ძებნის შედეგად ნაპოვნია 456 შედეგი
სსკ 1601 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად: „2. ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება:
ა) დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით“.
დღგ-ის გადამხდელი ერთ-ერთი ქართული საწარმო წინასწარ გამოცხადებული აქციის ფარგლებში მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგს: მომსახურებითა და საქონლით მოვაჭრე სხვა კომპანიისგან (მესამე მხარე, რომელიც ასევე დღგ-ის გადამხდელია) ყიდულობს ა) საქონლის შეძენის და ბ) მომსახურების მიღების ვაუჩერებს და უსასყიდლოდ ურიგებს თავის მომხმარებლებს.
საუბარია ელექტრონულ ვაუჩერებზე, ანუ მესამე მხარემ (კომპანიამ) მოგვყიდა ვაუჩერები ელექტრონული კოდების სახით (მოგვცა ვთქვათ 250 უნიკალური კოდი და თითო კოდი 100-ლარიანი ღირებულებისაა) და გამოგვიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შემდეგ კი ამ კოდებს ასევე ელექტრონულად (რაღაც აპლიკაციის გამოყენებით), უსასყიდლოდ გადავცემთ ჩვენს მომხმარებლებს.
მომხმარებელი შევა მესამე მხარის ვებგვერდზე, სადაც შეიძენს ამ კომპანიის რაიმე პროდუქტს ან სერვისს და ამ კოდის მითითებით დაფარავს პროდუქტის ღირებულებიდან 100 ლარს.
როგორია დღგ-ით დაბეგვრის სქემა ამ ქართული საწარმოსთვის, იმ დაშვებით, რომ ვაუჩერების უსასყიდლოდ დარიგება შეესაბამება კომპანიის მიზნებს და ამ ოპერაციების მარკეტინგული მიზანიც დადასტურებულია?
სრული ფასს-ების გამოყენების შემთხვევაში, როდესაც ინვესტიცია მეკავშირე საწარმოში წილობრივი მეთოდით გაანგარიშებული გადის მინუსში (მეკავშირე საწარმოში მიღებული ზარალის გამო), ფინანსურ ანგარიშგებაში ეს როგორ აისახება და რა დასახელებით?
2025/05
არასაგადასახადო
თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
ინვესტიციები
პასუხის ნახვა
ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, სადისტრიბუციო მანქანებს ქალაქში მოძრაობის უფლება აქვთ მხოლოდ 11 საათიდან 5 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში (მანქანა შეიძლება საცობში მოყვეს) არის ჯარიმა – პირველ შემთხვევაში 1000 ლარი და ყველა მომდევნო შემთხვევაში 3000 ლარი. გთხოვთ განმიმარტოთ, რა გადასახადით იბეგრება ეს ჯარიმა ან საერთოდ იბეგრება თუ არა? ჯარიმა იწერება ფირმაზე. რაც ვიკითხე, აზრთა სხვადასხვაობაა – ზოგი განიხილავს ეკონომიკურ საქმიანობად, ხოლო ზოგი – არა.
2025/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა
ჩვენს კომპანიას გამოუგზავნეს მოსაწვევი წერილი სტამბულში (თურქეთი) გასამართ ექიმთა კონფერენციაზე, რომელზეც დაპატიჟეს ჩვენი ორი თანამშრომელი, ასევე სამი ექიმი.
ორი თანამშრომელი გავუშვით მივლინებით კონფერენციაზე. რაც შეეხება სამ ექიმს, რომლებიც არ არიან ჩვენი თანამშრომლები, მათი მგზავრობის, სასტუმროში განთავსებისა და დღიური ხარჯი გაწია ჩვენმა კომპანიამ.
მივლინების ხარჯებისა და ტრანსპორტირების ხარჯების გამიჯვნა ჩვენი თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის შესაძლებელია, დღიური ხარჯების გამიჯვნა კი ვერ ხერხდება.
ამ სიტუაციაში ჩაითვლება ექიმების ვიზიტი დაფინანსებად კონფერენციაზე და დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით? თუ რა ტიპის ხარჯად შეიძლება ჩაითვალოს? დღიური ხარჯები, რომელთა გამიჯვნა ვერ ხერხდება, ესენიც უნდა დაიბეგროს სრულად?
2025/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა
დირექტორზე გავეცი სესხი მარტში ეროვნულ ვალუტაში და საპროცენტო განაკვეთი ავიღე 18,27% (მგონი სწორად ვნახე). გაცემას ვბეგრავ მოგების გადასახადით. ყოველთვიურად ძირს ხელფასიდან ვაკავებ და წინასწარ გადახდილი მოგების გადასახადიდან შესაბამის თანხას ვიბრუნებ, ხოლო ნაპატიებ პროცენტს ვბეგრავ საშემოსავლოთი. სწორად ვიქცევით თუ არა?
2025/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები,
პროცენტები
შრომითი
პასუხის ნახვა
2007 წელს თბილისის მერიამ უკანონოდ დაანგრია ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართი. ზიანის ანაზღაურებაზე სასამართლო დავა დასრულდა ახლა, 2025 წლის აპრილში და სასამართლომ (კერძოდ, თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ჯერ კიდევ 2009 წელში, თუმცა მოხდა გასაჩივრებები და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დადგა ახლა) დადასტურებულად ცნო ფართის უკანონო დანგრევა და ზიანის ანაზღაურების სახით თბილისის მერიას ამ ფიზიკური პირის სასარგებლოდ დააკისრა თანხის გადახდა. ამ ფიზიკური პირის ანგარიშზე ხაზინის მიერ თანხა ჩაირიცხა როგორც ზიანის ანაზღაურება. ამ ფიზიკურ პირზე ზიანის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხა დაიბეგრება? თუ დაიბეგრება, ვინ უნდა დაბეგროს და როგორ?
2025/04
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი
ქონება
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა