დეკემბრის თვის საბანკო საპროცენტო სარგებელი კომპანიას (დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფს) ჩაერიცხა იანვარში. პროპორციული ჩათვლებისთვის, რომელ თვეში უნდა იქნეს ის გათვალისწინებული დღგ-ის მიზნებისათვის? და რომელ თვეში – მოგების გადასახადში შეღავათის მიზნებისათვის?
2025 წლის ნოემბერში ავტომანქანა გავაქირავეთ იჯარით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაც გამოვუწერეთ მოიჯარეს. მან ფულიც ჩაგვირიცხა, მაგრამ მანქანა არ გამოდგა გამართული, რის გამოც მომსახურება ფაქტობრივად არ შესრულდა და 1 დეკემბერს მოიჯარეს ფული უკან გადავურიცხეთ, ხოლო ავტომანქანა დაგვიბრუნეს. რომელი თარიღით უნდა გამოვწეროთ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა?
კომპანია X-ს აქვს ვადაგადაცილებული დავალიანება ჩვენი კომპანიის წინაშე. აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადავეცით სარჩელი. დაეკისრა დავალიანების დაფარვა ყოველთვე წინასწარ განსაზღვრული თანხის ოდენობით (6 თვე). დავალიანება არის აშშ დოლარში და ბოლო ჩარიცხვა გასულ თვეშია.
კომპანია X დავალიანებას ლარებში ურიცხავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და შემდეგ აღსრულება გვირიცხავს ჩვენ, რაც ერთსა და იმავე დღეს არ ხდება, თან გრაფიკით განსაზღვრულ თანხას ზუსტად არ რიცხავს.
ჩვენ თანხას ვიღებთ ჩვენთან შემოსვლის დღეს არსებული აშშ დოლარის კურსით.
ეხლა უნდა შევდარდეთ კომპანია X-თან ბოლო ჩარიცხვის დასაზუსტებლად და აღსრულებასაც უნდა მივწეროთ ბოლოს ჩასარიცხი თანხის ოდენობა, ზუსტად გასანულებლად.
ჩვენი მხრიდან მართებულია ჩვენთან ჩარიცხული თანხის შემოსვლის დღის კურსით ჩათვლა, თუ კომპანია X-ის მიერ აღსრულებისთვის ჩარიცხვის დღის კურსით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რახან დავალიანების დაფარვა აღსრულების ბიუროს გავლით ხდება?
კომპანიას (შპს-ს) სამი დამფუძნებელი ჰყავს, რეზიდენტი ფიზიკური პირები. ისინი წილებს შპს-ში ფლობენ 2 წელზე მეტი ვადის განმავლობაში. ერთ-ერთი მათგანი ამ შპს-ში ფლობს 5% წილს. კომპანია აწარმოებს მშენებლობას 2008 წლამდე გაცემული სანებართვო მოწმობით და გათავისუფლებულია დღგ-ისგან.
5%-იანი წილის მფლობელი ყიდის თავის წილს, რომელსაც ყიდულობს თავად ეს კომპანია, რომელიც ამ წილის სანაცვლოდ მას აძლევს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მშენებარე ფართს (რომელზეც ვრცელდება შეღავათი დღგ-ში) საერთო ღირებულებით 300000 ლარი. გთხოვთ მიპასუხოთ:
1) 5% წილის მფლობელი ისარგებლებს თუ არა სსკ 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის `ჩ~ პუნქტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით?
2) სხვა რა გადასახადებით და როგორ დაიბეგრება ეს ოპერაცია?
ჩვენს კომპანიას ძირითადი საშუალებების რეესტრში აქვს დარჩენილი უმნიშვნელო ღირებულების ძირითადი საშუალებები და გვაინტერესებს, აქტის საფუძველზე თუ გვაქვს ამის ჩამოწერის უფლება აღრიცხვის სტანდარტების თანახმად? და ასევე, თუ ამის უფლება გვაქვს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, კერძოდ ქონების გადასახადის ნაწილში, ამას როგორ უყურებენ საგადასახადო ორგანოები?
შპს-ში, რომელიც არის სასტუმრო, სასტუმრო მომსახურების გაყიდვების ხელშეწყობისთვის დავდეთ ხელშეკრულება მარკეტინგულ შპს-სთან, რომელსაც ევალება ჩვენი სასტუმროს ნომრების გაყიდვა და სასტუმროს პოპულარიზაცია. მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობის შესასრულებლად მარკეტინგულ შპს-ს ჩვენს სასტუმროში ჩამოჰყავს ინფორმაციული/გასაცნობი ტურების სახით მარკეტინგის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები, ან პოტენციური კლიენტები და ა.შ., რომლებსაც ადგილზე აცნობს სასტუმროს. ამ ვიზიტის ფარგლებში საჭირო ხდება სტუმრების გამასპინძლება (ჩაი, ყავა, ლანჩი, საუზმე, სადილი, შამპანური), მათზე დადებითი შთაბეჭდილების მოსახდენად და ზოგ შემთხვევაში, თუ ვიზიტი გრძელდება ორი დღით, სტუმრებისთვის სასტუმრო მომსახურების შეთავაზებაც (ღამით დარჩენა ჩვენს ნომერში). სტუმრების ჩამოყვანამდე მარკეტინგული შპს გვიგზავნის ოფიციალურ ხელმოწერილ და ბეჭედდასმულ წერილობით შეტყობინებას (ან ელექტრონული მეილის სახით გვწერს), სადაც უთითებს, თუ ვინ მოჰყავს, რამდენი დღით, რა მიზნით და სტუმრების სახელს, გვარს და პირად ნომერს (თუ შესაძლებელია). ამ მომსახურებების ფარგლებში გაწეულ ხარჯებს ჩვენ ვატარებთ წარმომადგენლობით ხარჯებში და ვქმნით წარმომადგენლობითი ხარჯვის აქტს, რომელსაც ხელს აწერს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.
შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ოპერაციებს რადგან მივიჩნევთ წარმომადგენლობით ხარჯებად, მხოლოდ აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებულ ჩათვლებს ვიღებთ ჩათვლიდან (ანუ ვიუქმებთ ჩათვლილ დღგ-ის თანხებს) იმ თვის დღგ-ის დეკლარაციის ბოლო გვერდის მე-14 უჯრაში მითითების გზით, რომელ თვეშიც მოხდება ზემოაღნიშნული გამასპინძლება.
ა) რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა ან/და შედგენა ხომ არ არის კიდევ საჭირო?
ბ) რაიმე დამატებითი გადასახადებით ხომ არ დავიბეგრებით?