდომილება დადგება და ჩვენს კომპანიას მოუწევს ავანსის თანხების დაბრუნება მყიდველებისთვის, მაშინ დაიბეგრება თუ არა ლარის ეკვივალენტი ის ოდენობა, რითიც დაბრუნებული თანხა გადააჭარბებს ჩარიცხვის დღეს დაფიქსირებულ ეკვივალენტს? მაგალითად, ჩაგვერიცხა 1000 აშშ დოლარი ავანსად კურსით 2.50 და ვაბრუნებთ კურსით 2.70.

2023/11
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
მშენებლობა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ორმა ფიზიკურმა პირმა საქართველოში დააფუძნა საწარმო „ა“ და მასში საბრუნავი სახსრების შესავსებად შეიტანა თანხა სესხად. თითოეულმა ასესხა 2,5 მლნ ლარი, სულ სესხის სახით კომპანიაში შევიდა 5 მლნ ლარი. სესხზე პროცენტი არ ერიცხება, თუმცა ეს თანხა სესხად აღირიცხება. ცოტა ხანში კომპანია „ა“-მ დამოუკიდებელი პირისგან შეიძინა კომპანია „ბ“-ს 100% წილი 2 მლნ ლარად. კომპანია „ბ“-ს ბალანსი შეძენის მომენტში შედგებოდა სულ ორი სიდიდისგან: დ-ტი მიწა, კ-ტი კაპიტალი − 2 მლნ ლარი, ანუ ეს „ბ“ კომპანია ფლობდა მხოლოდ ერთ მიწის ნაკვეთს და სწორედ ამ მიწის ნაკვეთის მიღების მიზნით იყიდა ის კომპანია „ა“-მ. სიმარტივისთვის მიწის ნაკვეთის და წილის ფასი ემთხვევა ერთმანეთს. კიდევ ცოტა ხანში კომპანია „ა“-მ, კვლავ დამოუკიდებელი მხარისგან, შეიძინა სხვა მიწის ნაკვეთი 1 მლნ. ლარად. ამის შემდეგ კომპანია „ა“-მ ეს ცალკე ნაყიდი მიწის ნაკვეთი იმავე 1 მლნ ლარად შეიტანა კომპანია „ბ“-ს კაპიტალში. ანუ მივიღეთ მოცემულობა, რომ „ა“ ფლობს „ბ“-ს 100%-ს, ხოლო „ბ“ ფლობს 2 მიწის ნაკვეთს და ამ უკანასკნელის ბალანსი ამგვარად გამოიყურება: დ-ტი მიწები კ-ტი კაპიტალი − 3 მლნ ლარი. ამის შემდეგ კომპანია „ა“-მ კომპანია „ბ“-ს 100%-ის წილი 3 მლნ ლარად მიჰყიდა თავის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს და სავაჭრო მოთხოვნა გაუქვითა მათდამი სასესხო ვალდებულებაში. ამ მომენტიდან მივიღეთ მოცემულობა, რომ ორი ფიზიკური პირი პირდაპირ ფლობს ცალკე კომპანია „ა“-ს და ცალკე კომპანია „ბ“-ს. ამ ფიზიკურ პირებს შეუძლიათ თუ არა კომპანია „ბ“-დან ამოიღონ მიწის ნაკვეთი პირად საკუთრებაში კაპიტალის შემცირების ხარჯზე? ანუ, მიუხედავად იმისა, რომ „ბ“-ს კაპიტალში ამ ფიზიკურ პირებს პირდაპირი შენატანი არ განუხორციელებიათ, შეუძლიათ თუ არა მათ ამ კაპიტალის შემცირება და აქტივების გატანა დაუბეგრავად? გატანილი აქტივების ღირებულება არ აჭარბებს კომპანიის კაპიტალს. სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ ამ კომპანიებს სხვა ოპერაციები არ განუხორციელებიათ და ყველა ეს ოპერაცია ხორციელდება დროის მოკლე მონაკვეთში, რა დროსაც მიწისა თუ წილების საბაზრო ფასები დიდად არ მერყეობდა.

2023/11
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა