ძებნის შედეგად ნაპოვნია 295 შედეგი

საგადასახადო სამსახურის ვებგვერდზე არცთუ დიდი ხნის წინ განთავსდა ცვლილება იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან მცირე მეწარმის აღრიცხვის წიგნების დაპლომბვა მოხდება საგადასახადო ორგანოს გარეშე. მე მარტში დავიწყე საქმიანობა. გამოვცხადდი ქოლცენტრში და მიპასუხეს, რომ უფლება მქონდა მათი მონაწილეობის გარეშე დამეპლომბა ეს წიგნი. იგივე მიპასუხეს ონლაინ რეჟიმშიც. რას უნდა მოველოდე, ან როგორ მოვიქცე, იქნებ მირჩიოთ.

2026/09
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

კითხვა: საწარმო, რომელიც სრული ფასს-ებით მუშაობს, ფლობს და იყენებს უძრავ ქონებას (შენობას) საკუთარი მიზნებისათვის. თუ მან ამ შენობის ნაწილი გასცა იჯარით (იჯარა არ წარმოადგენს მის ძირითად საქმიანობას), დანარჩენ ნაწილს კი იყენებს საკუთარი საწარმოო დანიშნულებით (ვთქვათ, ამ შენობის 30%-ს ან 7%-ს), მაშინ იჯარით გაცემული ქონების ეს ნაწილი როგორ უნდა აღრიცხოს: როგორც საინვესტიციო ქონება თუ როგორც ძირითადი საშუალება?

2026/08
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იჯარა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ აგროფირმას (შპს), მერძევეობის ფერმას. ვმუშაობთ მსს ფასს-ის მიხედვით. ვყიდულობთ პირუტყვს, რომელსაც აღვრიცხავთ თვითღირებულების მოდელით, 27** ანგარიშებზე. ზოგჯერ, ამ პირუტყვს ვყიდით. ამ გაყიდვებიდან წარმოქმნილ ზარალს ხან 8260 გაუფასურების ანგარიშზე აღვრიცხავთ, ხან 61** ანგარიშზე აღვრიცხავთ. რომელია სწორი?

2026/08
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

თუ საწარმომ, რომელიც სრული ფასს-ებით მუშაობს, საინვესტიციო ქონება იყიდა 2025 წელში და გაყიდა 2026 წლის ივნისში, ეს ქონება 2025 წლის ბალანსში უნდა ასახოს როგორც საინვესტიციო ქონება (ბასს 40) თუ როგორც „გასაყიდად გამიზნული აქტივი“ (ფასს 5)?

2026/08
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ინვესტიციები
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და არა კურსთა შორის სხვაობების ანგარიშებს 8180 და 8280. რამეს არასწორად ხომ არ ვაკეთებთ?

2026/07
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს B-მ თავისი 48%-იანი წილი შპს С-ში უსასყიდლოდ გადასცა შპს A-ს. როგორ უნდა აისახოს აღნიშნული ტრანზაქცია შპს А-ს როგორც ინდივიდუალურ, ისე კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში? აღრიცხვა-ანგარიშგებისთვის გამოიყენება სრული ფასს სტანდარტები.

2026/06
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ინვესტიციები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა