ძებნის შედეგად ნაპოვნია 384 შედეგი

ჩვენი კომპანია იძენს საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის მომსახურებას სს „საქართველოს რკინიგზისგან“ შემდგომი რეალიზაციის მიზნით. რკინიგზის მხრიდან ხდება მხოლოდ რემონტზე გადაზიდული ცარიელი ვაგონების გადაზიდვის მომსახურების დაბეგვრა დღგ-ით. მათი არგუმენტია, რომ თუ საბაჟო რეჟიმში არ არის მოქცეული გადაზიდვა, ის ექვემდებარება დაბეგვრას და დაბეგვრისგან თავისუფლდება მხოლოდ საქონლით დატვირთული ვაგონის გადაზიდვა ან გადაზიდვიდან მომავალი ცარიელი ვაგონის გადაზიდვა. ჩვენ მიერ ჩვენი არარეზიდენტი დამკვეთი კომპანიისათვის გაწეული მომსახურების ფარგლებში, ხდება ცარიელი სარემონტო ვაგონის გადაზიდვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. იბეგრება თუ არაა ეს ოპერაცია დღგ-ით? ცნობისათვის, „საქართველოს რკინიგზა“ ჩვენთვის გაწეულ ამ მომსახურებას დღგ-ით ბეგრავს სრულად.

2025/05
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

ინდმეწარმემ თავისი კუთვნილი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა და მიწა, რაზედაც განთავსებულია ეს შენობა (ერთობლივად 150000 ლარის ღირებულებით), სამი წლის წინ, როგორც საწესდებო კაპიტალში შენატანი, შეიტანა ახლად დარეგისტრირებულ შპს-ში. შპს დღგ-ის გადამხდელი არ არის. შპს-ს მეორე მოწილე ჰყავს, ამ ინდმეწარმის და – 50%-50% წილობრივი მონაწილეობით. ინდმეწარმეს სურს შპს-ზე რიცხული შენობის ნახევარი და მიწა 100 კვ.მ, რომელზედაც განთავსებულია აღნიშნული შენობის ნახევარი, უსასყიდლოდ გადაფორმდეს მის საკუთრებაში. რა პროცედურები უნდა ჩატარდეს და რა გადასახადები დაეკისრება შპს-ს? ალბათ ამ ქონების რეალიზაცია არ ჩაითვლება შპს-ის ამონაგებში. შპს-ის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის სავალდებულო ზღვრის 100000 ლარის გაანგარიშებაში, დაფიქსირდება მხოლოდ ნამეტი თანხა?

2025/05
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
დივიდენდები
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია არის სამედიცინო კლინიკა. სუროგაცია-დონაციის მომსახურებას ვუწევთ მსურველ პაციენტებს. სუროგაციის მსურველი მშობლების და სუროგატი დედობის მსურველი პირების მოძიება ხდება საზღვარგარეთ. მოძიების მომსახურებას გვიწევენ არარეზიდენტი იურიდიული პირებიც და არარეზიდენტი ფიზიკური პირებიც. რადგან მოძიების მომსახურებას ჩვენ ვიყენებთ დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციებში, ეს მომსახურება მაინც უნდა დავბეგროთ უკუდაბეგვრის დღგ-ით?

2025/05
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

სსკ 1601 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად: „2. ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება: ა) დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით“. დღგ-ის გადამხდელი ერთ-ერთი ქართული საწარმო წინასწარ გამოცხადებული აქციის ფარგლებში მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგს: მომსახურებითა და საქონლით მოვაჭრე სხვა კომპანიისგან (მესამე მხარე, რომელიც ასევე დღგ-ის გადამხდელია) ყიდულობს ა) საქონლის შეძენის და ბ) მომსახურების მიღების ვაუჩერებს და უსასყიდლოდ ურიგებს თავის მომხმარებლებს. საუბარია ელექტრონულ ვაუჩერებზე, ანუ მესამე მხარემ (კომპანიამ) მოგვყიდა ვაუჩერები ელექტრონული კოდების სახით (მოგვცა ვთქვათ 250 უნიკალური კოდი და თითო კოდი 100-ლარიანი ღირებულებისაა) და გამოგვიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შემდეგ კი ამ კოდებს ასევე ელექტრონულად (რაღაც აპლიკაციის გამოყენებით), უსასყიდლოდ გადავცემთ ჩვენს მომხმარებლებს. მომხმარებელი შევა მესამე მხარის ვებგვერდზე, სადაც შეიძენს ამ კომპანიის რაიმე პროდუქტს ან სერვისს და ამ კოდის მითითებით დაფარავს პროდუქტის ღირებულებიდან 100 ლარს. როგორია დღგ-ით დაბეგვრის სქემა ამ ქართული საწარმოსთვის, იმ დაშვებით, რომ ვაუჩერების უსასყიდლოდ დარიგება შეესაბამება კომპანიის მიზნებს და ამ ოპერაციების მარკეტინგული მიზანიც დადასტურებულია?

2025/05
დღგ
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

ჩვენი საწარმო ერთი ჩინური კომპანიიდან ყიდულობს საქონელს და ამ საქონლის მოძიებაში გვეხმარება მეორე ჩინური კომპანია. ორივე ამ კომპანიას – ერთს საქონლისთვის და მეორეს მომსახურებისთვის ხელშეკრულების საფუძველზე ვურიცხავთ ჩინეთში თანხას. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: მეორე კომპანიის მიერ ჩინეთში გაწეული მომსახურება რა გადასახადით დაიბეგრება საქართველოში?

2025/04
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ, ასევე დღგ-ის გადამხდელი შპს-ისგან, თანამშრომლებისათვის შეიძინა სპეცტანსაცმელი, რომელიც თანამშრომლებს გადაეცემათ უსასყიდლოდ. რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოეშვება შპს-ს? გთხოვთ მოგვწეროთ შესაძლო ბუღალტრული გატარებები.

2025/04
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა